როგორ ავარჩიოთ და ვიყიდოთ კარავი


DSC_3776

როგორ ვიყიდოთ კარავი მაშინ, როცა  უბრალოდ, გვინდა კარავი, რომელიც იქნება მოხერხებული და არ ეღირება ცეცხლის ფასი? მე შემიძლია აღვწერო სუპერპუპერთვისებიანი კარვები, რომლებიც უძლებენ ყველანაირ ამინდს თოვლის ჩათვლით, ქარებს და ქარიშხლებს (ძალიან მინდა ასეთი), მაგრამ მე ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც ასეთ კარავს იყიდის და ვინც იყიდის, იმას ჩემზე მეტი ნამდვილად ეცოდინება. ხოდა, მაშ ასე, მინი-გზამკვლევი მათთვის, ვისაც უბრალოდ, თბილ ამინდში ორ-სამდღიანი ლაშქრობისთვის კომფორტული კარავი ჭირდება.

კარგად მიმოვიხედოთ

კარავი თუ გინდა, ესეიგი ლაშქრობებში ხშირად დადიხარ, ლაშქრობებში თუ ხშირად დადიხარ, გარშემო ბევრი კარავი იქნება და ამათში დიდი შანსია იყოს ისიც, რომელშიც წვიმის დროს შეეფარე, გეძინა, მოგეწონა. ხოდა ახლა ბარემ იყიდე, ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ნუ თუ ფიქრი და რჩევა არ გეზარება, მაშინ დავიწყოთ…

რამდენკაციანი?

თუ ფეხით არ დადიხარ და ზურგით არ დაგაქვს, რამდენიანიც გაგიხარდება.

თუ ფეხით დადიხარ, ორკაციანზე მეტი სისულელეა (ანუ მძიმეა) ჩემი აზრით, გაჭირვებაში ჩემს ორკაციან კარავში ოთხ გოგოსაც გვძინებია და ისე სამი გოგო ეტევა კარგად. (ჩანთები გარეთ ელაგა). გზაში სიმძიმის გადანაწილება მოსულა, მაგრამ ამასობაში შეიძლება რამე დაკარგო.

რამდენკარიანი?

რავიცი, მე რომ მკითხო, ორი კარი უნდა ქონდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთმანეთის თავებზე არ იაროთ, მეორე იმიტომ, რომ განიავებაა მოსახერხებელი და მესამეც იმიტომ, რომ არასოდეს იცი, კარვის რომელი მხრიდან მოგინდება, რომ გამოძვრე და მეოთხეც, როცა ჩანთებს გარეთ ალაგებ, ერთ კარს ამოქოლავ და საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ ზმეიკას გახსნი ოდნავ (წვიმაში განსკუთრებით სასარგებლოა).

რამდენტენტიანი?

ორი. ნუ ახლა ბავშვის გასართობად თუ გინდა, ერთტენტიანიც წავა. სხვა შემთხვევაში ორიანი უნდა იყოს, რომ წვიმაში დაგიფაროს. ტენტი ბოლომდე უნდა ფარავდეს კარავს და მარტო წვერზე არ უნდაიყოს დაკოფსებული. ზედა ფოტოზე ბოლომდეა დაფარული და შიდა ტენტი არ ჩანს.

რამდენმილიმეტრიანი ტენტი?

გულწრფელად, მე 500-იანი მაქვს და მთელი ღამე კოკისპირულ წვიმას გაუძლო, არადა  ითვლება, რომ მინიმუმ 800მმ უნდა იყოს, რომ წვიმაგაუმტარი ერქვას. ზოგადად, რაც მეტია მილიმეტრი, მით მეტია ფასიც. ყველაზე მარტივი ამაზონზე რევიუების გადაკითხვა და იმის გაგებაა, რამდენად წყალგამძლეა კარავი.

