მცივა!


მცივა დილით, ლოგინიდან ადგომისას, მაშინვე უზარმაზარ ხალათში ვეხვევი, მაგრამ მაინც. მერე იმ ხალათის გახდა და ცივი ტანსაცმლის ჩაცმაა მთელი სატანჯველი.

მცივა მარშუტკის გაჩერებამდე, სამსახურში მისვლამდე, სამსახურში  ცხელ ჭიქას და რადიატორებს ვეხუტები, ოდნავი გათბობის მიზნით, ლანჩზე ვცდილობ ცივი არაფერი ვჭამო.

მცივა სახლში მისვლამდე, მარშუტკაში, სახლშიც, სავარძელში რომ ვზივარ კარმის გვერდზე, მაცვია ბევრი, მაფარია ბევრი და ალაგ-ალაგ ხელის მტევნებს ვითბობ, იმიტომ რომ გაყინული მაქვს და ძლივს ვამოძრავებ.

აუტანელია ეს სიცივის შეგრძნება, მთელ ტანში მაჟრჟოლებს, მსუსხავს, ყინვა ცხვირზე/ლოყებზე მკბენს რამდენიც არ უნდა ჩავიცვა (ცხვირთათმანები ჯერ არ მოუგონიათ).  ამწუთას ყელი მტკივა ცოტა და მამცივნებს. ალბათ ვცივდები.


ჩემნაირები თბილ ქვეყნებში უნდა სახლობდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია სულ გციოდეს და ბედნიერი იყო.

მზეც სადღაცაა დაკარგული და ასეთ მოჟამულ ამინდებში ცხვირი მეშვებინება ხოლმე და აბზზზზ.

პ.ს. ერთადერთი, რაც ზამთარში მაბედნიერებს, არის შეშის ღუმელი და კიდევ ბარდნა, როცა სახლში ხარ თბილად, გარეთ ბარდნის, სითეთრე და სიჩუმეა.  ბარდნაში ბოდიალიც მიყვარს, ამ დროს დადებითობები წონიან იმას რომ მცივა- თოვლის ჭრაჭუნი ფეხქვეშ და თოვლიანი ჰაერის სუნი.

Advertisements

5 thoughts on “მცივა!

  1. მეც ვერ ვიტან ზამთარს, მძულს, სახლში ჯდომა და ქსოვა მიტაცებს ამ დროს. მაგრამ ვაი რომ ხშირად მიწევს გარეთ გასვლა:(

  2. ღამით სანამ დაწვები სასთუმალთან დაიდგი ჭაჭა.
    ჰოდა, გაიღვიძებ თუ სანამ ადგები არა 50/100 გრამი ხუხე. მერე ცოტა ხანი მოიცადა და კიდევ ერთი მაგდენი მიაყოლე. მერე ადექი.
    არც ხალათი დაგჭირდება, არც შეგცივდება და მთელი დღე იფრენ. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s