დიაგნოზი – პერწკლი


ხანდახან ისე მინდება, გავიხადო საკუთარი თავი,

როგორც ტანსაცმელი,

ბალახზე დავაგდო

და

უკანმოუხედავად გზა გავაგრძელო.

სადმე დავემალო საკუთარ თავს,

როგორც ბავშვობაში,

ძილის წინ ჰაერში რომ ვტივტივებდი-

კოსმოსში გამოკიდული უმცირესი ნაწილაკივით

და

მთელი დედამიწა მუჭში მეტეოდა.

მინდა რომ მივატოვო ის გოგო,

სარკიდან რომ მიყურებს

და

იმ მეს მივცე თავისუფლება, იმ გოგოში რომ ცხოვრობს, მე რომ ვარ ვითომ.

გავიხადო ჩემი ცხოვრება

პერანგივით.

დიდი ზურგჩანთასავით მოვიშორო თავიდან,

მწვერვალზე ასული ძირს რომ დააგდებ და

ფრენის შეგრძნებით ტკბები.

დავდივარ და დამდევს მელანქოლია, სულ თან დამდევს და იმ წამს ელოდება, როცა დამარტყამს, წამლეკავს და მოვიკუნტები, ტკივილის დასამალად. აგერ უკვე რამდენი წელია, მხრებით დავატარებ, თმებში შეყუჟულს, აღმა-დაღმა, კარ-და-კარ…

ვერ ვეგუები იმ კანს

რომელშიც დავიბადე…

Advertisements

2 thoughts on “დიაგნოზი – პერწკლი

  1. შენ ისეთი სხვანაირი ხარ,ისეთი რაღაცნაიად ამოუცნობი და თითქოს მისტიურიც,რომ…. ძალიან საჭიროა და აუცილებელი,რომ მაგ ქურქში იცხოვრო…… გიხდება……

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s