მეორეც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშლი კარავს, თუ შიდა და გარე ტენტები სადმე ერთმანეთს ედება, 800, 1000 და ა.შ. მილიმეტრიანშიც გაატანს წყალი. ნუ თუ 4 და 5 დღე გაუთავებლად იწვიმა, ასეთ ამინდში კი ჩამოვა ცოტა წყალი, მაგრამ მასეთ პახოდებში მავალი მე ძალიან ცოტა ვიცი. აი ძალიან არ უნდა გაგიმართლოს, 5 დღე რომ კოკისპირულად გაწვიმდეს თავზე. ერთი ეგაა, 500-იანში უფრო მალე  გაატანს, ვიდრე 1500-იანში.

ვესტიბიულით თუ მის გარეშე?

ზუსტად არ ვიცი რა ქვია იმ სივრცეს, კარავის შიდა და გარე ტენტებს შორის რომ რჩება კარის წინ. აუცილებლად ვესტიბიულით, წინააღმდეგ შემთხვევაში კარვიდან გამოსული არ იქნები, რომ წვიმა ჩაგიძვრება კისერში. მე მანდ ვალაგებ ხოლმე ჩანთას, ბათინკებს, ვიკრავ ფეხსაცმელს, ვიხდი და ვტოვებ სველ საწვიმარს და ეს ყველაფერი არის თავისთვის, გარეთ და არ მებლანდება ფეხებში ანუ კარავში, სადაც ისედაც სულ არეულობაა. და თუ შემთხვევით თავს ძროხა დაგესხა, კარვის გარეთ დატოვებულ ნივთებს უბრალოდ, ვერ დაინახავს და ვერც შეგიჭამს. (სულაც არაა სასაცილო, სამჯერ გამაღვიძა წელს ძროხების თავდასხმამ)

nemo_losi_2p_tent_door_open

აი ამ ფოტოზე ჩანს ვესტიბიული, ანუ სივრცე გარე და შიდა ტენტებს შორის.

უწიპუწი დეტალები

ნუ ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ კომფორტებს, როგორიცაა:

  • აქვს თუ არა ზედა გასაბმელი თარო, სადაც შემოდებ ფანარს, დაალაგებ წვრილმან ნივთებს, რომელიც ღამე ხელის გაწვდენაზეა
  • რამხელაზე აქვს ბადიანი ნაწილი შიდა ტენტს. ნუ ზოგს ურჩევნია ნაკლები ვარსკვლავიანი ცა იხილოს უმეორეტენტოდ, ზოგს კიდევ ურჩევნია ნაკლები და და მეტი ნეილონი- ასე თითქოს უფრო დაცული ხარ
  • აქვს თუ არა ორმაგი კარი. ანუ კარი ერთია, მაგრამ აქვს ბადე და ნეილონი, ზაფხულობით ჩახსნი ნეილონს და ბადეში გძინავს გრილად, კომფორტულად და ჰერმერტულად. (ნუ მერე რა, რომ ღამე შეიძლება გაიღვიძო და ბადეზე გარედან ამოფოფხებული მსუქანი მინდვრის თაგვი დაინახო).

წონა

ამ ყველაფერს რომ გადწყვეტ და რამდენიმე კარავს აარჩევ, საბოლოოდ იყიდე ის, რომელიც უფრო მსუბუქია.

სად ვიყიდოთ?

ა) ვიშოვოთ ნაცნობი, რომელმაც ზუსტად იცის, სად იყიდება კარგი კარვები იაფად და ვთხოვოთ, გვაყიდინოს

ბ) გამოვიწეროთ ამაზონიდან

გ)ფაოვიწეროთ სიერადან, სადაც ყოველთვის ფასდაკლებები აქვთ, ზოგჯერ 80%-მდეც კი.

სად არ ვიყიდოთ?

ფრონცკ სპორტულ  ბრენდ მაღაზიებში

არა ნუ ფული თუ არ გენანება, იყიდე, მაგრამ მე თავს შევიკავებდი.

რომელი ბრენდის?

Eureka, Marmot და  Coleman ზუსტად ვიცი, რომ კარგია. სხვა დანარჩენისთვის, უბრალოდ, დაგუგლე და რევიუები ნახე აუცილებლად.

როგორი არ ვიყიდოთ?

