მე აღარ ვწერ, ანუ წერილი საკუთარ თავს


მე თურმე აღარ ვწერ დიდი ხანია.

(აღარც ფურცელზე, ანუ)

აღარც ვრითმავ.

აღარც ურითმო სტრიქონებს ვთხზავ

საკუთარი ემოციების დასავიწყებლად.

ახლა სხვები რითმავენ,

აშეარებენ საკუთარ ვოლებზე სურათებს,

ორ-და-სამ სტრიქონიანი ფრაზებით,

რომლებიც ზუსტად იმავეს ნიშნავს მათთვის, რაც ოდესღაც ჩემთვის ნიშნავდა:

რითმებად შენიღბულ გრძნობებს და მოგონებებს,

რომლებსაც მხოლოდ კონკრეტული ადრესატები მიხვდებიან

ან ვერავინ

გამრითმავის გარდა.

მერე მე მეღიმება

და

მახსენდება ყველა ის სტრიქონი,

ახლა რომ მკვდარია და აღარაფერს ნიშნავს

იმის გარდა,

რომ

ოდესღაც

მეც ვცდილობდი, სიტყვებად გადმომეცა ფიქრები.

ახლა კი…

ახლა…

გულწრფელად გამისულერთდა ყველა მიზეზი.

მე აღარ ვწერ.

მე იჭვიანი გავხდი და ვეღარ ვენდობი ადამიანებს,

სულსულ ვეღარავის.

აღარ მჭირდება რითმები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებამდე მიიტანენ რამეს.

ძნელია, როცა ადამიანი საუკეთესო გგონია,

ცდილობ, სამყაროს მისი თვალებით შეხედო და

უცებ ხვდები, რომ

მთხლე ყოფილა.

არ ვიცი როდის,

ან რა მომენტში,

მაგრამ ერთ დღესაც აღარაფერი გამოვიგონე.

აღარ გადავაბი ფანტაზიები ერთმანეთს,

ფანტასტიკურ ზღაპრებად აღარ ავკინძე,

აღარ განვიცადე ემოციები, რომელიც მკლავდა და მტანჯავდა,

იმის მაგიერ, ჩავღრმავებოდი, თაროებზე დამელაგებინა და სიტყვებად დამეშალა,

მშვიდად დაველოდე, როდის გამივლიდა ტკივილი,

როდის გაბუნდოვანდებოდა ყველაფერი,

და მერე გასულერთდებოდა.

 

 

და მე შევწყვიტე წერა.

Advertisements

One thought on “მე აღარ ვწერ, ანუ წერილი საკუთარ თავს

  1. აუ როგორ მომეწონა <33 სხვა პოსტებსაც წავიკითხავ ))
    შენც მესტუმრე ბლოგზე ^__^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s