თავდაცვა გოგონებისთვის- ანუ ხრიდოლის აკადემია


self-defence-for-women

სადღაც ერთი თვის წინ მომივიდა ივენთზე მოწვევა, ხრიდოლის აკადემიაში თავდაცვის კურსები გოგონებისთვისო.

ვიფიქრე, ვიფიქრე და მივედი.

რატომ მივედი?

  • იმიტომ რომ წელს საქართველოს ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში მარტო მობოდიალე კინაღამ გამძარცვეს, უფრო სწორად, მანამდე მარშუტკაში ფული ამომაცალეს ჩუმად და გზაზე მობოდიალეს კიდევ მანქანა წამომეწია, ზურგჩანთას მართმევდა, სადაც ფოტოპარატი მედო. რასაკვირველია არ დავუთმე, დავპორჭყნე და წავიდა, მაგრამ მე სერიოზულად შემეშინდა.
  • მე ძლიერი არ ვარ და ექსტრემალურ სიტუაციებში მაინცადამაინც სხარტად ვერ ვმოქმედებ (მთის ხალხი დინჯია, რა ვქნათ) ხოდა მირჩევნია ზუსტად ვიცოდე სად და როგორ დავარტყა, თუ ოდესმე დამჭირდა.
  • პახოდებში გამომადგება ფიზიკური გამძლეობა.
  • ყოველგვარი კუნთების დაყენების და ა.შ. გარეშე ხელ-ფეხის ადეკვატურად ქნევას ვისწავლი.
  • სახლთან ახლოსაა.
  • თავდაჯერებულობა არ მაწყენს, ზოგადად.

მე ისედაც ბევრს დავბოდიალობ ხოლმე ზურგჩანთით ისე, რომ არ მიჭირს მაინცადამაინც, თან თიდანში აერობიკაზე თუ ვარჯიშებზე თუ რაღაცაზეც დავდივარ, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა განზომილებაა, გაცილებით უფრო დიანამიური და ინტენსიურია.

selfdefense2

ფიზიკური ვარჯიშებით ვიწყებთ და ვამთავრებთ, შუაში ვხმალაობთ, ვიბრძვით, ვურტყამთ გაშლილ ხელებს (რატომღაც მუშტებზე გადავდივარ ხოლმე ეგრევე, გაშლილი არაკომფორტულია, მაგრამ მუშტი არ  შეიძლებაო) მწვრთნელს, ვწავლოთ თავდაძვრენის  და ადამიანის მოულოდნელი დეზორიენტაციის და მერე მორტყმის და გაქცევის ძალიან მარტივ მეთოდებს, აი ისეთებს, 50-კილოიანი გოგოც რომ მოახერხებს, გამოიყენოს.

Self-Protection-Featured

უი ხო, “ხერხემალში გვხსნიან”, ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი მაგრამ ჩემს ნაოფისარ ზურგს აშკარად მოწონს, თუმცა პროცესში მეშინია რომ გადავტყდები :დ

ერთადერთი რაც ნერვებს მიშლის ისაა, რომ ორი ვარჯიშის დროს კოჭი მწკმენტავს და მეშინია არ დავაზიანო და ვჩერდები. იმედია ზაფხულამდე გამივლის, თორემ აი არ ვიცი😦

პ.ს. ისე, სულ ვთვლიდი და დღემდე ვთვლი, რომ ასეთი რამე ძალიან კარგია, ყველა ნორმალურ ქვეყანაშია მსგავსი კურსები, კარგია, რომ ცივლიზაცია ჩვენთანაც შემოდის. აქამდე სადმე თუ იყო და მე არ ვიცოდი, ესეც სულმთლად კარგი.

პ.პ.ს. იმდენი გოგოსგან მსმენია ძალადობის ისტორიები, მარტო ისინი რომ შემეკრიბა, კი გამოვიდოდა ძალიან ბევრკაციანი სავარჯიშო გუნდი.

თუ დაგაინტერესებთ, ეს არის ფეიჯი, ახალშექმნილი.