  • ერთტენტიანი/ ძალიან პატარა ზომის მეორე ტენტით. მე მაგალითად არ ვიყიდიდი ამას
  • ცუდი რევიუების მქონე (როგორი რეკლამაც არ უნდაქონდეს, რევიუები უფრო მართლები არიან ხოლმე)
  • დახვლანჯული ფორმის. რაც უფრო გლუვია კარავი, მით უფრო ნაკლებად წაიღებს ქარი

ხო, მე Eureka Apex 2T მაქვს, ორკაციანი, ორკარიანი, ორვესტიბიულიანი, ორმაგკარიანი, ბევრბადიანი, ძალიან მოსახერხებელი და სწრაფადგაშლადი. ერთადერთი მინუსი წონა აქვს, ჩემთვის მძიმეა, თუმცა 50-კილოიანი გოგოსთვის ყველაფერი მძიმეა ხოლმე.

რამე მნიშვნელოვანი დეტალი თუ გამომრჩა, აგერ ვარ, გისმენთ, მითხარით და ჩავამატებ.

Advertisements

21 thoughts on “როგორ ავარჩიოთ და ვიყიდოთ კარავი

  1. ვესტიბული მართლა კარგი საკუჭნაოა 🙂 და ისე, მეორე ტენტის სიგრძეს, კარვის ფორმას და ფირმასაც ალბათ მნიშვნელობა აქვს. The North Face რომ ეწეროს, თუნდაც წვიმა ჩამოგივიდეს, ალბათ მაინც ბედნიერი იქნები 😀

    • უი, მე თავისთავად ვიგულისხმე, რომ მეორე ტენტი ბოლომდე უნდა ფარავდეს, შენიშვნა მიღებულია :დ ფორმა უფრო გემოვნების ამბავი მგონია, კარგ კარავს ქარი მაინც ვერ შემოუბერავს წასაქცევად და რაც შეეხება ფირმას, ჩემს მყუდრო eureka-ში მირჩევნია :დ

  2. მიყვარს შენი აღწერები პერწკლ.. = ))) მაგარია ყველაფერი სიმართლეა.. მე რომ ეს წამეკითხა 2 წლით ადრე ჩემ 4 კაციან ჩინურ კარავს არ ვიყიდიდი 100 ლარად = ))))

  3. აუ მე მინდა ყიდვა კარვის და არასდროს მიყიდია დილეტანტი ვარ თან ასე 20 დღე ვიქნები ღია ცის ქვეშ და რამდენი დამჭირდება ფული სად ვიყიდო მე ამ კარავს ვფიქრობ და რას მირჩევთ ??

    http://www.amazon.com/Coleman-Sundome-2-Person-7-Feet-5-Feet/dp/B004J2KDH0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1368539248&sr=8-1&keywords=tent+2+person

    ან ეს

    http://www.amazon.com/Slumberjack-2-Person-Trail-Tent/dp/B003YFZLTI/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1368539248&sr=8-4&keywords=tent+2+person
    რომელიი ??

    • ქვედა არ ვიცი მარა ზედა მე მაქვს ღონდ ჯერ არ გამომიყენებია და დიდად კომპეტენტურიც არ ვარ კარვებსჰი მაგრამ მე მგონია რომ კარგია

      • ესეიგი ისევ მე ვარ ზედა გამოვცადე კარგი ვენტილიაციის სისტემა აქვს და თან ტემპერაურას ინარჩუნებს რაც შეეხება წვიმას არ ვიცი რამდენად ძლიერიიყო არ ვიცი მარა ტენტის ცვეშ არა მარა ყვევით შიგნიდან ხელს რო გაუსვებდი ოდნავ ნესტიანი იყო გიდე გვერდებსზე ცოტაზე ძირის სისქის ნაჭერი აქ რომ ტალახისგან დაიცვას და კიდე ორ მხარეს აწეულები რომ აქვს ჩვეულებრივი ფანჯრებია და თეთრი ფერის ტენტის ქვეშ მთლიანად ბადეა და ვენტილიაცია ხდება

  4. აუ ფეისბუქზე დამიმატეთ ვინმემ რა ესვეა ჩემი ფეისბუქი და მომწერეთ რა და როგორ ამ ვირაში ვაპირებ ყიდვას უკვე მერე წამშალეთ ისევ პროსტა გამაგებინეთ როგორ

  5. დილეტანტებს დაგვეხმარეთ ვინმემ მიგვასწავლეთ კარგი კარავი სად შეიძლება ვიყიდოთ რა ფირმისა.. ასე 2 მაქსიმუმ 3 კაციანი

    • campsore-ს ქებენ, დინამოზე მონადირის მაღაზიებშია თუ არ ვცდები. the north face, eureka, ამაზონზეც შეგიძიათ მონახოთ.

