ჭიქა ყავის ისტორია – შარო


ბავშვობაში,  ისე არ ვიძინებდით, ბებიას შაროს ისტორიას თუ არ მოვაყოლებდით.

შარო ლეკი იყო. ანუ დიდო. შეიძლება ეს ორი სხვადასხვა ერი/ეთნოსია, მაგრამ ჩემთვის დღემდე ერთიდაიგივეა.

შარო კოჭლი იყო, შვილი ყოლია და მოუკვდა, თვითონ კი, ავადმყოფი და დაკოჭლებული, ალვანში დადიოდა კარდაკარ. ჯერ სამუშაოდ, მერე და მერე, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, სამათხოვროდ. დაღრეცილი ფეხსაცმელი ეცვა, მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯოხით დადიოდა. მე მეშინოდა და გავრბოდი, ჩემი ოთხი წლით უმცროსი ძმა კი შაროს დანახვაზე, “ბებია, შარო მოვიდა, პური მივცეთო” გამორბოდა. ბებიაჩემიც, იმ მშიერ 90-იანებში მთლიან პურს გვაძლევდა ხოლმე, შაროსთვის მისაცემად.

სამადლოდ ცხოვრობდა გვერდით ქუჩაზე, ვიღაცის სახლის უკანა კედელზე მიშენებულ ფარდულში. შეშის ღუმელი ქონდა, ტახტი და მეტი არაფერი. ერთ დილას, ზამთარში, ლოგინიდან ჩამოვარდნილი და გაყინული იპოვეს. ეტყობა ცუდად გახდა, დასაძახებლად წამოდგა, მიშველეთო,მაგრამ წაიქცა და ადგომა ვეღარ შეძლო.

ეს ფოტო დიკლოში, მესაზღვრეების სახლის აივნიდანაა გადაღებული. იქ, შორს, თუ არ ვცდები, უკვე აღარაა საქართველო. იქ დაღესტანია, ლეკების და დიდოების საცხოვრებელი ადგილები, ის მხარე, საიდანაც შარო მოვიდა თუშეთში.

თუშები წასულების სადღეგრძელოს მერე აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს. ანუ იმ ადამიანების, ვისაც მომხსენიებელი არ დარჩა, შვილი, ნათესავი.

ხოდა, მოდი, სიმბოლურად, ეს ჭიქა ყავის ისტორია შაროსი იყოს.

Advertisements

12 thoughts on “ჭიქა ყავის ისტორია – შარო

  1. სევდიანი ისტორიაა. თუმცა, კარგია, შარო ხალხმა მაინც იცოდა ვინც იყო, ამათი უმრავლესობის ვინაობა კი საერთოდ არ იციან. ასეთი ნომრებიანი სასაფლაო ქუთაისშია: http://ermonia.blogspot.com/2007/04/unknown-graves.html

    • მაგათაც ეკუთვნით ხოლმე, ცოდვილა-უპატრონოებისა, არ აქვს მნიშვნელობა, ხალხს ახსოვს თუ არა. )) : (((

      • სწორედ მაგიტომ გავდივარ ხოლმე აღდგომის დღეებში მაგ სასაფლაოზე ჩემს მეგობართან ერთად.

  2. შარო.. მახსოვს ბავშვობიდან.. ეხლაც თვალწინ მიდგას… კიდე ფიჭვის კევს და რაღაც წვრილმანებს დაატარებდა კარდაკარ გასაყიდად…

    კიდე ხაჩო იყო, ისიც ლეკი ან დიდო.. სამუშაოდ დადიოდა ალვანში.. მახსოვს, როცა ჩვენს სახლში აკეთებდა რაღაცას, ბებიამ ქათამი მიაწოდა და თვითონ დაკლა. მერე ბებიამ გაუმზადა ის ქათამი.. სხვის დაკლულს არ ჭამსო, ბებიამ თქვა..

    70 წლების მერე აღარც მინახავს არცერთი…

    • როგორ გამახარე, რომ გახსოვს ❤ მე 90-იანებში ვხედავდი შაროს, უკვე ძალიან მოტეხილი და დაბერებული იყო, ვეღარც მუშაობდა

  3. ყველას გეშლებათ ეს მოხსენიებული ხალხი …….ნამდვილად გეუბნებით….მაგრამ მაინც კარგია ყველა თუშებს გვახსოვან……,,ვართანა–გოგლია– კახები იყვნენ, ხაჩო დაღესტნის დიდო იყო შარო კი ქურთი იყო დაკრძალვაზეც ვიყავი გორაზეა დასაფლავებული თავის დედის გვერდით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s