როცა შენს ფოტოს შემთხვევით სხვის საიტზე პოულობ


გუგლში თუ დანოს მოსერჩავთ, ასეთ შედეგებს მიიღებთ. აქედან მესამე და მეოთხე კადრები ჩემი გადაღებულია. უფრო ზუსტად, აი ეს.

აი ამ პოსტში დევს, რომელიც 2011 წელსაა დაწერილი. (თავდაპირველად ბლოგსპოტზე, მერე აქეთ გადმოვაპორტირე). შეცდომა ის მაქვს, რომ დადებისას ფოტო არ დავაპატარავე.

img_0225

ცოტა ქვემოთ თუ ჩამოსკროლავთ, აი ეს ფოტო შეგხვდებათ . დანოს უკეთესი კადრი არ იგუგლება, თავის დროზე მე თვითონ ვცადე. ალბათ ამიტომ, ესაა წაღებული, თან ფოტოშოპით “გალამაზებული”. (ხო, აქვე ბოდიშს ვიხდი, რომ ძალიან ცუდი კადრია, ცა გადანათებულია და ა.შ. )

1352813605-560

ეს რომ თუშეთის  და ჩემი სოფლის ფოტო არ ყოფილიყო, ალბათ არ შევიმჩნევდი. რომელიღაც ფბ ფეიჯზეც მაქვს ჩემი ფოტო ნანახი, ხევსურეთში გადაღებული და ნუ კაი, არაუშავს, მერე რა, რომ აღებისას არ მკითხეს, თან გასართობად უნდოდათ. ეს უკვე ტურისტული საიტია, ბიზნესი აქვს ვიღაცას  და მგონი უნდა ქონდეს იმის პრეტენზია, რომ ყველა ფოტო, რასაც დადებს, საკუთარი გადაღებული თუ არა, ავტორების ნებართვით მაინც იყოს გამოყენებული.  ძალიან გავბრაზდი, იმეილზეც მივწერე, ფეიბუქის ფეიჯზეც დავუკომენტარე. არ ვიცი რა რეაგირება ექნებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ფოტო უკვე მოიპარეს. იქნებ თქვენიც უდევთ, მოძებნეთ აი ამ მისამართზე არიან.

1

პ.ს. მართალია, ჩემი ფოტოები შედევრები არაა, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ვინმე სადმე გამოიყენებს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მინიმუმ ფოტოს ავტორი ან/და წყარო დაფიქსირდება.

პ.პ.ს. თუ არ დაგეზაარებათ , დაალაიქეთ, რომ ბევრმა ნახოს. მადლობა.

9 thoughts on “როცა შენს ფოტოს შემთხვევით სხვის საიტზე პოულობ

  1. ემოციური მომენტების გარდა სამართალდარღვევაცაა. საავტორო უფლებებს არღვევენ. თუ საიდანმე იღებ(ენ) ფოტოს ან სხვა მასალას, აუცილებლად წყარო უნდა მიუთითონ. საიტი, ავტორი და ა.შ.

  2. საქართველოში რატომ არავინ აქცევს ყურადღებას საავტორო უფლებებს!! მაგიჟებს ეს ფაქტი.
    პ.ს. ფოტო ძალიან ლამაზია🙂

  3. მაგათ კიდე დალაიქება უნდათ?🙂
    მიწერე და უთხარი რომ მოაშორონ. ან მიუთითონ.

      • თუ საიტის ადმინი ყურს არ იბერტყავს, არის სხვა მეთოდებიც.
        http://wp.me/pBTza-1Pt

        მე მქონდა მსგავსი შემთხვევა ორჯერ, როცა პოსტი წაიღეს ჩემი უკითხავად და რომ მივწერე, ჰოსთინგს მივწერ მეთქი, ეგრევე მოხსნეს ჩემი პოსტი.

      • blogspot-ზე მქონდა ეგ ქოფირაითი ზუსტად შენი პოსტის მიხედვით, აქ რომ გადმოვედი ეგ დამავიწყდა. თან ეგ პოსტებზეა, ფოტოებზე რანაირად მივწერო გუგლს? :დ

      • ფოტოა თუ ტექსტური მასალაა თუ ვიდეოა მნიშვნელობა ხომ არ აქვს? გუგლის ფორმა ნებისმიერ ქოფირაით მასალაზეა როგორც მახსოვს… ასევე ბინგის.
        ჰოსთინგის ადმინსაც შეგიძლია მიწერო. საიტი სადღაც ხომ აგდია – იმ სერვერის ადმინს.

      • ხო, გუგლზე ვნახე და დადასტურებული ქოფირაითი გვინდაო :დ ქართულ სერვერზე თუა, ალბათ დაიკიდებენ ეგენიც, ენივეი ვიზამ რამეს.
        მადლობა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s