მთ(ლ)იანი აჭარა (II)


დილა  ყავით და ქეთის შოკოლადიან-დარიჩინიანი კექსით დაიწყო, რომელიც პირში დნებოდა და ორი დღე ტარების მერეც კი გემრიელზე გემრიელი იყო. კექსის ხსენებაზე რაღაც გაფხოკილი დებილობა მახსენდებოდა ხოლმე, აწი კიდევ სულ ღორჯომის დილა ყავა და უკექსესი კექსი გამახსენდება.

მერე წავბოდიალდით და ფარფალინას თუ რაღაცის ხიდი ვნახეთ (ა ხო, ფუტუროსი ყოფილა). საქართველოში ყველა მსგავსი სტილის, ანუ მდინარეზე გადებული ამრგვალებული ხიდი ყველა თამარისა რატომაა, ხომ იცით ვინმემ?

ხულოელი კატა…

ეს კიდევ ხედია ხულდან. სალხები საბაგიროს გაყვნენ, მე ხულოში საბოდიალოდ წავედი.

მერე რომელიღაცა სოფელში მივედით და გზის პირას კვარცხლბეგზე შემოდგმული ტანკი დავინახეთ, იქვე სტალინის მადლობის წერილით.

შოდას რომ ვკითხე, მითხრა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელს ფული შეუგროვებია, ტანკი უყიდია და ტანკისტიც თან გაუყოლებია. ტანკისტმა იომა და მშვიდობით დაბრუნდა, ტანკი კიდევ ომის დამთავრების მერე სტალინმა სოფელში გამოგზავნა,  სუვენირად გექნებათო.

ზედმეტად გავერთე ტანკის გადაღებაში და გონს რომ მოვედი, დაძრული მარშუტკის კუდსღა მოვკარი თვალი. მოვდივარ და თან ხელებს ვიქნევ ქოთქოთით, აქ როგორ დამტოვეს თქო, თან ვფიქრობ სად დავჯდე რომ დაველოდო, ან იქნებ რამე მანქანამ გავაჩერო და გავყვე. არც ფული მაქვს თან, არც მობილური. ამასობაში უცებ წამოხტნენ იქვე მსხდარი კაცები და საკუთარი ვოლგა შემომთავაზეს.

ბერი ფიქრის და ლაი-ლაის დრო აღარ იყო, კარი გამოვაღე და ჩავხტი. თან სურათის გადაღებაც მოვასწარი. ამასობაში მარშუტკაში კაციშვილს არ ვახსოვდი და ჩემს მიერ გადაღებული ფოტოს ნახვა რომ არ მონდომებოდათ, ალბათ კიდევ კარგად მოუწევდა იმ ვოლგას ბოდიალი.

ვიღაცამ მითხრა, შენც კარგად გარისკე, რომ ჩაუჯექიო.  მე არ ვთვლი, რომ გავრისკე, პირიქით, მიჩვეული ვარ, რომ გაჭირვებულს სულ ვიღაც მიწვდის ხოლმე დახმარების ხელებს და სახლებს და მანქანებს და ჩაიყავებს. აი, თბილისში ზუსტად ვიცი, ფეხით წავიდოდი და მსგავსად არ გავყვებოდი არავის.

იმ დღეს მეორე კეთილი ადამიანიც ვნახე, ნინოს მობილური ჩაუვარდა ყინულივით ცივ წყალში  და დიდი წვალების მერე ვიღაც ბიჭი თავიდან ფეხებამდე დასველდა, რომ სადღაც დიდი ქვებისგან გაკეთებული გამოქვაბულიდან მობილური ამოეღო.

წყალი აი ამ ჩანჩქერიდან მოდიოდა, იქვე რესტორანი იყო და კიდევ იყვნენ ვიღაც ექსკურსანტები, ქუსლოჩკებით და “პრავიზიონკებით” რომ მიიბრძოდნენ სველ ქვებზე, ჩანჩქერის ფონზე სურათების გადასაღებად. ნეტა ოდესმე თუ მიხვდება მსგავსი ხალხი, რომ ექსკურსიაზე სამფენიანი მაკიაჟით და საღამოს კაბებით სიარული როგორც მინიმუმ, მოუხერხებელია.

