მოხუცები ავტობუსში


ვაკის პარკთან 140 ნომერ ავტობუსში ავდივარ, ბილეთს ვიღებ, მოხერხებულად ვეწყობი, ქინდლს ვშლი და წიგნით დაინტერესებას ვერ ვასწრებ, წინა სკამზე მჯდომი ორი მოხუცის საუბარი “მჭრის ყურს”.

– აბა შეიძლება ასე?! უმაღლესი გქონდეს დამთავრებული და არ მუშაობდე, ცოლ-შვილი გყავდეს და უმუშევარი იყო?! დააბნიეს ბოვშვები…ეუბნებიან, ღმერთი იწამეო და გეშველებაო. რა, ღმერთი წავა ბაზარში და მოგიტანს პროდუქტს?!

– ცხოვრების გზა როგორ აირჩიონ, ფაბრიკა-ქარნები აღარ არის, აღარაფერი არ არის, რომ იმუშაო…

-აი რუსეთი მოვა და…პუტინმა იცის, ასდასკჯდჰ-ში (ვერ გავარჩიე) წავლობდა, კაგებეშიც.. ეგ სტალინის შექმნილია.

-არაფერი სახსარი აღარ არის, ჩვენი ქალები თურქეთში დადიან…

ავტობუსში ამოდის მოხუცი ქალი, რომელიც ქავთარაძის გუდვილთან მათხოვრობს ხოლმე, ჯდება ამ მოხუცების წინ და თურქეთის გაგონებისას მომენტალურად იწყებს-

-თქვენ ქართველები არ ხართ, გვარგადაკეთებული სომხები ხართ, ვიცი მე, ორი და სამი პირადობა რომ აქვთ.. სახელს უტეხავთ ქართველებს, ქართველი გარყვნილი არ არის, იქ ქართველებს სახელს უტეხავენ… ეს ჩინელებიც და თათრებიც რომ არიან ქართული გვარებით, აი ნახავთ თუ არ წაართმევს, მე გეოლოგებში ვიყავი, მე ვიცი!…

ერთ მოხუცი დუმს, მეორე ეუბნება, გაჩუმდი-ო, რამდენეჯერმე, მშვიდად, ხმამაღლა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით.

ქალი დგება წინა სკამებიდან, უკან გადადის და ქართველი ქალების დაცვას აგრძელებს, თან აქეთ-იქით აუდიტორიასთან კონტაქტში შესვლას ცდილობს, უშედეგოდ.

-პროვოკატორია ეს, მეგრელი.-  ეუბნება მეორეს უპირატესობის გრძნობის მქონე მამრი.

მერე აღარ მომისმენია, ჰარი პოტერს დავუბრუნდი, პარსულად რომ ლაპარაკობს ახლაღა გაიგო, მე კი ის გავიგე, რომ პარსული ენა ინგლისურად parseltongue ყოფილა.

Advertisements

One thought on “მოხუცები ავტობუსში

  1. შეიძლება ასეთ პოსტზე კომენტარი არ იყოს. გამაჟრჟოლა და დავსევდიანდი, იმიტომ, რომ დაფიქრდე, ყველაფერშია პატარა სიმართლის მარცვლები, რასაც ეს მოხუცები ამბობდნენ. თითოეულ მათგანში 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s