ჩემი სალაშქრო აღჭურვილობა


რამდენჯერ მომისმენია, ბომჟებივით დადიან ტყე-ღრეშიო, არადა ყურმოკვრით მაინც რომ იცოდნენ, რა ღირს კარგი სალაშქრო აღჭურვილობა, ვეღარ იტყოდნენ. მაგალითად, კარგი ბათინკი მინიმუმ 80$ ღირს, ისიც დიდი ფასდაკლებების დროს. მე არ ვარ სერიოზული მოლაშქრე, შესაბამისად, აღჭურვილობაც უბრალო და იაფიანი მაქვს:

ბათინკები

ჩემი ახალი კოლუმბიები ^_^

და კიდევ ძველი ჩაკოები

DSC_8413

chacco

არც გორტექსია, არც არაფერი, თუმცა მთელი დღე სიარულის შემდეგაც კი ფეხი არ მეღლება. მოჭიდებაც კარგი აქვს და ძალიან ძნელად სველდება.კიდევ რაღაც ეკო-ფრენდლი ბირკები ქონდა, წაკითხვა დამეზარა. ტალახიანები იმიტომაა, რომ კახეთის ტყეში შემომეჭუჭყიანა.

სიამოვნებით მექნებოდა აი ეს ბათინკები.

სანდლები

DSC_2936

ECCO

იგივე მაღაზიაში ვიყიდე. ერთადერთი ნაკლი აქვს- ცოტა მძიმეა. ეს კოცონი სვანეთშია დანთებული, სადღაც მესტიასთან, ტყეში. ის შოთის პურები რატომ დევს, არ მახსოვს. ალბათ ვინმე ათბობდა. 2010 წლის ზაფხულში ვიყიდე და ალბათ ერთ ამდენს კიდევ გაუძლებს.

საწვიმარი

DSC_1163

Campsore-ს პონჩოს ტიპის საწვიმარი, რომელსაც ყველა გამოუცდელი დასცინის ხოლმე. არადა მეტრანახევარი ვარ და ჩემთვის იდეალურია, მეც მფარავს და ჩანთასაც ყოფნის. ეს მაღალმთიანი აჭარაა, მწვანე ტბა.

ზურგჩანთა

DSC_5470

(The North Face -ს მიმსგავსებული, თუმცა კარგი ხარისხის).

აქამდე სხვა მქონდა, უფრო პატარა და ბევრად უფრო მოუხერხებელი იყო, არც კარვის დასამაგრებელი ადგილი ქონდა, არც ცალკე განყოფილება საძილე ტომარისთვის და მთელი თავგადასავლები იყო ხოლმე ჩანთიდან ამოღება. სხვას ვათხოვე და ოდესმე თუ დამჭირდა, გამოვართმევ ალბათ. აქ ხვამლის მთიდან ვეშვებით. ზემოდან მსუბუქი პარალონი მაქვს დამაგრებული, ქვემოთ სტაფილოსფერი კარავია.

ესეც ძველი

მოდი, მოვკვდები

ორკაციანი კარავი

DSC_3215

(Eureka Apex 2T)- სტაფილოსფერი, ორკაციანი, ორკარიანი, ცოტაბადიანი, წვიმაგამძლე და ძალიან საყუარელი კარავი მყავს მე. აქ მეორე ტენტი აქვს მოხსნილი, ვანიავებდი აკეცვამდე.

პარალონი

ორი ცალი მაქვს, მძიმე- ახლოს  სასიარულო ლაშქრობებისთვის ან ჯიპ-ტურებისთვის და მსუბუქი და თხელი- გრძელ გზაზე სასიარულოდ. მართალია მსუბუქი  პარალონი არაფრად არ ვარგაო, იძახიან, მაგრამ მე სრულიად მყოფნის. ფოტო არც მაქვს, გადმოქექვაც მეზარება, სიტყვაზე უნდა მენდოთ.

საძილე ტომარა

ორი ცალი მაქვს. ერთი ძველისძველი, ორი წელია კარადის ზედა თაროზეა შემოდებული. ახალი ექსტრიმში ვიყიდე, ამაზონზე უფრო იაფად უფრო უკეთესის შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ მე ძალიან მეჩქარებოდა. თხელია, საზაფხულო, მთაში ხანდახან მგრილა კიდეც, თუმცა მე ძალიან მცივანა ვარ და უფრო ამიტომ.ამ ფოტოზე საწოლზე მოჩანს. სამწუხაროდ უკეთესი ფოტო არ გამაჩნია.

