მკითხველებს


რამოდენიმე ადამიანმა მითხრა უკვე, რომ ჩემს ბლოგს კითხულობს. არადა იმწუთას გავიცანი. და უხერხულად შევიშმუშნე-იმან იმდენი რამე იცოდა ჩემზე და მე არაფერი. თან გამიხარდა.

 

სულ მაინტერესებს ხოლმე, ამსიგრძე პოსტებს რომ კითხულობენ, რა აზრები უჩნდებათ, ან თუ უჩნდებათ, არადა, იმ ადამიანებიდან, ვინც კითხულობს, თითქმის არავინ არ აკომენტარებს, არადა საუბრებში წამოცდებათ ხოლმე რაღაცეები, ისეთი, რომ ზუსტად ვიცი, მე არ მითქვამს არსად, თუმცა აქ დავწერე.

 

მომენტ, მე ვის არდაკომენტარებაზე ვიძახი, ისე დავბოდიალობ ამოჩემებულ ბლოგებზე, ხმასაც არ ვიღებ, ჩემთვის, ჩუმად ვკითხულობ და გავდივარ.

 

ოთხი წლის წინ, წერა რომ დავიწყე,  მინდოდა რომ ონლაინ დღიური დამეწერა, წლების მერე გადასაკითხად, პახოდების ამბები დამეწერა, იმიტომ რომ მავიწყდება ხოლმე ამბები მალე, ასე კიდევ შემოვიდოდი, გადავიკითხავდი და გავიხსენებდი. დიდად არც აუდიტორიაზე ვნაღვლობდი, არც იმაზე, რომ შეცდომებით, ბარბარიზმებით და ალაგ-ალაგ ჟარგონებით ვწერდი. აი მინდოდა და ჭიას ვახარებდი, ადამიანებზეც თავისუფლად ვწერდი ჩემს აზრს.

 

ახლა… ახლა ვეღარ ვწერ. სახელებით და გვარებით არც ადრე ვწერდი, მაგრამ ახლა იმის შანსები, რომ ადრესატები ამას გადააწყდებიან, ან თავს ვიკავებ, ან ისე ვწერ, რომ მწვადი და შამფური არ დავწვა, არადა, რა სიამოვნებით დავწერდი იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი არსად წაყვანის ღირსი არაა. მარა მერე იმ ოცი კაციდან ნებისმიერი შეიძლება შემოვიდეს (ფრენდებში მყვანან) წაიკითხოს და საკუთარ თავზე მიიღოს და ერთი-ორჯერ პიემშიც კარგად გამოიწიეს საქმის სარჩევად, არადა სულ სხვებზე ვწერდი…

ხოდა… ძალიან საყვარლები ხართ ვინც ხართ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ვინ ხართ და როგორები ხართ ხოლმე, იმიტომ რომ აი ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემის ბიძაშვილი ჩემს ბლოგს იპოვნიდა, წაიკითხავდა და მერე ოდესმე სადმე მეტყოდა რამეს ბლოგის შესახებ. შოკი მივიღე არ ერქვა, გამოვშტერდი.

 

ჩემი ონლაინ დღიური ცოტა სხვა რამედ გადაიქცა ნელ-ნელა, მობოდიალე ცხოვრების პროპაგანდა უფროა ეს უკვე, ვიდრე ის მყუდრო, თინეიჯერული მოდეპრესიო მოდღიურო რაღაც, დიდი ხნის წინ რომ იყო, ახლა გადაკითხვისაც რომ მრცხვენია (უჟას, უჟას, ნუთუ ამეებს მე ვწერდი) და იმედია, ოდესმე აქ იმ ამბებსაც დავწერ, რაც გუშინწინ ვინატრე, სვეტიცხოველში რომ ვიყავით.

პ.ს. ყველაზე კარგი რამე ბლოგის შესახებ მაინც ის არის, რომ ჩემი მოგონებების სკივრია და წვეტიანი აზრების დასაფრქვეველი და თუ რამე ისეთს წაიკითხავთ, არ გამიმხილოთ, რომ ჩემს ბზიკებზე იცით, მერე მე მრცხვენია ხოლმე და ვიბნევი, იმიტომ რომ როგორი სხვანაირი და წითელთმიანიც არ უნდა ვჩანდე, ერთი მორცხვი გოგო ვარ.

 

პ.პ.ს. და ყველაზე ძალიან ის მიხარია ხოლმე, ვინმეს ჩემი პოსტის წაკითხვის მერე სადმე წაბოდიალება თუ უნდება. და სიხარულით წავიყვანდი ყველას მთელი საქართველოს მოსაბოდიალებლად, რომ შემეძლოს.

Advertisements

6 thoughts on “მკითხველებს

  1. ერთადერთი ბლოგია რომელსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,იმიტომ კიარა რომ ჭორიკანა ვარ და ყველაერი გავიგო (საინტერესოა) ჩემი აზრით ძაან ბევრს ეხმარება ისეთი ადგილების გაცნობაში რომელიც არ უნახავთ.ჩემთვის ასეა. არასოდეს არსად დავდიოდი.ყველას ეზარებოდა ჩემი სადმე წავანა(მგზავრობის გამო)შენი ჩანაწერები ძაან მიყვარს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s