განახლებული გრემი


 

მართალია, გრემი დიდი ხანია განაახლეს, მაგრამ მე მხოლოდ ახლაღა მივაღწიე იქამდე.

აქამდე მეგონა, რომ გრემის კომპლექსი ერთი მთლიანობა იყო, სინამდვილეში ჯერ პაწუკა მეფის პალატა აუშენებიათ, მერე ეკლესია დაუმატებიათ და გადაუბიათ ერთიმეორეზე ისე, რომ ახლა ერთი შეხედვით ჩემნაირ უბრალო ტურისტებს ერთი კომპლექსი გონიათ.

ხედი სამრეკლოდან

მეფის პალატები მეპატარავა, სულ ზემოთ რომ ახვიდე, სამრეკლომდე, ორი წვრილზე წვრილი და ციცაბო კიბე ადის, გვირაბივით კედლებით. მოაჯირებზე მობღაუჭებული მიფოფხავ ზევით და ახლა წარმოიდგინეთ საწყალი მოსამსახურე, რომელსაც ჩაის ფერი პირველ სართულზე დარჩა და ქალბატონი წიოკობს, არიქა ჩაი მომიტანეო.

ძველისძველი კევრები და გუთანი

მუზეუმიც გაუკეთებიათ, საკმაოდ პატარაა, მაგრამ კარგი გიდი ყავს და ლაპარაკი არ ეზარება.

გიდისგან გავიგე, რომ გრემში თურმე ადრე “უზარმაზარი” (იმ დროისთვის) ქალაქი-კომპლექსი იყო, დიდი გალავნით გარშემორტყმული, მეფის ეკლესია თავზე დაყურებდა ამ ყველაფერს, კიდევ იყო სამეფო უბანი, სავაჭრო უბანი და აბანო.  დაუბანელ ხალხს გრემის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. ჯერ კარგად აბანავებდნენ, შემდეგ ჭიშკრის გავლაში ფულს გამოართმევდნენ და მხოლოდ ასე ხვდებოდა უბრალო მოკვდავი გრემში. ახლა მხოლოდ სავაჭრო უბანი, აბანო, ჭიშკარი და ეკლესიებიღაა შემორჩენილი.

საბაჟო ჭიშკარი

მომდევნო სურათებზე ვერ ჩამოვყალიბდი, ან აბანო უნდა ყოფილიყო ან ქარვასლა.

აბანო, ან ქარვასლა, ვერ მივხვდი ზუსტად

აბანო, ან ქარვასლა, ვერ მივხვდი ზუსტად

თუმცა, ინტერიერის მიხედვით, ალბათ უფრო აბანოა. წყალგაყვანილობაც იყო, მოღუნული ფანჯრებიც, ეს შუაში ალბათ “ფანტანჩიკია”?

აბანო/ქარვასლა შიგნიდან

სანამ ხალხი ზემოთ იყო, მე საკმაოდ ბევრი ვიბოდიალე მუზეუმის ახლოს, ე.წ. სავაჭრო უბანში და ვერაფრით ვერ მივხვდი, პაწუკა ეკლესია რატომ იყო “ოთახებად” დაყოფილი, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო, მერე გიდს შევუკიკინე და “აღიარა”, რომ ეს სომხური ეკლესიაა, ოღონდ თუ ჩემნაირი აბეზარი ტურისტი არ მიადგა და შეკითხვებით სული არ გაუწვრილა, არ ეუბნება, რომ სომხურია, ისე, ჯუსტ, ეკლესიაა და მორჩა.

სომხური ეკლესია

ჭიშკარს რომ გამოსცდები, ეს ეკლესია დგას.

უბრალოდ, ეკლესია

მუხეუმში ძველისძველი ფილთა თოფები ეწყო, ჭიანაჭამი.

წყალგაყვანილობის მილები

ისტორიის ცოდნაში მოვიკოჭლებ, ამიტომ მართლა გამიკვირდა იმის გაგება, რომ ეს მოკრამიტო ტიპები ყოფილი წყალგაყვანილობა ყოფილა. წარმოიდგინეთ, წყალგაყვანილობა! მე კიდევ ნუცუბიძეზე დღემდე გრაფიკით მაქვს წყალი :დ

ძველი დროის სუპერ-პუპერ ჭურჭელი – პირდაპირ სამეფო სუფრიდან.

სამეფო ჭურჭელი

 

ჩინური ფაიფური… ადრე აქ აბრეშუმის გზა გადიოდა და ეტყობა, იმათ ჩამოყვათ… ფაიფურის წინა მხარეს ჭრაქი დევს.

ფაიფური

 

 

ეზო თემატურადაა გაფორმებული, ურმებით,  ქვევრებით და იქვე, საქანელებით. მოიძებნება კაფეც და ნორმალური საპირფარეშოც.

და აქვე, გზაზე ურემმა გამოიარა :დ

ხო, უფასოდ დაგვათვალიერებინეს, სალარო აპარატი გაფუჭებულია და ისე ფულს ვერ ავიღებთო. საყვარლები.

3 thoughts on “განახლებული გრემი

  1. ჩემი სოფელი გრემთან ძაან ახლოა და ზაფხულობით ხშირად მაქვს მანდ სტუმრობის ბედნიერება=))ჯვარი რომ დგას გვერდით მთაზე,იქ არ აძვერით?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s