ღამის მთეველი


რა აზრი აქვს დაძინებას თქო, კი გავიფიქრე და არც დამიძინია, სანამ პერშკები ვაცხე და მაღაზიაში ვიბოდიალე პაშტეტებზე, სანამ ჩავბრგდი/ამოვბარდი/თავიდან ჩავბარგდი, სანამ ისა, სანამ ესა… კი გახდა 2 საათი და აზრი?

გუშინ 5 საათი მეძინა, იმის წინაც. ყურები მაქვს დაგუბებული, გული აჩქარებული (ნეტა მერამდენე ჭიქა ყავაა) და გარინდებული ვარ, ზომბივით.

ნეტა რა უნდა ვნახო ხვალ, სავარაუდოდ გზაში რომ გავითიშები, მთელი დღე გათიშული ვივლი, ალაგ-ალაგ გამოღვიძებებით, შემცივნებებით და ბუზღუნობებით. ერთ-ორ კადრს გადავიღებ და თბილ ლოგინს ვინატრებ, ეჭვი მაქვს.

მიმაქვს ბევრი მაიკა, ჟაკეტი, მეორე ჟაკეტი, დუტის კურტკა, თხელი კურტკა და კიდევ ადიალა, სპალნიკზე გადასაფარებლად.

ჩემს ძმას ძინავს,ახლა 3:40-ია, 4:20-ზე გავაღვიძებ და გამიყვანს კოლმეურნეობაზე. გარეთ კიდევ ღამეა, სად უნდა ვიბოდიალოთ ამ ღამეში…
კიდევ კარგი, ეს გამიყვანს,თორემ ახლა ტაქსებთან რეკვაში უნდა ვყოფილიყავი.

ზაფხულში არაა პრობლემა დილის 5-ზე გასვლა, მარა ახლა… მაბარძგვალებს იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გარეთ უნდა გავიდე, თან თითი მტკივა ბეჭდვისას, ფრჩხილი ცუდად მოვიჭერი და კიდევ უფრო ვიბოღმები და ვიფხორები, სიროკი რომ მაქვს შესაჭმელი, ეგეც კი არ მიხარია.

გულწრფელად მაინტერესებს დღეში 6 სოფელს/ნანგრევს/ეკლესიას/ძეგლს რომ მოივლი, რა უნდა დაგამახსოვრდეს? თუ არ ჩამოჯექი, დიდხანს არ უყურე და არ გაისიგრძეგანე, მერე იმაზე არ იფიქრე, ვინ ააშენა, რატომ ააშენა, ვინ ცხოვრობდა, როგორ, რანაირად, რა უხაროდა და რა წყინდა, მერე ერთი-ორი საკუთარი მოგონება არ დაიტოვე, რა აზრი აქვს აბა? მასე ხომ სურთებზეც ნახავ, ტაკოს სკამიდან აუწევლად.

სლხინო, დადიანების სასახლე, მეც ვნახე და იმ ჯგუფმაც, მერე რომ მომაკითხეს. იმათ რა დაამახსოვრდათ?- “რაღაც ბაღი”, ალბათ, და ერთი-ორი ლამაზი ფოტო. მე რა დამამახსოვრდა? ის, როგორ მოვიწყე პიკნიკი ბალახზე იმ ხეივანში, მზე მიჭყუტუნებდა და მე ლორიანი სენდვიჩი მქონდა, კიდევ ბროწეული და ცივი ყავა. ის, რომ იქ ძალიან ლამაზი ცხენები ყავთ, დედა, მამა და შვილი კვიცი და კიდევ მგონი დედის გარებიძაშვილი ცხენი. რომ ძალიან საყვარელი სასულიერო პირები არიან იქ. გადაღებას რომ მოვრჩი, ეკლესიისკენ წავედი.  წელზე მოსახვევი მიაწოდეო გავიგე, პატარა ბიჭი გამოიქცა, ეკლესიაში შევარდა და კარში შემომაგება. მერე სანთელი მაჩუქეს და მარტო დამტოვეს, ჩემთვის. და ეკლესიაში თაფლის სუნი არ იდგა, როგორც ჯავახეთშია, მაგრამ მაინც კარგი იყო. კიდევ მტრედები ყავთ იქ და მორჩილი აჭმევს და ისინიც ფეხებთან უჯდებიან და კენკავენ საკენკებს. სკამზე დაძინებაც შეიძლება, არავინ არ მოვა და არ გეტყვის რამეს და მეც დავწექი და ცოტა მეძინა, თვალები რომ გავახილე თავზე დიდი ხეები დამყურებდა, ფოთლებში მზეგარეული.

ხოდა, აი ასეთი მოგონებები რომ არა, სალხინოში დადიანების სასახლე ჩემთვის უბრალოდ, მორიგი მოპწიჩკული პუნქტი იქნებოდა, სათქმელად რომ გაქვს “მე აქ ვიყავი”, აი ზუგდიდში რომ შევიარე იმ მოსასახლო ელემენტში და წამოვედი, არაფერი განსაკუთრებული, ბაღი და ოთხი კედელი… რატომ? იმიტომ, რომ იქ მე ჩემი მოგონებები არ ამიგროვებია და ვერც მისი მოგონებების გაცნობა მოვასწარი.

 

 

Advertisements

One thought on “ღამის მთეველი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s