22 thoughts on “თავდაცვა გოგონებისთვის- ანუ ხრიდოლის აკადემია

  1. პერწკლი, ერთი ძალიან რეალური რჩევა.
    თუ რეალური საფრთხის მომენტი დადგა, როცა ფიზიკური წინააღმდეგობის გარდა არჩევანი არაა – არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო მუშტებით თუ გაშლილი ხელით ჩვეულებრივი დარტყმების იმედად. ეს ძალიან სახიფათო ილუზია იქნებოდა.
    წონიდან და ზოგადად ფიზიოლოგიიდან გამომდინარე შენ მამაკაცების 90%-ს ვერ მიაყენებ ყბაში დარტყმით ისეთ ზიანს, რომ მოიგერიო. ის კი ასეთი დარტყმით გაგთიშავს.
    შენი ერთადერთი შანსი არის დარტყმა, რომელიც დროებით ჩააგდებს შოკში, რაც მოგცემს დროს რომ გაიქცე ან, მაგალითად, რამე მძიმე ჩაარტყა თავშ.🙂

    შოკში აგდებს მხოლოდ შემდეგ ადგილებში დარტყმები: 1) თვალები (თითით, ღრმად); 2) ყელი; 3) სასქესო ორგანოები.

    • არ ვარ ჩვეულებრივების იმედად, გაშლილი ხელი ყურადღების გადასატანადაა საჭირო, რომ სადაც საჭიროა იქ დაარტყა : ))) რჩევებისთვის მადლობა, ბოლო ორი მომწონს, მაგრამ თვალში ვრ ვატაკებ, რომ გამოვთხარო აქეთ მიჩივლებს :დ და იმედია არასოდეს არ დამჭირდება ამეების გგამოყენება, რასაკვირველია :დ

  2. კი, იმედია არ დაგჭირდება :))
    ასეთ დროს ჩივილზე აღარ შეიძლება ფიქრი. სადაც მიწვდები აქედან, იქ უნდა ჩაარტყა უყოყმანოდ.🙂 თვალი ყველაზე დაუცველია, სხვათაშრის. არც ტანსაცმელი იცავს, არც კანი.

    • აუ თვალი ძაან ჟუტკია, რომ წარმოვიდგინე გამაჟრიალა :დ ეგ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ^_^

      • რა თქმა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, აბა იმისთვის კი არაა, რომ შეეკამათე ვიღაცას და თმებში გეცა😀 და ეგ გამოიყენო.

        ეს მხოლოდ იმ შემთხვევისთისაა, როცა ფიზიკურ უსაფრთხოებას ემუქრება რეალური საფრთხე. ასეთ დროს კი ყოყმანი არ შეიძლება. ერთ მომენტს გაუშვებ, მეორე შანსი შეიძლება აღარ გქონდეს.

  3. თვალის ამოგდება ხდება გვერდიდან დარტყმით, მაგრამ ცალი თვალის ამოგდებით შეიძლება უფრო გაამწარო. ამიტომ ურტყამ ორივე თითს პირდაპირ, დროებით აბრმავებ მაგრამ სერიოზულ ზიანს არ აყენებ. ისიც გაითვალისწინე, რომ ილეთები, რომლესაც შენ წარმატებით აკეთებ დარბაზში, შენივე დონის პარტნიორთან, ექსტრემალურ სიტუაციაში ეგრე “კარაქივით” არ მიდის.

      • თითი თუ მაგრად ატაკე და შუბლს ან ყვრიმალს მოხვდა, იქით გახდები შოკიდან გამოსაყვანი🙂 თუმცა თვალში მსუბუქი მირტყმაც ყოფნის. აი დაჭერა სხვა საქმეა. ჯაჯგურის მომენტში ცერებს აჭერ მაგრად თვალებზე. სიმყარისთვის დანარჩენი თითები შეგიძლია ყურებზე მოავლო.

  4. ვაუ რა მაგარია:) რაც ჩამოთვალე პუნქტები ყველას გააყმჯობესებ. მე კიდე peperspray-თი დავდივარ თუ დავდაცვა დამჭირდა. ჯერ თვალებში შევასშხურებ და მერე კიკბოქსინგიდან ერთ ილეთს ჩავუტარებ დავდამსხველს და შემდეგ მოვკურცხლავ ბოლო სიჩქარით:)

  5. რა სფრეი და რა ელექტროშოკერი და რა საბრძლო სამბოს ილეთები…
    ნუ რაა ახლა ეს?
    შემოვა ახლა ვინმე პატიოსანი ტურისტი გოგო, წაიკითხავს ამ პოსტს და კომენტარებს და საერთოდ გადაიფიქრებს საქართველოში ჩამოსვლას და წავა ულან-უდეში.😦
    არადა 5 მილიონ ტურისტს ველით გაისად!

    გოგონას საუკეთესო თავდაცვა ღიმილი და ტკბილი სიტყვაა.🙂

  6. […] თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s