ბოდიალზე და უცხო ადამიანებზე


ბოდიალი მინდა, ოღონდ ნაცნობებთან ერთად.

ივენთებს გადავხედე ფეისბუქზე და ორი ივენთი მომეწონა. შევედი, ხალხს გადავხედე და თითო, ჰა-ჰა ორი ნაცნობი ვნახე. შემეშინდა და გამოვიპარე უკან.

კარაველებს რომ დავყვებოდი ათასში ერთხელ, მაშინაც არ ვიცნობდი არავის (ხათოს გარდა) და მაინც დავდიოდი.

მერე კიდე რამოდენიმეჯერ გამოვცვალე საბოდიალო სიტუაციები ისე, რომ არასოდეს არავის არ ვიცნობდი, უბრალოდ მეუბნებოდა ვინმე და მივყვებოდი.

283656476500208716_LabM0h9p_c

იდეაში მორცხვი ვარ და დიდად არც არასოდეს ვეკონტაქტები არავის, თუ თვითონ არ დამელაპარაკებიან. დავდივარ ჩემთვის, ფოტოებს ვიღებ, ზოგჯერ გვერდზეც გავდივარ (ბევრისგან განსხვავებით მემგონი მე ბუნების სანახავად დავდივარ, ისინი ხალხის), ანუ დიდი არაფერი წვლილი არ შემაქვს გართობაში, გინდა ვყოფილვარ, გინდა არა. (იმჰო)

ჰხოდა ახლაც  მინდა ძალიან წასვლა და თავს ვიკავებ იმის გამო, რომ დისკომფორტი მექნება. რატომ მექნება? იმიტომ რომ ადრე ფეხებზე მეკიდა, მარშუტკაში ვინ იჯდა, არავის არ ვეკონტაქტებოდი. ახლა კონტაქტის იოტის ოდენა სურვილი გამიჩნდა, მაგრამ უცხოებთან ვიძაბები ძალიან და სულ მახსოვს რომ უნდა გავიღიმო, უნდა გავიღიმო, უნდა გავიღიმო და აი ბზზზზზ : ))))))))

ოდა ასე…. სადმე მინდა წასვლა და არ მივდივარ.გარდა იმის, რომ ცივა და ცოტა მეშინია,  ვისაც მე ვიცნობ ისინი ა) ნაწილი ჯერ არ აპირებენ არსად წასვლებს ბ)ნაწილს მე ვერ ვიგებ ივენთებზე იმიტომ რომ აღარ მეუბნებიან (პრინციპში სამართლიანად) გ) ვისაც არ ვიცნობ, მეშინია და ეკლები მაქვს გამოსხმული, არადაა იმდენი ნაირ-ნაირი მარშუტებია და შორიდნ ისეთი კარგი ჩანს ეს ხალხი…. ასეთი პერიოდი მაქვს, ძალით ვლაპარაკობ, ძალით ვიცინი და ძალით ვმოძრაობ და ისინი, ვინც მიცნობენ, მიჩვეულები არიან რომ მე ჩუმი ვარ და ზოგჯერ კონტაქტზე საერთოდ არ გავდივარ და უბრალოდ ჩემთვის ვმოძრაობ და ეს არ არის უცნაური, ეს უბრალოდ მე ვარ.

მოკლედ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა,  უაზროდ ვატრაკებ, წასვლა თუ მინდა უნდა ავდგე და წავიდე, ხალხი ყველა ხალხია და მთავარია დადებითად განეწყო და შემოუშვა შენს სივრცეში.

WiNTeR_by_day_light

Advertisements

2 thoughts on “ბოდიალზე და უცხო ადამიანებზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s