დათხური, ანუ ხავიწი


სოფლის თავში დათხურს ეძახიან, ბოლოში ხავიწს.

თუშური საჭმელია,  წააგავს ფშავლების ხაჭო-ერბოს, რომელიც დამბალი ხაჭოსგან კეთდება, მაგრამ ისეთი საოცარი სურნელება არ აქვს. (მე არ მიჭამია დამბალი ხაჭო, უბრალოდ, გაგებული მაქვს რომ  არსებობს).

გვჭირდება:

  • დაბოყრინებული ხაჭო
  • ერბო
  • რამე რკინის ტაფა, რომელსაც ლითონის კოვზი და მერე სახეხი არ აშინებს (და საერთოდაც ოჯახში ერთი სფეშალ ტაფა უნდა იდოს ამისთვის)

როგორ მივიღოთ დაბოყრინებული ხაჭო?

გვჭირდება:

  • კარგი, მშრალი, ფაშარი, გლეხის გაკეთებული, მშრალი ხაჭო.
  • მარილი

ვურევთ მარილს და ხაჭოს, გემოვნებით, ვყრით ემალის ჯამში ან ქვაბში და ვაფარებთ მარლას, ვდგამთ სადმე არცისე ცივ და არცისე ცხელ ადგილას რამდენიმე დღე, სანამ ოდნავ, ვიმეორებ, ოდნავ(!) სუნი არ ექნება.

თუ დაბოყრინებული ხაჭო დიდხანს (1 კვირამდე) გვინდა შევინახოთ, გუნდები უნდა გავაკეთოთ.  იმერული ყველისმსგავსი ფორმის , პატარები, თეფშზე ოთხი ცალი რომ დაეტიოს, ისეთი, ვაფარებთ მარლას და მაცივარში ვდებთ.

მომზადების პროცესი

ვაცხელებთ ტაფას, ვყრით ხაჭოს, ვამატებთ ერბოს, ვურევთ-ვურევთ-ვსრესთ, სანამ მთელი ეს მასა არ გაიშლება, გათეთრდება, გათხელდება და გაწელვადდება.

მცირე შენიშვნა: თუ გაწყალდა, არ გაიწელა და საერთოდაც არაფრის გემო არ აქვს, ა) თქვენ ძალიან ცუდი ხაჭო შემოგაპარეს ბ) დაბოყრინება აკლია

კატეგორიული შენიშვნა: თუ მართლა გინდათ გემო გაიგოთ, ჭამეთ პირდაპირ ტაფიდან, ცხელ-ცხელი, შოთის პურის ყუით. თეფშზე გადმოღებული არის საცოდაობა. ჩანგლები არ დავინახო.

6 thoughts on “დათხური, ანუ ხავიწი

  1. დამბალხაჭო ბავშვობაში მაქვს გასინჯული და არ მომეწონა. დედაჩემი ამტკიცებს რას ამბობ მაგარიაო. უნდა გავსინჯო რა., როცა იქნება:))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s