გომბორის უღელტეხილი


ორშაბათს ვბრუნდებოდი თბილისში ტაქსით, დილით, სიცივეშ და ყინვაში, გაბრუნჩული, ჩემთვის ვიჯექი, ვკითხულობდი, უცებ თავი ავწიე და ეს დავინახე…

DSC_9830

ხოდა გავიღიმე ყურებამდე და აუაუაუ გამიჩერეთ რა ორი წამი თქო. გამიჩერეს. ვტაცე ხელი ფოტოაპარატს და გადმოვხტი გადასაღებად.

DSC_9832

რავიცი, მე რამდენიმე წელია გომბორზე დავდივარ და ასეთი რამე პირველად დავინახე. მაღალ მთაში არ გამიკვირდებოდა მაგრამ აქ შემომეკვირვა.

DSC_9843

ისე გამიხარდა და ავცმუკდი, ტაქსის მძღოლს არ დაეზარა, გადმოვიდა და ფოტო გადამიღო. მადლობა მოვუხადე გაჩერებისთვის და წავედით.

DSC_9838

ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვიწიეთ და ნისლში ჩამოვედით. მანქანას მე ხელმეორედ არავინ გამიჩერებდა, ამიტომ სავალდებულო ბოდიშის მოხდის მერე ფანჯარას ჩავუწიე და კარგად დავყინე მგზავრები. არაუშავს, მოუხდებოდათ სუფთა ჰაერი, მთელი გზა იმაზე წუწუნებდნენ, ცუდად ვართო…

DSC_9859-1

პ.ს. ხანდახან სასარგებლოა დილით ადრე გარიჟრაჟებზე გამოსვლები სახლიდან.

Advertisements

9 thoughts on “გომბორის უღელტეხილი

  1. ლამაზია , თუმცა ისეთი ლამაზიც არა , მანდვე ეხლოს ცივის მთა ბევრად ლამაზია თავისი დაბურული ტყეებით და კავკასიონის მთიანი ხედებით 😉

    • გეთანხმები, მაგრამ კავკასიონი ჩემი ოთახიდან ჩანს 24/7, მიჩვეული ვარ და ამ გზაზე მსგავი რამის დანახვა ძალიან მოულოდნელი იყო. :დ

      • რა ადგილია ეგ ზუსტად ? არასოდეს დამინახავს კავკასიონი მაგ უღელტეხილიდან 🙂 ალბათ სულ ნისლი რომ არის იმიტომ არ ჩანს

    • აქედან არ ჩანს კავკასიონი, ნუ მე არასოდეს არ დამინახავს, ნისლის ბრალი არაა. :დ რა ადგილია და სულპირველ სურათზე თითქმის ცენტრში წერტილად რომ მოჩანს შავი, ეგაა გომბორის ყველაზე მაღალი წერტილი, მაგის მერე უკვე ქვემოთ ეშვები :დ

      • რავი არა, ჩვეულებრივი მანდაური პატარა გორაკი მგონია მე :დ კავკასიონზე ბევრად მეტი თოვლი დევს და თან ბევრად უფრო შორსაა და ეგენი ახლოსაა. შეიძლება ვცდები, არ ვიცი :დ

  2. არა, ეს არ არის გომბორი. შუაში ჩანს ვერონა. ეს ადგილები სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. დილაობით მართლაც ძალიან ლამაზია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s