პარაზიტებით დასახლებული დედამიწის საათი


ვშიშობ, თქვენ ადამიანები გჭირთ

მოდი, გვერდზე გადავდოთ ეკოსისტემებზე და ეკოლოგიაზე “ზრუნვის” ლოზუნგები,  სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ პარაზიტები ვართ, რომ ისე ვართ გამრავლებულები დედამიწაზე, როგორც ვთქვათ, ვარდის ბუჩქზე  მღილები. ოღონდ ამ ვარდის ბუჩქს ჭიამაიები არ ყავს და ერთადერთი, რაც შეუძლია, ალაგ-ალაგ თავის მოფხანვაა.

ჩვენ მთელი ცხოვრება გვიმტკიცებენ, რომ ყველაზე განვითარებული არსებები ვართ დედამიწაზე, ყველაზე მაღლამდგომები,  ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე-ყველაზე-ყველაზე.

მოდი, ვაღიაროთ რომ სუსტები ვართ, რომ ჩვენზე დაუცველი და სუსტი არსებები ალბათ არც მოიძებნებიან დედამიწაზე. ჩვენ აღარც ველურ ბუნებაში გადარჩენა შეგვიძლია, აღარც ბუნებრივი საფარველი გვაქვს, რომელიც ტემპერატურული ცვლილებებისგან დაგვიცავდა, აღარც კლანჭები ან სწრაფი სირბილის უნარი.

ერთადერთი რაც გაგვაჩნია, კარგად განვითარებული თავის ტვინის რუხი ნივთიერებაა, აი ის, აზროვნების პროცესებზე რომაა პასუხისმგებელი.

მოდი, ვაღიაროთ, რომ არც მიწისძვრებია კატაკლიზმები- ძალიან, ძალიანზე მეტად ბუნებრივი პროცესებია.

არც წარღვნები და მეწყერები, გზების ჩამოშლებია კატასტროფები-რელიეფის ფორმირების პროცესებია.

ეს ჩვენთვისაა კატაკლიზმები, დედამიწისთვის სულერთია.

დედამიწა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ფორმირდებოდა, მერე მასზე სიცოცხლე განვითარდა, მერე დინოზავრიკები გაჩნდნენ, მერე (მეცნიერებმა ასე თქვეს და ნიადაგის ფენებიც ადასტურებს) გიგანტურ მეტეორიტთან მოხდა შეჯახება,ძველი განადგურდა  და ახალი ეკოსისტემები გაჩნდა.

დედამიწა კვლავაც გადარჩება, მასზე არსებული ორგანიზმები კვლავ გადაშენდებიან, ან არ გადაშენდებიან და ადაპტირდებიან, ათასობით წლების მანძილზე მილიონობით სახეობა გადაშენდა, მაგრამ დედამიწას და სიცოცხლის განვითარების პროცესებს ამით საფრთხე არ დამუქრებია.

უბრალოდ, ადამიანები ვართ სუსტები, და როგორც არ უნდა გავიჭიფხოთ, ვერ გვიშველის ჩვენი “მაღალი ტექნოლოგიები” და ვერც აიფედები და კოსმოსში გაშვებული თანამგზავრები გვიხსნის იმისგან, რომ ვაშლზე დასახლებული პარაზიტების მსგავსად ვხრავთ დედამიწას, რომელსაც, პრინციპში, სულ ცალ ფეხზე კიდია, მან იცის, რომ ჩვენ თუ წავალთ და ამოვწყდებით, სხვა მოვა.

იქნებ ეკოლოგიაზე იმიტომ კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ დედამიწას დაემუქრება საფრთხე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს საარსებო გარემოს ემუქრება საფრთხე. ვაშლს თუ ბოლომდე გამოვხრავთ და გარშემო სხვა ვაშლი არ იქნება, მერე?…

31 მარტს დედამიწის საათია, ვისაც არ დაგვეზარება, ერთი საათით გამოვრთოთ ყველა ელექტროხელსაწყო. ამით დიდს ვერაფერს დავზოგავთ და ვერც ეკოსისტემებს გადავარჩენთ, თუმცა იქნებ იმაზე მაინც დავფიქრდეთ, როგორი პარაზიტები ვართ.

პ.ს. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განაგრძობს თუ არა არსებობას “მუხლიფოთოლა ვარდკაჭაჭა”, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე შიშველთესლოვნების სახეობების უდიდესი უმრავლესობა გადაშენდა. ეს ბუნების კანონია. მე ის უფრო მადარდებს, რომ ლომებზე გართობის მიზნით ნადირობენ არაადამიანები და ჯიხვებს ვერტმფენებიდან ხოცავენ, ავტომატებით.

დაზიანებული ეკოსისტემები თავის თავს მიხედავენ

აი ჩვენ კი ვერ 🙂

Advertisements

2 thoughts on “პარაზიტებით დასახლებული დედამიწის საათი

  1. იქნებ კი არა ზუსტად მაგიტომ ვზრუნავთ (უნდა ვიზრუნოთ ყოველშემთხვევაში) რომ ჩვენი საარსებო გარემო, შევინარჩუნოთ
    თორემ დედამიწისთვის სულ ერთია

  2. მართლა პარაზიტები ვართ, ამ პლანეტაზე გაბატონებული, რამდნი რამ გადაიტანა კაცობრიობის მოდგმამ, რამდენი კატაკლიზმა და სტიქია მაგრამ ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ, გონზე მაშინ მოვდივართ როცა უკვე ყველაფერი მომხდარია და მიწასთანაა გასწორებული, თუმცა მეორე წამს აღარ გვახსოვს სასიშროება და პარაზიტიზმს განვაგრძობთ ეკოსისტემაზე რომელსაც დედამიწა ჰქვია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s