ჯავახეთი- მოლოდინები


ზეგ ჯავახეთში მივდივარ, სარო უნდა ვნახო, და კიდევ ოქროსფერლოდებიანი ტრამალები.

ხოდა, არასოდეს არ ვყოფილვარ ჯავახეთში, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ იშოვება ძალიან ბევრი კარტოფილი, აქ მოსახვედრად ბორჯომი უნდა გაიარო, ძალიან ბევრი და ფერადი ლოდი ყრია გზადაგზა… სულ ესაა. ხო, მესხური პური მაქვს ნაჭამი და მესხური სახლის ჭერი, ნანახი, ისიც რაბათში.

ჩემი წარმოდგენები მაქვს ჯავახეთზე, სურათების მიხედვით შექმნილი, და მესხებმა ეს რომ წაიკითხონ, ალბათ ბოხი ხმით დამცინებენ, მარა აი მომკალი და სურათების მიხედვით ასეთია, უფრო სწორად, მე მგონია, რომ ასეთი უნდა იყოს.

ხოდა

მგონია, რომ   ჯავახეთში სულ ქარი ქრის, დაზუზუნობს გაშლილ ველებზე, სადაც ჰორიზონტზე, საითაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ უზარმაზარი სივრცე ჩანს, სულ სუსხია და  გამყინვარება. და სიჩუმეა, ჯავახეთი დუმს და ამ უსასრულო სიჩუმეში მხოლოდ ქარის ზუზუნი ისმის და კიდევ კენჭების დავარდნის ხმაური, დრო-და-დრო ლოდებიდან ჩამოცვენილების.

 

კიდევ მგონია, რომ ჯავახეთი პირქუშია, მკაცრი და დარდიანი, აი, პირგამეხებული მოხუცი ბაბუები რომ სხედან ხოლმე ჯოხზე ჩამოყრდნობილები, სახლის წინ,  ორღობეებში, საღამო ხანს.

 

კიდევ მგონია, რომ მანდ მწყემსები უნდა დადიოდნენ, ძროხები უნდა ყავდეთ, მოწითალო ფერის (სხვანაირები პეიზაჟებს არ მოუხდება) და მე რომ წავალ, ბევრი ასეთი ნახირი შემომხვდება, კომბლიანი მწყემსებით.

 

კიდევ მგონია, რომ ჯავახეთში აღარავინ ცხოვრობს, რომ მთელი ეს პირქუში სოფლები მიტოვებულია, რომ ხალხი დიდი ხანია აიყარა და თბილ მხარეებში გადასახლდა, იქ, სადაც ზამთარში სახლიდან გარეთ გასულს ყინვისნემსებიანი ქარი არ გცემს სახეში.

 

და ეს ლოდები, გულისგამაწვრილებელი ლოდები, სულსულსულსულსულ, ხვინჭასავით ძირს დაყრილი, თითქოს მთელი ჯავახეთი ერთი დიდი ნანგრევებია, რაღაცის, დიდის და გრანდიოზულის, იმის, რაზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს და გვგონია, რომ ჯავახეთი ისაა, რასაც ახლა ვხედავთ.

 

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ვბოდავ რაღაცას :დ

შაბათს წავალ, ჩემი თვალით უნდა ვნახო ჯავახეთი და საკუთრ თავს თვითონ დავცინო, სულ რაღაცეებს როგორ უნდა იგონებდეს ფოტოებზე ნანახების მიხედვით.

Advertisements

3 thoughts on “ჯავახეთი- მოლოდინები

  1. საროს გარდა საინტერესოა ფარავანის და საღამოს ტბები, საერთოდ ტბების მხრივ ჯავახეთი რეკორდსმენია, კიდე ხიზაბავრაშია ბევრი სანახავი, თოკია ლამაზი სოფელი, პატარა აბულის ფერდზე კი მისტიკური აბულის ციხეა, მანდვეა შაორის ციხეც…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s