ღამის ორი საათის შემდეგ


DSC_9767

გაფრთხილება: ერთადერთი ბედნიერი ნაწილი ამ პოსტში ჩემი გახარებული სახეა, ეს მაიკა გამიხარდა ძალიან.

რაც უფრო დიდ დროს ვატარებ სახლში

ოთხ კედელს შუა

მით უფრო მეტად მიჭირს გარეთ გასვლა

და

ადამიანებთან ლაპარაკი.

არადა აღარც სახლში შემიძლია….

ერთი გასვლა, რამდენიმე ადამიანი, ბოდიალი, ჭორაობა…

და სახლში ისეთი დაღლილი და ნაცემივით მოვდივარ, სიცხე მიწევს მაღლა.

არადა, არ მინდა მარტო ყოფნა….

ამ ფოტოზე აშკარად მეტყობა, როგორ ვიმატებ ხოლმე ზამთარში

და

როგორი სხვანაირი ვარ მაშინ, როცა დიდი ხანია ზაფხული და ბლახები არ მინახავს და ინერციით ვიცინი.

ამწამს ჩემი ზედა მეზობელი მუსიკას უსმენს. საბედნიეროდ რაღაც კარგს და მელოდიურს,

პარალელურ რეჟიმში სკამებს დააგრიხინებს წინ და უკან (ერთოთახიან ბინაში),

მაგრამ მაინც, მე ვგრძნობ, როგორ მაღიზიანებს დაღლილს და უძილოს ეს ხმები

თუმცა მე ისედაც ბევრი რაღაც მაღიზიანებს ხოლმე.

ხო, ბავშვობიდან მაღიზიანებს, ასეთი ტიპი ვარ.

(მხოლოდ მაშინ ვერ ვამჩნევ, როცა ადამიანი მიყვარს, მე კი ცოტა ადამიანი მიყვარს, აი ის ვარ… მიზანთროპიო, ადრე ვიღაცამ მიწოდა და გულში ჩამრჩა ცუდად, კიარადა გონებაში. არადა მართლა მიყვარს, უბრალოდ ისა…)

მაგალითად, ვერ ვიტან როცა ხმაურით და ღორებივით ჭამენ.

უკეთეს შემთხვევაში მაგიდიდან ვდგები, უარესში, ანუ როცა ვერ ვდგები,

ჭამის ხალისი მეკარგება და თეფშზე მოვალეობის გამო გადმოღებულ საკვებს დავყურებ და

ვნატრობ, რა იქნებოდა, დედამისს (ან ბებიას ან ძიძას) ბავშვობაში მისთვის ადამიანურად ჭამა ესწავლებინა.

(ზოგადად, საჭმელზე დახამებული ადამიანები მიკვირს ხოლმე

და ვთვლი, რომ საკვების გარდა სხვა სიხარულები ალბათ აღარ დარჩათ.

(90-იანი წლების კომპლექსები, ალბათ?)).

ბოლო ერთი თვეა, დღე-ღამეში მხოლოდ 4-5 საათი მძინავს, ხან უფრო ნაკლები. დაახლოებით 6-7 დღეში ერთხელ ორგანიზმი თავისი ითიშება და სამსახურიდან მოსული პირდაპირ ვიძინებ, დილამდე. ალბათ ამის ბრალია ასეთი რაღაცნაირი რომ გავხდი.

გამივლის, სად წავა. მერე ზაფხულიც მოვა და მე წავალ სადმე… თუ წავედი… არა, აუცილებლად წავალ, თუშეთში და ტობაზე მაინც, ფეხზე დავიკიდებ ყველაფერს და წავალ…

ა, ხო, რაღაცნაირი პოსტი კია, მარა არ ვარ მე თინეიჯერი და რომ რამე, იცოდეთ რომ მკვლელობას ქონდა ადგილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s