DSC_1233

პლედი

მგრილასთვის პლედი არსებობს, რომელიც ძალიან მსუბუქია და უთბილესი. აგერ, ამ ფოტოზე, უგადაღლილესი, უსახეახეულესი და უბომჟესი რომ ვარ, სამაგიეროდ ისე მთბილა…

18

ფანარი

თავზე გასაკეთებელი სამი ცალი დავკარგე უკვე, სად და როგორ- ერთი მივხვდი მხოლოდ. მეოთხე ახლა მაჩუქეს, ჯერ-ჯერობით სახლში მიდევს და მორიგ ლაშქრობას ელოდება დასაკარგავად.

სტაფილოსფერი მოსახვევი.

DSCI2300

მგონი 7 წელია რც მაქვს, თუ 8… აი ზღვაზე რომ დადიან ხოლმე გოგოები გახვეულები, ისაა, თუმცა მე სხვა ფუნქცია მივეცი. იდეაში არც არაფერში გამოდგება და ამ დროს ლამის ყველაფერში ვიყენებ. დასაფარებლად, მოსახვევად, დასაფენად…

სტაფილოსფერი ჭიქა.

DSC_2213

რკინის კრუშკა უნდა ატარო წესით, კოცონზე წყლის გასაცხელებლად. მაგრამ მე მირჩევნია მსუბუქი რამე მქონდეს და ვინმეს ვემათხოვრებოდე წყალს…. ამ ჭიქამდე ვარდისფერი მქონდა, გამიტყდა თუ დავკარგე…

თავგადასავლების მაძიებლები

ფოტოაპარატი

Nikon D5100, ლინზები 35 მმ 1.8  და 18-105 მმ.  თავისი ჩანთით, რომელსაც იმაზე უკეთესი საწვიმარი აქვს, ვიდრე მე.

DSC_0482

ამასთან, მე არ მაქვს და მინდა

  • დამატებითი პალოები კარვისთვის
  • წყალგაუმტარი საწვიმარი-კურტკა
  • სპეციალური მაისურები, რომელიც ტენს აორთქლებს და მოძრაობას არ ზღუდავს

ნუ, კიდევ ბევრი რამე მინდა, მაგრამ ეს სამი რამ მართლა ძალიან მჭირდება.

ჰხოდა ასე.

ა ხო, კიდევ ძალიან მაგარი უნივერსალური დანა მაქვს და კიდევ ძალიან მაგარი კოვზჩანგალა, რომელიც ძმამ მაჩუქა.

Advertisements

16 thoughts on “ჩემი სალაშქრო აღჭურვილობა

      • ანუ ფოტოაპარატისთვის? 🙂 დავიბენი ცოტა 😉 კიდევ ერთი კითხვა 55-200 როგორ იღებს არქიტექტურას? შეგაწუხე, მაგრამ დილემის წინაშე ვარ.

      • ფოტოაპარტს არ აქვს საწვიმარი, ჩემი საწვიმარი ვიყიდე. 55-200 არამგონია არქიტექტურისთვის კარგი იყოს, ეგ “ზუმიანია” და კაკ მინიმუმ შიდა სივრცეებს ვერ გადაიღებ.

  1. ბათინკებს თუ ერთ წყვილს ყიდულობ, მაღალყელიანი ჯობია. კაი მუხლამდე. შენ რომელიც გიდევს, მაგაში წყალი და თოვლი ჩაგივა ზემოდან. მე მაგაზე უფრო მაღალყელიანი მაქვს და იმაში ჩამდის ხოლმე. თუ ძალიან სიცხეა, ბოტასები და სანდლებიც წავა (რომც დასველდე, არაფერი უჭირს) და თუ ბათინკი გინდა, მაღალი ჯობია.
    პალოები ადვილი საქმეა. სპეცმაისურების საჭიროებას კიდევ ვერ ვხვდები. არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ჩვეულებრივი მაისურები.

  2. რა საყვარელი ხარ ❤ რა მაინტერესებს, თმა ბუნებრივი გაქვს თუ შეღებილი?

  3. ბიჯო მითხარით რა სადარი მაღაზია ან ვაფშე აზრზე არვარ რამე მითხარით კარავი მინდაააა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s