სამცხე – ჯავახეთი, სარო


დილის ხუთ საათზე გავედით, ანუ ღამე გავათენე. დილის ხუთზე ადგომა უფრო მეზიზღება თუ ღამის გათევა, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. არასოდეს აღარსად აღარ წავალ ასე, ღამენათევი ან დილის ხუთზე ანადგომი მაშინ, როცა ცივა. თან ღამის ორამდე პერაშკები ვაცხე, რატომ არ დამეზარა, წარმოდგენა არ მაქვს.

ბოლო დღეს მაკას ჯიპი და ჯიპში წინა ადგილი გამოჩნდა (მადლობა მაკას) და სასწრაფოდ დავიკავე, ჩავჯექი და… დავიძინე. ციოდა, ძალიან ციოდა, ჩემს სალაშქრო ბათინკებში, თოვლში რომ ფეხი არ გამყინვია, ახლა შემცივდა. ვისაც რამე ქონდა, ყველამ რაღაც მომცა, დავიფარე, მივიფარე, მოვიფარე, ცხვირი ჩავყავი და ჩავთვლიმე. ჩემს უკან მჯდომმა ბიჭმა, ვიწროდ ვზივარო და სკამი მიმაწევინა წინ და მეც ქვემოთ ვეღარ ვიწეოდი, თან ღვედი მეკეთა და ის მავიწროვებდა და მოკლედ, დამჯდარს და კისერმოღუნულად მეძინა/მეღვიძა. თან გულწრფელდ მიხაროდა, რომ მარშუტკაში არ ვიჯექი, იქ ასე ვერ ჩავთბებოდი. ალაგ-ალაგ მზე გამოდიოდა, ან მანქანა ჩერდებოდა სადმე და მზეზე ჩამთბარი ვნეტარებდი უღვედოდ, სანამ იქ ბავშვები სურათებს იღებდნენ, პოზიორობდნენ და ა.შ.

ბუნდოვნად მახსოვს, როგორ გავაჩერებინე მაკას ერთხელ გზაზე, მერე მგონი რაღაც ტბები ვნახეთ და  გადავუღე კიდეც, მერე ესენი სადღაც ჩერდებოდნენ, დაბოდიალობდნენ, ცხელი ყავაც დავლიე მახსოვს და ჩემი მწვანე პლედი ამოვქექე ჩანთიდან. დანიურში ვიყიდე ეს პლედი ათ ლარდ, უმსუბუქესია, უპატარავესი და უთბილესი. გადავიფარე და ძილბურანში ბუნდოვნად მესმოდა, როგორ ხალისობდნენ ჩემზე, მაგრამ ისე მეძინებოდა, პასუხის გაცემის თავიც კი არ მქონდა. გზიდან დამამახსოვრდა ის, რომ ყველგან იყო ძროხები, ყველაფერი ყარდა და ყველგან ნაკელი იყო.

ამ სურათზეც კი ყინავს

მერე გვანცა ისე უბედურად იჯდა უკან და ისეთი სახე ქონდა, რომ ადგილი გავუცვალე, იმ პირობით რომ შუაში დამსვამდნენ, მაკას მანქანას გვერდებზე ქანდარები აქვს და ქანდარაზე ჯდომისას ძალიან მტკივდება წელი, სვანეთის კოშმარად მახსოვს, ძლივს ვიჯექი, გაძლებაზე.  თავიდან საშინელი დისკომფორტი ვიგრძენი გაჭყლეტილმა, აქედან 80 კილო მაწვებოდა, იქიდანაც დაახლოებით მაგდენივე მემგონი, მაგრამ მერე და მერე დავამუღამე, ცოტა გვერდულად დავჯექი, ფეხიც გავშალე, ნახევრად წამოვწექი, კარგად მოვკალათდი და ისევ ძილი გავაგრძელე.

სულ ეს იყო პირველი დღე, სულ სადღაც მივდიოდით, მე სულ მეძინებოდა და მთვლემდა, ყურებში მუსიკა მქონდა და ალაგ-ალაგ ვიღვიძებდი სურათების გადასაღებად. სამსარიდან თბილი მზე, ოქროსფერ, გამხმარბლახებიანი გორაკები და ბევრი-ბევრი სომეხი დამამახსოვრდა, რომლებსაც ჩვენი დანახვა მაინცადამაინც არ უხაროდათ და ეჭვის თვალით ვგიყურებდნენ, აქ რა დაგეკარგათ, მართლა სამსარის სანახავად ამოხვედითო? ერთმა კინაღამ შეცდომითი გზა გვასწავლა, თანასოფლელმა გაწია და კარგად აგვიხსნა.

გზაში ეს პატარა ეკლესია ვნახეთ, რა და ვინაა, არ ვიცი.

ადგილობრივები. რუსულად ვკითხეთ გამოქვებულები საითააო, “პიშჩერა” ვერ გაიგეს, არადა რამენაირად ხო უნდა გაგვეგებინებინა და “დირკები” თქო ვუთხარი და მთელი ის დღე და მეორე დღე სალაპარაკო და საღადაო მასალა მიეცა ჰხალხს. მე როგორც ყოველთვის, ვერ მოვტვინე, რომ რაღაც სასაცილოს ვამბობდი.

აქ აბულის მთა ჩანს. სამსარას “დირკებით” დიდად ვერ მოვიხიბლე და ამ ხედით ვიმშვიდებდი თავს.

ესეც ჩვენი ჯიპი და სამხარა და ქურციკა. სადღაც აქ მაკაც უნდა იყოს, მე სამსარის გამოქვებულებისკენ ვარ აფოფხებული, ნაკელის სუნად ყარდა იქაურობა და ცხვირიც კი არ შემიყვია, შემეშინდა.

