ჩემი პირველი ლაშქრობა


ხუთი წლის წინ, მოვახერხეთ და ჭაუხებში დავიკარგეთ, იქ, სადაც იმდენი ხალხი დადის, გადაბილიკებულია ყველაფერი და ყველა თავმოყვარე მობოდიალე ერთხელ მაინცაა ნამყოფი.

ხო, ჭაუხები თუ ჭიუხები?

დღემდე ვერ გავიგე რა ქვია, ზოგი ერთს ეძახის, ზოგი მეორეს, ზოგი მესამეს.

ჭაუხები გამოჩნდნენ და ჯერ კიდევ მიხარია :დ

წასვლა რომ დავაპირე, ზუსტად სამი საათი ვეხვეწე დედას, რომ “გავეშვი”. ხვეწნა რატომ დამჭირდა, არ მახსოვს. დედაჩემი თუშია, იქ, მოგეხსენებათ, ცუდი გზებია, ხევსურეთის გზატკეცილები ნანახი არ ქონდა და შესაბამისად, ცივი უარი მტკიცა. მერე მაინც დავითანხმე.

გზადაგზა "მალინა" იშოვებოდა, ბებიაჩემის ენაზე ქხვაფა :დ

სულ ხუთი კაცი ვიყავით, მე ყველაზე გამოუცდელი, ნათხოვარი ზურგჩანთით, ნათხოვარი საძილეთი, ბოტასებით, ჯინსებით, მოკლედ, ყველაფერ იმით, რაც ჯობია, სახლში დატოვო. სახლიდან მოხარშული სიმინდი, პერაშკები და ვაშლი გავაყოლე.

პირველივე დღე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიანზე მეტად გამიჭირდებოდა. ზურგჩანთა საშჳნლად მძიმე იყო, მე კი ძალიან ცუდ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი და თურმე წარმოდგენაც არ მქონდა, სად უნდ მევლო და რამღელა აღმართები ამევლო. იყო მომენტები, როცა უბრალოდ, ძირს ვეცემოდი, იმიტომ, რომ გული ისე მიჩქარდებოდა, ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი, თვალებში მიბნელდებოდა და რას არ მივცემდი, ოღონდ იმ წუთას თბილისში აღმოვჩენილიყავი.

თუმცა მერე იწყებოდა დაღმართები ან ვაკე , სადაც სიარული არ მიჭირდა და თბილისში დაბრუნებაზე ნატვრას ვწყვეტდი, იმდენად ლამაზი იყო იქაურობა და იმხელა თავისუფლების შეგრძნება მოქონდა.

 

მოხარშული სიმინდით ხელში. არ მკითხოთ, რა უნდოდა ლაშქრობაში :დ

სულ ოთხი დღე გვქონდა. პირველი ღამე სადაც დაგვიღამდა, იქ გავათიეთ. დღე მაისურში რომ მცხელოდა,  ღამე ქურთუკი მეცვა და ვერ ვთბებოდი. თან მოვახერხეთ და თან წაღებული გაზის ბალონი რაღაცნაირად გავაფუჭეთ, შესაბამისად, ალპურ ზონაში ცხელი წყლის გარეშე აღმოვჩნდით, ერთ-ერთმა მონაწილემ კი პირველ დღესვე ფეხი დაიშავა.

მეორე დღეს ჭაუხებს მივუახლოვდით, გვერდით გავუარეთ და…  აი მერე რა ვქენით, მე პირადად წარმოდგენაც არ მაქვს. უბრალოდ, დავდიოდით, დავდიოდით, დავფორთხავდით, რუკას ვუყურებდით (ჯიპიესი ან უკიდურეს შემთხვევაში კომპასიც კი არ გვქონდა), ვცდილობდით გამოგვეცნო, სად და როგორ უნდა წავსულიყავით და იმასაც ვერ ვხვდებოდით მემგონი, სად ვიყავით.

ამეებზე დავდიოდით გზააბნეულები და ნეტა რატომ არ ჩავვარდით?

ერთი სულიერიც კი არ ჩანდა ჰორიზონტზე, რამე რომ გეკითხა. მერე ფარა დავინახეთ, ერთი ჩვენგანი მეცხვარის მოსაძებნად გაიქცა, მე მზიან ფერდობზე ჩამოვჯექი და… ზურგჩანთის მოუხსნელად ჩამეძინა.

ბოლოს დეკიანებზე დავეშვით.  დეკა დაცერავებულ ფერდობებზე იზრდება ისე, რომ ზემოთკენ მოხრილი ღერები გამოსდის, ხოდა სულ სირბილ-სირბილით ჩამოვირბინე. იმის მერე ბევრჯერ მომისმენია რა საშინელებაა დეკიანებზე ჩამოსვლა, არადა პირიქით, ფეხს ადგამ დრეკად ხალიჩაზე, რომელიც გიკავებს და ფაქტიურად, კიბეზე ჩამოდიხარ. რაც მთავარია, გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას უდეკო ფერდობზე შეძლებდი.

