პერწკლი – ზოდიაქო- კირჩხიბი


“კირჩხიბის ტვინი საინტერესოდ არის მოწყობილი . . .

თითქოს ტვინის მაგივრად დიდი არქივი ჰქონდეს თან ყველაფერი დალაგებული ანბანის და თარიღების მიხედვით

ყველაფერს შიგნით ინახავს და საჭირო მომენტში საჭირო უჯრას ხსნის . . .

მეტი არაა ჩემი მტერი, ჩემს თავში და მოგონებებში სრული ალიაქოთია, ცოტა ეს ბლოგი ვარცხნის ხოლმე.

 თუ ვინმეს განაწყენებას უნდა ერიდოთ, ერთერთი ამ სიაში კირჩხიბია. მაგრამ ამ ადამიანებს ისეთი სათუთი ფსიქიკა და “ბუტია” ხასიათი აქვთ, სულ რომ ფეხის წვერებზე იცუნცულოთ მათ წინ, მაინც შეიძლება გული მოივიდეთ რამეზე. აი წყენას კი კიბო, დიდხანს, ძალიან დიდხანს, შეიძლება ითქვას საშვილიშვილოდ შეინახავს გულში და თუ დრო და მომენტი მიეცა ოსტატურად ჩაგავლებთ თავის შურისმაძიებელ საცეცებს.

რა სისულელეა, ერთადერთი საშვილიშვილოდ დამახსოვრებული წყენა მაქვს, ნუ, იდეაში ვაპატიე მაგრამ ყოველთვის გავუხსენებ და მზად ვარ ტაფაც კი ჩავცხო ყოველ გახსენებაზე, მარაშურისძიება… ნწ, ღირსი არაა მაგხელა ემოცია და ენერგია ვხარჯო.

კირჩხიბი სხვა მხრივ არის “სევდიანი”, უფრო სევდიანსაც ვერ დაარქმევ ადვილად წყინს ყველაფერი და ითრგუნება.

უი ეს მართალია, ისეთი ნაზი ვარ როგორც ქარიშხალში მოყოლილი ია, ერთ გადაკრულ სიტყვაზე ვზივარ ხოლმე და ვნერვიულობ და განვიცდი და ცრემლებს ვყლაპავ და მერე თავს ვირწმუნებ რომ ნუ მთლად ეგრეც არაა ბლაბლაბლაბლაბლა.

დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკუთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი.

ინტუიცია სწორია (ხომ ვიძახდი რა მინდა იმ სამარგალოში თქო). აუტანლად მორცხვიც ვარ მარა ამისა ჩემს გარდა არავის არ ჯერა და კიდევ ხო, ჩემი თუშეთი მიყვარს, ჩემი ტრადიციები, თუშური. ასეთი სენტიმენტალური ვარ და ბებიას მოყოლილი ისტორიებიც სულ ზეპირად ვიცი. და სახალხოდ ოიოი როგორ მრცხვენია როცა ვინმე რამე ემოციაში გამომიჭერს, მზად ვარ მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად ორგვარი ტიპისანი არიან: პირველს განეკუთვნებიან ლამაზი, მრგვალთვალება, პირმომღიმარე და ბავშვური გამომეტყველების ადამიანები.

მეორე ტიპი უფრო ხშირად გვხვდება და რამდენადმე სპეციფიურია, მათთვის გამოკვეთილი წარბებზედა არე, მაღალი ყვრიმლები, წინ წამოწეული ქვედა ყბა და უსწორმასწორო კბილებია დამახასიათებელი.

ლამაზი ვარ თქო ვერ დავიჩემებ, ბავშვური ხარო ხანდახან მეუბნებიან ხოლმე, თუმცა ყვრილამების უქონლობას არ ვუჩივი, თუმცა ქვედა ყბა საბედნიეროდ ადგილზე მაქვს, მოკლედ ისა…. აქ ცოტა გაუგებარია : )))

კიბოებს არაჩვეულებრივად მეტყველი სახე აქვთ, რომელიც მრავალგვარ განწყობას ირეკლავს ერთბაშად

სდიახთ, ეს ჩემი აქილევსის ქუსლია, თუ კარგად დამაკვირდებით, ყველაფერი ზედ მაწერია.  განსაკუთრებით წარბები დახტიან ხოლმე ზემოთ-ქვემოთ და წამში 203129038 მიმიკა მაქვს და არ მომწონს, ძალიან მინდა სხვებივით მშვიდი სახე მქონდეს, მაგრამ რაც თავი მახსოვს ასეთი მოუსვენარი სახე/ემოციები მაქვს.

საჭმლის თუნდაც ნარჩენების გადაყრა კიბოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. საერთოდ საკვებზე და მშივრებზე საუბარი განწყობას ძალიან უფუჭებთ.

იმდღეს ორი ლარის ლიმონი ვიყიდე, რომელსაც არ ვჭამ, კიდევ იმის წინ ვაგზალზ მათხოვარმა ბავშვმა, მშიერი ვარ ფული მომეო, ფული ვერა და საჭმელს გიყიდი თქო და წამომყვა, ვუყიდე რაც უნდოდა. მზაფრავს იმის წარმოდგენა რომ ვინმეს სადმე შია და კიბორჩხლობის ბრალია ახლა ეს ვითომ?

კიბო ქალები უკიდურესად ემოციურები და წყენიები არიან. გახსოვდეთ, არ შეიძლება მისი დაცინვა და უტაქტოდ გაკრიტიკება.

მე მეგონა ეს ყველა ადამიანს ეხებოდა მარა კაი, მარტო კიბოების გაკრიტიკებისგან უნდა შეიკავოს თავი სრულიად კაცობრიობამ, ჩვენ ხომ ისეთი ნაზები და სათუთები ვართ, მეტი არაა ჩემი მტერი.

კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.

ეს მართალია. მარა აქ ის არ წერია, ელვის სისწრაფით რომ გვეცვლება ემოციები. წაიღეთ მომაშორეთ, დავიღალე : დ

ორივე სქესის კირჩხიბები, აღმერთებენ სახლს და ოჯახურ გარემოს.

უჰუმ, ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე.

კარგად გავერთე, მაგრამ ოდესმე მეორე ცხოვრებაში სხვა ზოდიაქოთი უნდა დავიბადო, წავალ ავარჩევ რომელი მინდა.

პ.ს. არადა რომ შემხედავ ერთი რკინის ლედი ვარ, ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებიან როცა შემხედავენ ხოლმე და მომენტ ვარ, როცა მჭირდება :დ

Advertisements

2 thoughts on “პერწკლი – ზოდიაქო- კირჩხიბი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s