კიდევ ეს ლამაზი ეკლესია ვნახეთ, სახელი არ მკითხოთ, სადღაც მაგ ტანკთან იყო ახლოს და მდინარეში ჩავარდნილ კლდეზე იყო ამოშენებული და მოკლედ, ორი წუთით გაჩერება ნამდვილად ღირდა.

მერე… მერე ვიარეთ-ვიარეთ და მივედით გიონიოში გონიოს ციხის სანახავად. მე არ მინახია, დამეზარა. პეტრას ციხეზე არც დავფიქრდებოდი, სუბიექტურად სენტიმენტალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პეტრა არ შედიოდა მარშუტში, ამიტომ ვიჯექი მარშუტკაში და ვმსჯელობდი, საით იყო ბათუმი და სარფი და საერთოდაც დედას გეფიცებით, მე მახსოვს რომ ჯერ სარფია, მერე ბათუმი, მერე გონიო და მერე ფოთი, იმიტომ რომ ადრე რომ ვიარე ზღვის სანაპიროზე რუგზაკებით, ზუუუუსტად ასეთი მარშუტი გვქონდა. ნუ მოკლედ….

მერემივედით სარფში და დავინახეთ ზღვა და ჩავყავით ფეხები და მივეცით ნეტარებას, იმხელას, რომ გადაღებაც კი დამავიწყდა

სარფში ადამიანური საზოგადოებრივი ტუალეტი არ იშოვებოდა! ან იშოვებოდა და ჩვენ ვერ ვიპოვეთ და უზეძალიანწუმპესში შევედით, თან სამნი ვიყავით და ფასდაკლება გვერგო, მთელი ერთი ლარი გადავიხადეთ. თან დაგვაიმედეს, “ამ დღეებში” გაიხსნება კარგი ტუალეტიო. კი, როგორ არა, ზეგე…. იქვე ვიღაცეები ლირებს იხდიდნენ.

შემდეგი გაჩერება ბათუმი იყო. ცნობისათვის, ბათუმის გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე თბილისის.

ბათუმზე როგორმე სხვა დროს დავწერ, მანამდე კი შხაპზე უნდა ვილაპარაკო.

იმ შხაპზე კი არა, დილით რომ გადაივლებ, გამოსაფხიზლებლად.

ან იმაზე, სახლში შემოსული აბაზანაში რომ შევარდები, მტვრის ჩამოსარეცხად.

ნწუს.

აი იმ შხაპზე უნდა ვილაპარაკო, მარშუტკაში ჯდომის, წვიმაში და ნისლში ბოდიალის, მტვრიან ოთახში წოლის, მთელი დღის ბოდიალის,  სამი დღე უშხაპობის მერე ქობულეთში რომ მიხვალ ოთახების საქირავებლად, გზაში გოგოები “ადგილებს და რიგებს” გაინაწილებენ, შენ არც რიგი მოგიწევს, არც აბაზანიანი ოთახი შეგხვდება, უჩუმრად შეეგუები იმას, რომ რამდენიმე საათი უნდა ილოდო და უცებ ვიღაც დაიძახებს, პირველ სართულზეც ყოფილა აბაზანაო, მოხვევ ხელს პირსახოცს, შენს ნივთებს, სირბილით ჩაქანდები დაბლა და სულსულსულპირველი იბანავებ.

მერე?

მერე არც არაფერი

დავიძინე

ისევე საკუთარ საძილე ტომარაში, სხვის ლოგინზე, სხვის სახლში, სხვის ცხოვრებაში რამოდენიმე საათით შეჭრილმა.

და მერე იყო ზღვა და პალიასტომი

მაგრამ ის მერე იყო

11 thoughts on “მთ(ლ)იანი აჭარა (II)

  1. თუ არ მოგწონთ და გაინტერესებთ სადაც მიდიხართ, რაღატომ მიდიხართ? ფოტოაპარატის საჩხაკუნოდ?

  2. აქ იყავი და არ გამაგებინე? ცოტა მეწყინას პონტია რა. მთავარ ადგილებიდან რამოდენიმე გამოგრჩა მაგრამ ყველაზე საინტერესო არ გინახავს მაინც…

    • უცებ დაიგეგმა და ჰოპ-ჰოპით გამოვიქეცი :შ მესამე ნაწილიც იქნება და იქნებ არ გამომრჩენია… )))

  3. […] პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s