ნიჭიერი დაიწყო


ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია,  ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან.

ხო, ახლა რაც შეეხება მონაწილეებს… ბევრნი იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მხოლოდ რამოდენიმემ დამიტოვა.

უცნაური მუსიკალურ ინსტრუმენტებზე გადავირიე და გადმოვირიე. ერთია, უკვე არსებულ და ცნობილი ჟღერადობის ინსტრუმენტებზე დაუკრა და მეორეა,  აიღო რაიმე ნარჩენი, მილი,   გაამუსიკალურინსტრუმენტო, “დაამუღამო” როგორ ხმებს გამოსცემს და მერე ამ ყველაფრისგან მელოდია შექმნა. ერთადერთი მართლა ნიჭიერი ეს ვნახე მე პირველ გადაცემაში.

ხუტვინგის კულმინაციური მომენტი :დ

კიდევ იყო ძალიან საყვარელი, მეტიჩარა და ლამაზი ბავშვი, აი ისეთი, ყველა დედა რომ ოცნებობს, კიკინებიანი პრინცესა.  ლექსი წაიკითხა დედაზე და აჩუყებას სულ ცოტა დამაკლდა.  ორი წელია ნიჭიერში მოხვედრაზე ვოცნებობ-ო  თქვა. მე მაინც მგონია, რომ ამაზე დედამისი ოცნებობდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია რომ მოხვდა და ჟიური, თიკა, დარბაზის რაღაც ნაწილი და კინაღამ მეც აგვატირა.

ჩემს გარშემო ხალხის რაღაც ნაწილი სერიოზულად აღშფოთდა, როცა ინდოელები გადაიყვანეს შემდეგ ტურში.  “რა უნდათ ამ შოუში ინდოელებს,ეს ქართული ნიჭიეროა”-ო. ამ გადაცემას სადმე აწერია “მხოლოდ ქართველების ნიჭიერი” ? მგონი არა, ხომ?  სინქრონულად არ ცეკვავდნენ, სამაგიეროდ ინდური ცეკვის განწყობა მართლა კარგად გადმოსცეს.

ჰარი პოსტერი რომ დავინახე, ვალებში გულიკები ამენთო, მაგრამ… მაგრამ!

საინტერესოა, შემდეგ ნაწილში როგორ ნიჭიერებს შემოგვთავაზებენ : ))

2 thoughts on “ნიჭიერი დაიწყო

  1. […] ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა […]

  2. Perckli, mec vuyure aqedan mag nichiers da dzalian vixalise. trubebze damkvrelebi ra magrebi iyvnen martla! dzalian mometsona.
    indoelebis gamosvlam agshpoteba gamoicvia? martla? ratom? qartuli nichieri ras nishnavs? chveni qartveli erti gogona (shermadini?) saberznetis ragac showshi xom monacileobda? me dzalian miyvars piradad bhangra cekvebi da amerikashi nel nela popularuli xdeba. ise sinqroni namdvilad akldat:)))
    shen vatyob harry pottteri da ambebi dzalian giyvars! ra magariaaa!!!

    miyvars sheni blogi❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s