  6. kargi rchevebia magram aris ragac mnishvnelovani detalebi gamotovebuli. 1. ristvis gvchirdeba karavi da ramden sezoniani. magalitad tuki mxolod zafxulobit tbili klimatis pirobebshi apiret lashqrobas sam sezoniani karavi sakmarisia, magram tuki apirebt zamtarshidac gaxvidet qalaq garet anda gsurt magal mtashi axvidet magalitad myinvarwverze anda sxva nebismier myinvarebze otx sezoniani karvebi dagchirdebat rom ar gaiyinot, 2. azri rom ert peniani karavi ar varga arasworia, gaachnia karvis xarisxs, aris 4 sezoniani karvebi cai penit romelic or fenianze swrafic aris gasashlelad, martivic da rac mtavaria wvimashi ar giwevs jer erti penis gashla da sanam meores gadaafarebt shiga fena ar dagisvedebat, da 3. karvis joxebi, unda sheecadot rom iyidotkaravi litonis (aluminis) joxebit, naxshirbochkovani karvis joxze bevrad gamzlea da zlieri qaris pirobebshi tavze ar dagemxobat.

  7. ხვალ მივდივარ კარვის საყიდლად. ლილოში 140 ლარი მითხრეს 4 კაციან კარავზე. 2 ტენტიანია. იმედია მაქვს კარგი გამოდგება

  8. მოგესალმებით თქვენი დახმარება მჭირდება. მოკლედ მინდა შევიძინო კარავი 2-3 პერსონაზე გათვალისწინებული მინდა იყოს წყალგაუმტარი ქარში გამძლე და სიცივეშიც გამომდგარი კარის წინ რომ ქონდეს სივრცეც ბარგის დასალაგებლად მწერებისგან დამცავი ბადით ნუ ერთი სიტყვით მინდა იყოს კარგი ხარისხის ერთი და ნაღდი,რაო?! ერთი და ნაღდიიიი :))))))))) იქნებ შემარჩევიოს ვინმემ ვინც ძალიან კარგად ერკვევა ამ საკითხში ამაზონზე ან ებაიზე ესე 150-200 დოლარის ფარგლებში მადლობა წინასწარ

  9. თუ მითითებულ თანხაში არ არის კარგი ხარისხის როგორსაც ვფიქრობ ეგეც მითხარით და ბოლო ბოლო გავძვრები ნემსის ყუნწშიც 🙂

  10. me 950 dolarad viyide karavi “the nortch face”ragaca saswaulia ra qari,ra wvima da ravici me mexic rom daeces mgoni araperi ar mouva,me vpiqrob tu yidulob kargi da xarisxiani unda iyido…es brendi kide udavod magaria am brendis rac viyide an ver davxie an ver gavcvite.

  11. ოთხ გოგოს გეძინათ ერთ კარავში?? მარტოებს???
    და მე??
    მე სად ვიყავი მაგ დროს ?
    “I spit on your grave”-ის rape სცენა მონაგონი იქნებოდა :დ

    • ეგ ფილმი არ ვიცი, მაგრამ არამგონია კარავში შემოგეღწია ან იქიდან გაგეღწია ცუდი განზრახვებით მოსულს :დ

      • დაცვა გყავდათ? :S

        გოგოებმა მარტოებმა არ უნდა ილაშქრაონ, ჩემი მოკრძალებული აზრით.
        ან თუ გადაწყვეტენ კაი იარაღი თან უნდა ქონდეთ.
        რამდენი დადის ჩემნაირი ამორალური მოძალადე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s