10 მავნე ჩვევა


იყო დრო, როცა ამ ბლოგზე პირადი პოსტები იწერებოდა, ყოველგვარი შელამაზებების, სახელების შეცვლის, აზრების შეფუთვის და ა.შ. გარეშე.

იყო დრო, როცა მთელი ჩემი ემოციები აქ იცლებოდა და ეს ძალიან კარგი იყო, მერე მე ვთავისუფლდებოდი და ახალი ემოციების შეგროვებას ვიწყებდი. ბოლო წელი მსგავსი აღაარაფერი დამიწერია, უბრალოდ, თავში მოსულ წვეტიან აზრებს ვაფიქსირებდი ხოლმე.

ამასწინათ მთელი ზაფხულის ემოციებმა ერთად მოიყარეს თავი და ისევ ემოციებიანი პოსტი შემომეწერა და უცებ ვიგრძენი, რა კაიფია ემოციების დაგროვება, ბევრის-ბევრის, და მერე როცა აღარ ეტევა გონებაში, გარეთ გამოშვება, აბლანდულ ნაწერებად.

მზიანი სახლის ტრენინგების მერე ძალიან ბერი რაღაც გავაცნობიერე და ბოლო ერთი წელია საკუთარ “მავნე თვისებებში” ვიქექები. მავნე რა… ჩემთვის მავნე, იმ გოგოსთვის, მე რომ ვიცნობ და არ მიყვარს.

  1. მძაფრი ემოციები და ამ ემოციების აყოლა. ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა. ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯი მაქვს ხოლმე, 5 წუთის მანძილზე შეიძლება ორივე მოვასწრო…  და ერთადერთი ადგილი სადაც უარყოფით ემოციებს ვაკონტროლებ, ლაშქრობისას გზების აბნევებია, იმიტომ რომ ამ დროს უბრალოდ, არ შეიძლება ემოციებს აყვე. აყვება ერთი, მერე მეორე, მესამე და ცუდი ემოციები კიდე გადამდებია, მითუმეტეს ნერვების დაჭიმულობის დროს.
  2. უნდოობა. ძნელად მიჩვევადობა, თუ რა ქვია ამას… სულ თავდაცვის პოზიციაში რომ ხარ…
  3. გამოთიშვები. ზიხართ სადღაც, სიტუაცია მხიარული, ყველა ჭუკჭუკებს,  ოთხი დიალოგი ერთად მიდის, საინტერესოა და უცებ ეს ყველაფერი ისე მწყინდება, ადამიანებისგან ისე ვიღლები, მინდა ავდგე, წავიდე სახლში, მოვიხვიო პლედი, მოვიდგა ჭიქა ყავა და რაიმე ფილმი ჩავირთო. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ დაინტერესებულ პიროვნებას ვეღარ ვთამაშობ. მარტოობის/საკუთარ თავთან დარჩენა 10 წუთით კი მშველის ხოლმე, მარა თუ არ დავრჩი.. აი იქ ვხდები ძალიან აუტანელი.
  4. ადამიანების დახარისხება: მცირეოდენი დაკვირვების მერე ვიღებ ადამიანებს, ვარგებ მოდელებს და მერე სხვანაირად რომ იქცევიან მიკვირს ხოლმე.
  5. სულ ვისუსნები. საბედნიეროდ 55 კილოს ზემოთ ძალიან დიდი ხანია არ ავსულვარ. (მადლობა დედას, მამას და კიდევ სხვა წინაპრებს)
  6. დილაობით მსოფლიო აუტანლობა მჭირს. თუმცა ეს მემგონი უფრო ფიზიოლოგიურ/ფსიქოლოგიურია ვიდრე ჩვევის ამბავი. დილაობით, ყავის დალევამდე, ჩემთან ადამიანური საუბარი ფაქტიურად შეუძლებელია, ვიღრინები, ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ, უბედურზე უბედური ვარ და ყავის პირველივე ყლუპის მერე ლამის ცოცხლად დავინახო როგორ იღებება სამყარო ფერადად. ყავამდე და ყავის მერე ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ.
  7. პირდაპირობა/გადაკრული ნათქვამების ვერგაგება. 16 წლიდან დღემდე ვებრძვი. თითქმის გავიმარჯვე პირველ ნაწილზე და მხოლოდ ხანდახანღა გამოვდივარ წონასწორობიდან და პირში ვახლი ადამიანებს იმას რასაც ვფიქრობ. გადაკრულ სიტყვებს და იმას რომ აკეთებ იმიტომ რომ ეს და ინტრიგები და მსგავსები ვერასოდეს მესმოდა/გამომდიოდა და ალბათ ისე მოვკვდები ვერ გამომივა. მთიელი ვარ ნამეტანი ეტყობა, ენივეიზ, ჩვევა თუ არაა, საშინლად მოუხერხებელი თვისება ნამდვილადაა.
  8. Socially awkward. ჰხო რა, სკილები არ მაქვს.
  9. სიმორცხვე. რომელიც სხვა თვისებებით ინიღბება და ხალხი რაღაც საოცრებებს ასკვნის ხოლმე.
  10. საერთოდ რომ ვარსებობ, ეგეც მავნეობა მგონია ხანდახან, ნუ, მხოლოდ ხანდახან, იმიტომ რომ საერთოდაც ძალიან საყვარელი ვარ, როცა მოვშინაურდები.

დადებითებზე… ამაზეც უნდა დავწერო, ანუ იმაზე, რა მიიოლებს იმას, რაცას ეს სირთულეები ქმნიან

Advertisements

14 thoughts on “10 მავნე ჩვევა

  1. ლაშქრობისას ნამდვილად აკონტროლებ ემოციებს 🙂 მახსოვს, აჭარაში რომ დაგვრჩი და დაგვეწიე 🙂 ისე მშვიდად ამოსკუპდი მერე მარშუტკაში, შემშურდა შენი სიმშვიდის 🙂 მე ალბათ ჩავპანიკდებოდი :დ :დ

  2. ძაან მინდა მადლობა გადაგიხადო))
    დიდი მადლობა ყველაფრისთვის<3

    შენ რომ არა,არ დავშორდებოდი ჩემ ექს,

    შენ რომ არა, არ გავიცნობდი ადამიანს,რომელსაც ძაან ვუყვარვარ და მიყვარს, რომელთანაც , ყოველდღე ყველაზე ბედნიერი ვარ)

    შენ რომ არა, მე ვერასოდეს ავიხდენდი ჩემი ბავშვობის ოცნებას,რომელიც ცვლის ჩემს ცხოვრებას 180 გრადუსით უკეთესობისკენ ))

    შენ იყავი მთავარი რგოლი ჩემი წარმატებების ჯაჭვში) მადლობა დიდი ! ))

  3. […] რაც მზიან სახლში გავაკეთე, ჩემს “ცუდ ჩვევებზე” დავფიქრდი პირველად და ვაღიარე, რომ ხო, […]

  4. მზიანი სახლი – ადრე მათ ტრეინინგებზე ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ძალიან კარგი ტრენერები ყავდათ.
    ეჰ მავნე ჩვევები:) ყველას გვაქვს, რა მოხდა. თუ სურვილია გამოსწორება შეიძლება 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s