მერე მარშუტკის მგზავრებიც მოვიდნენ, შტერი მარშუტკა გვყავდა, ყველა კენჭზე ინაზებოდა, მე აქ არ/ვერ გადავივლიო და ფეხით მოუწიათ ბევრი სიარული, და მოვიდნენ და დახვდათ ეს ქარქატა ქვაბულები და გადაირივნენ და გადმოირივნენ. მშივრები, მწყურვალები, ცაცკლები.

უკანა გზაზე ბევრი არწივები ვნახეთ, ეს განსაკუთრებით ახლოს და მშვიდად იჯდა. ამდენი არწივი და ასე ახლოს მარტო ვაშლოვანში მყვს ნანახი. ცაში ირაოსაც აკეთებდნენ, მაგრამ ეგ ვერ დავაფიქსირე და გული დამწყდა. ეს კონკრეტული სამხარაძის არწივია.

მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა, მეძინასავით და მერე იყო სარო. სანამ ხალხი ეკლესიასთან პოზიორობდა, მე სულსულსულ კიდეში წავედი, საიდანაც მთელი სარო ხელისგულზე ჩანს, ჩამოვჯექი ლოდზე და ჩავფიქრდი. არ ვიცი, ზუსტად რამდენი ხანი ვიჯექი, მშვიდი და მზეზე გამთბარი, სრულ სიჩუმეში.

მერე… ისევ მეძინა, დიდხანს და მოუსვენრად, ხცისამდე. ხცისში დაგვხვდა ქეთის სახლი, ლოგინები, ადიალები და კიდევ სიცივე. ბავშვები მწვადს წვავდნენ, ანუ ჯერ ცეცხლი აანთეს. სანამ ცეცხლი იყო, კარგი იყო, მერე წავედი და დავწექი. ძალიან გემრიელად მეძინა მთელი ღამე, დანიურში ნაყიდმა ა პლედმა გაამართლა, ცხოვრებაში პირველად, სიცივეში, ჩემს სპალნიკში ჩაწოლილს დილის 6-სკენ არ შემამცივნა. დილისკენ ისეთი ხმაურ-გრუხუნით წამოიშალნენ დანარჩენები, რომ მეც გამეღვიძა, დაველოდე სანამ ყველა წავიდოდა და ისე ავდექი. დილის ყავა დავლიე, ხიდან ჩამოცვენილი კაკალი მივაყოლე, მუსიკას მოვუსმინე, მოვიწყინე, ძალით გავიღიმე და როგორც იქნა დავიძარით.

ძამას ხეობა… ნასინგ სფეშალ, ბორჯომის ჯობია. მომენტ, მომლოცველების სამოთხეა. not for me, anyway.

იყო ბევრი მონასტრები, ხან ერთში შევდიოდით, ხან მეორეში, ხან მეშვიდეში, მაგრამ ის სიმშვიდე, რაც მე მინდა ხოლმე ეკლესიებისგან, არსად არ დამხვედრია. ან სად დამხვდებოდა, ისეთ ფეთიანებივით დავქროდით, საწყალს შეეშინდა და გაიპარა ალბათ.

ხოდა ერთგან ჩამოვედი მანქანიდან, წყლის პირას ჩამოვჯექი და ჩემი ჭია გავახარე, ფოტოაპარატი გავაწვალე და მორბენალი წყალი გადავიღე.  გზაზე ბევრი მანქანა დადიოდა, თან ან სამხედროები, ან ბერები, მეტი არავინ. ანაფორა/ფორმა/ანაფორა/ფორმა და გაკვირვებული სახეები, შვილო აქ რა დაგკარგვია მარტოსო, თან ჯინსზე ბოლოკაბა მეცვა და საოცარი სანახაობა ვიყავი, აჭრელებული, სალაშქრო ბათინკები, ჯინსი, ზედ კაბა, მწვანე მაიკა და წითელი თმები.

იქვე ორი ციხე იყო, ერთ-ერთზე ავფოფხდი (კინაღამ ჩამოვვარდი გზადაგზა, ფეხი დამიცურდა ლოდზე)

ამასობაში მარშუტკა მოფოფხავდა-მოფოფხავდა, ჩვენმგონი ქარელში გავჩერდით, ყავა გავიკეთეთ, ვიჯექი სკვერში სკამზე, პლედმოხვეული, ცხელი ყავით ხელში და მიხაროდა ცხოვრება. ბავშვებმა, არ დაგველოდოთო და სვეტიცხოველში მივედით.
ეს ბავშვიც იქ ვნახე.

მერე დაკეტეს სვეტიცხოველი და გამოგვრეკეს, და მე ტრადიციულად გავიფიქრე, რომ ეკლესიები არ უნდა იკეტებოდნენ.

წელს პირველი გასვლა იყო, საიდანაც 12-მდე მოვედი სახლში და თან არც კი დავიღალე. სახლამდე მაღაზიაშ იშევედი, ხაჭო მინდოდა და მერამდენედ ვეგონე ვიღაცეებს უცხოელი და “ვაი ამის პატრონს, რა დაკარგვია აქ” მოვისმინე. ქართულად რომ ვიკითხე რაღაც, მერე მე ვიხალისე იმათ სახეებზე, მაგრამ მაინც საწყენია ასე რომ “ხვდებიან უცხოელებს”.

Advertisements

3 thoughts on “სამცხე – ჯავახეთი, სარო

  1. […] ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს. […]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s