კინოთეატრში


დღემდე ვერ მივეჩვიე, რომ ჩვენ გავიზარდეთ.

რომ ჩემს ბავშვობის მეგობარს ახლა ბავშვი ყავს და რომ ის ბავშვიც გაიზრდება და გახდება იმხელა,

ჩვენ რომ ვიყავით ოდესღაც.

79_by_mozim

ვერ ვითავისებ იმას, რომ ჩემი მეზობელი, 10-ოდე წლის ასაკში დედამ საბერძნეთში რომ წაიყვანა,

(მხედველობის პრობლემები ქონდა)

რამდენიმე წლის მერე რომ ჩამოვიდა კარზე მოგვიკაკუნა, ჩემი ძმის სანახავად,

სულმთლად დაბრმავდა და მერე, 16 წლის ასაკში, ჩხუბში მოკლეს.

გულის სიღრმეში ისევ ის პატარა ბავშვი მგონია, ეზოში რომ დარბოდა

და მგონია, რომ ისევ ცოცხალია, და მაიმუნობს ისევ, სადღაც, რაღაცას.

და ახლა რომ ადამიანებთან ერთად დავბოდიალობ,

რამდენიმე, ან არ ვიცი, რამდენი წლის მერე,

აღარაფერი დამაკავშირებს

ძველისძველი ფოტოების გარდა,

სადაც ყველანი ვიცინით და ბედნიერები ვართ.

ზოგიერთის შეიძლება სახელიც ვერ გავიხსენო,

ზოგიერთი მე ვერ გამიხსენებს,

როგორც თაროზე შემოდებულ, მტვერმიყრილ მოგონებას.

“გახსოვს?”….

lepsza_polowa__by_insaniae

ხანდახან მგონია, რომ კი არ ვცხოვრობ,

კინოთეატრში ვზივარ,

სულ მარტო,

პოპკორნის გარეშე

და

სხვების ცხოვრებებს ვუყურებ, დიდ ეკრანზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s