და-ვი-ღა-ლე!

ის ღამე სადღაც დაფერდებულზე გავშალეთ კარავი, მთელი ღამე ფეხზე მდგარს მეძინა, დილით კი ვიღაც ცხენოსნები თუ მწყემსები შემოგვხვდნენ და აგვეკიდეთ რაც ძალი და ღონე გვქონდა. გვასწავლეს, როგორ უნდა გადავსულიყავით რომელიღაც ქედზე, რომ მერე თავბრუდამხვევად აბეზარი დაკლაკნილი ბილიკებით დავშვებულიყავით ციცაბო ფერდობებზე, აბუდელაურის ტბებისკენ, (რომლებიც ძალიან შორიდან დავინახეთ) და მთელი დღე, ფაქტიურად შესვენებების გარეშე, სწრაფი ტემპებით ჩავედით მმმ… როშკამდე თუ კორშამდე?

სოფლამდე მივაღწიეთ, აქ ჯერ არ ვიცი, რომ ღამე კიდევ უნდა ვიბოდიალო

ანუ აი რომელიც უფრო მაღლაა, იქამდე. იქ დაგვამშვიდეს, რომ ღამე ტყეში მგლები იქნებოდნენ და მეცხვარის ძაღლები, მე ავიღე დიდი წკეპლა (შეგიძლიათ გადაიხარხაროთ, არ მოგერიდოთ) და დავადექით გზას. დაგვაღამდა, წვიმა დაიწყო, მივდიოდით ხეობაში, მივდიოდით, მივდიოდით, მივდიოდით…. მე რა, ფეხები მიდიოდნენ ავტოპილოტზე.

ძალიან ცუდი იყო, ზემოდან კლდე და ბნელი ტყე გადმოგყურებს, დაბლა მდინარის შხუილი ისმის, გაღმა ფერდობებზე ალაგ-ალაგ სინათლეები ჩანს და ძაღლების ყეფის ხმა ისმის, მიუყვები გზას და ყოველი მოსახვევის დანახვისას იმდედი გაქვს, რომ აი ეს მოსახვევიც  და სოფელი გამოჩნდება, მაგრამ  იმედი გიცრუვდება, მერე მეორე მოსახვევს უახლოვდები და ისევ თავიდან ჩნდება გასაცრეუებელი იმედი… ბოლოს ბარისახოს ნაწილისკენ გადასახვევი რომაა და ასფალტიანი გაუგებრობა, აი იქ დავეცით კარავი. არადა, თურმე ერთი მოსახვევიც და სოფელი იქნებოდა, სადაც ვინ იცის, იქნებ თბილადაც დაგვეძინა…

დილით კი ავტობუსი მოვიდა და წამოვედით. მე გულში ვიფიცებოდი, რომ ეს ჩემი ბოლო გაბოდიალებაა მთებში.

პ.ს. სულელურად მოვიქეცი და დისკზე ჩავწერე სურათები, კომპიდან კი წავშალე, ამიტომ ვარ ყველა სურათში მე.  სხვები, უბრალოდ, არ მაქვს. არადა ძალიან მინდოდა ეს პოსტი დამეწერა.

Advertisements

4 thoughts on “ჩემი პირველი ლაშქრობა

  1. როდინდელი ამბავიააა :))) ტკბილ-მწარე მოგონებაა :))) ყოველი მოსახვევის შემდეგ გზის დასასრული რომ გვეგონა… ცხენიანი “ამორძალი” რომ ვნახეთ გახსოვს? :))) აბუდელაურის ტბებამდე მაინც ვერ ჩავედით … :))) რამხელა მთები გადავიარეთ… 🙂
    შემორჩენილი მაქვს სურათები მაილი მომწერე. ან სადმე შემეხმიანე და ლინკს გამოგიგზავნი.

    • ვაი :დ სიამოვნებით, perwklii [at] gmail.com :d ველოდები მოუთმენლად :დ აუ ამორძალი, როგორ აჭენებდა იიიიმხელა ცხენს თან უნაგირის გარეშე :დ :დ

      • წამოვიდა 🙂
        გიორგი რომ ძლივს აბაბღდა მაგ ცხენზე… ნახავ რა უნიკალლური ფოტო გამოვიდა :)))

  2. ჰეჰ ^^ ასე იწყებდა პერწკლი. იმედი გამიჩნდა :დ
    ჩემი აბუდელაურებზე ბოდიალი გამახსენდა ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s