just, ყველაზე სოფლელი ბავშვი


-რა ხდება ახალი?

-რავი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ბუნებაზე, ბალახებზე და ხეებზე არ ვგიჟდებოდი, არც მწვანე ბალახზე წოლაზე ვოცნებობდი, არც მთები მიყვარდა, არც ტყე

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წელიწადში სამი თვის განმავლობაში:

  • დავძვრებოდი ყველა ხეზე, რომლებზეც ხელი/ფეხი მიმიწვდებოდა (უკიდურეს შემთხვევაში კიბის მიდგმაც მოსულა, თუ ხემდე მითრევა არ დაგვეზარება)
  • მეკიდა საქანელა კომშის ხის ქვეშ, ჟოლოს ბუჩქების გვერდით,  გოგრაბლის და ლეღვის ხეების ახლოს
  • მეზობელ ნაკვეთში მუხლამდე აყვავილებული ბალახი იზრდებოდა, ბევრჯერ ჩამძინებია შიგ ჩაწოლილს
  • მქონდა “სახლი” ნაკვეთის ბოლოში, რუს გვერდით არსებულ ხეზე (წიგნის საკითხავი, წამოსაწოლი და სათვალთვალო ტოტებით)
  • სახლიდან ას მეტრში იშოვებოდა ძალიან ციცაბო გორა და ტყე, სადაც სახლიდან გაპარული დავიარებოდი
  • ცოტა უფრო მოშორებით იყო წისქვილი, დაგუბებული წყლით, სადაც ვბანაობდი და ყოველდღე მქონდა წყლის ღარებში ჩავარდნის შანსი (ერთხელ კინაღამ ისა)
  • როცა “ახალი წყალი” დაწყდებოდა, მეზობლის “ძველი წყაროდან” ვედრებით მოვაკონწიალებდი
  • ვაცხობდი ტალახის კვერებს, ბალახით შეკმაზულს, სამშენებლოდ მოტანილ და მონარჩენ ქვიშაში ვაშენებდი ქალაქებს, ვაცხობდი კოცონზე ნამცხვრებს (ნამდვილს)
  • დავიპარებოდი მეზობლის ბაღებში მკვახე ვაშლებზე, ქლიავებზე და მჟავე ყურძენზე, ნუ, ალაგ-ალაგ სიმინდებზეც (სახლშიც მქონდა, მაგრამ მეზობლისა უფრო გემრიელია)
  • ვაგროვებდი კოლორადოს ხოჭოებს (ახლა ვერ ვხვდები, როგორ ვკიდებდი ხელს) და მერე ვიღებდი კიდევაც  კარტოფილს
  • ვკრეფდი ჯონჯოლს, ვაგროვებდი კვერცხებს
  • მოწველა არ ვისწავლე, დღემდე სიკვდილივით მეშინია ყველაფრის, რასაც ჩლიქები აქვს და წიხლის სროლა შეუძლია
  • ვჭამდი ყველანაირ ხილს, ოღონდ მკვახეს და მარილით, ერთხელ ინტერესის გამო ნედლი სიმინდიც კი გავსინჯე
  • და სხვა მრავალი

ყოველ ზაფხულს, სამი თვის განმავლობაში, ბებიაჩემის უბანში ყველაზე “სოფლელი” ბავშვი ვიყავი ხოლმე, გაჩეჩილი თმით, მტვრიანი ფეხებით, დალურჯებულ-დაკაწრული ხელ-ფეხით და დაბრაწული კანით.

დღემდე გულწრფელად მიკვირს, როგორ ინარჩუნებდნენ სოფელში ზაფხულობით ხელ-ფეხის იდეალურ სისუფთავეს და ნაზ თეთრ კანს ჩემი ყოფილი მეზობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოწყენილობისგან ლამის სული გამეფრთხო, მიხარია, რომ ასეთი ბავშვობა მახსოვს და არა კომპიუტერს მიჯაჭვული.

მალე ბიცოლაჩემი ჩამოვა, შვილიშვილებს ჩამოიყვანს, მე ისევ წავალ სოფელში, ვესტუმრები, ბაღს შემოვურბენ სუნსულით, იქნებ რამე კბილის გასაკრავიც ვიპოვო.

პ.ს. მერე რა, რომ ამას ბოლომდე არავინ  წაიკითხავს, მე ხომ დავწერე.

Advertisements

8 thoughts on “just, ყველაზე სოფლელი ბავშვი

  1. ძალიან მომინდა ეხლა ის ყველაფერი რასაც შენ აკეთებდი ბავშვობაში… : )) პირველი ფოტო არის უსაყვარლესი ❤

  2. ბავშობა და სოფელი გამახსენდა:) ესეიგი შენ პოსტებს რომ ვკითხულობ სულ სადღაც სხვაგან ყოფნა მინდება:) რა ბედნიერებაა რომ მიჯაჭვული არ ვიყავით კომპიუტერებს, მაგრამ რათ გინდა ეხლა ისე ვართ მიჯაჭვულები არაფერი აღარ აგვბდღვნის:))))))

  3. ძალიან საყვარელი პოსტია , აი, ძალიან მომეწონა… აღფრთოვანებაში ვარ! რა კარგია ბავშვობა-თუნდაც ეგეთი… მე სოფელი არმქონია და არც ეგ საოცარი ცხოვრება გმაომიცდია შენ რომ აღწერ……..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s