უჩინარი დამკვირვებლები


არიან ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე, შორიდან გადევნებენ თვალს და არასოდეს გეკონტაქტებიან. უბრალოდ, იგებენ ახალი ინფორმაციას შენს შესახებ, “შორიდან გიცნობენ”, ზოგჯერ ალაგ-ალაგ ქუჩაში ან სადმე, ხალხმრავალ ადგილებში გხვდებიან, გვერდზე ჩაგივლიან, მოგესალმებიან ან არც. ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზნის და წინასწარგანზრახვის გარეშე, ხშირად უნებლიედაც კი, შენი ცხოვრების განვითარების  უტყვი მოწმეები და დამკვირვებლები ხდებიან.

და არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენც ვაკვირდებით.

რამოდენიმე ადამიანის ბლოგს ვკითხულობ აგერ უკვე მეოთხე წელია, ფაქტიურად, შემომედამკვირვებლა.

ამასწინათ მორიგი პოსტი წავიკითხე და მივხვდი, რომ აღარ მაინტერესებს. ის ჩემს თვალწინ განვითარდა, გაიზარდა, შეიცვალა და განაცრისფრდა. ან, უბრალოდ, ძალიან ბედნიერია. როგორც წესი, ეს ერთი და იგივეა ხოლმე. ბედნიერ ადამიანებს ბევრი არაფერი აქვთ ხოლმე სხვისთვის გასაზიარებელი.

თუმცა, მე მაინც ვაგრძელებ კითხვას, უჩინარი დამკვირვებლის როლმორგებული.

Advertisements

5 thoughts on “უჩინარი დამკვირვებლები

  1. მმ. კარგია, მაგრამ მე ალბათ უფრო გრძელი პოსტი მომეწონებოდა, მოვკალათდი მაგიდააზე გადაწოლილი და რაღაც ძალიან უცებ დამთავრდა. ^^^^^

  2. pertkli,

    ver mivxvdi chanaxatia tu ra realoba?

    ise ver vxvdebi da verz dagetanxmebi rom rogorz tesi bednieri adamiani nacrisper adamiania. arz im debulebas mivicnev storad rom bednier adamains araferi aqvt mosayoli da gasaziarebeli. jer es erti iqneb da ra gadaiara am bednierebis mosapoveblad? da sxva tu araferi bednier adamians sheuzlia gagiziaros tu rogor miagcio bednierebas:)

    შემომედამკვირვებლა?:)))

    • არასწორი სიტყვებით გადმოვეცი ვითომ? ჰმმ. ანუ, ბედნიერები ისედაც ისეთი ბედნიერები არიან, რომ da sxva tu araferi bednier adamians sheuzlia gagiziaros tu rogor miagcio bednierebas- აღარ ადარდებთ ხოლმე, და მათი ცხოვრება ხდება ძალიან მშვიდი და ბედნიერი, დრამების და მსგავსი ხვლინჭობების გარეშე. და ისინი ან აღარ წერენ, ან ძალიან იშვიათად წერენ, ან თემატიკა ეცვლებათ წერის და ის, რის გამოც კითხვა დაიწყე, სადღაც ქრება. და არ ვიძახი რომ ეს ცუდია, უბრალოდ, ასეა.

      უბრალოდ, დამკვირვებლობის ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, ჩემს მიერ ბლოგის კითხვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s