ერთი ხის ამბავი


ადრე, ბევრი წლის წინ სადღაც ვიყავი.  ბევრი რამე შემოვიარეთ, მაგრამ მხოლოდ ორი ადგილი დამამახსოვრდა:

სოფელ ნოსტეს ზემოდან რომ ციხე გადმოყურებს, ცოტას თუ გაიბოდიალებ აი ეს მინდორია, ბევრი ოქროსფერი ფოთლით და მწვანე ბლახებით. განსაკუთრებული ვითომ არაფერი, მაგრამ მზე იყო, თბილოდა და ცხოვრება მიხაროდა.

IMG_5912

მერე რომელიღაცა ეკლესია ვნახეთ. აი მომკალი და სახელს ვერ ვიხსენებ. სამაგიეროდ მსოფლიოში ყველაზე გენიალური ხე ცხოვრობს იმ ეკლესიის ეზოში. ძველისძველი, გაბარჯღული, შემოდგომისფერფოთლებიანი ცაცხვი.  შეგიძლია წამოწვე ძირს და იღო და იღო ფოტოები.

IMG_5929

მიყვარს მე ხეები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს. ცხოველებზე და ფრინველებზე მეტად. წარმოიდგინეთ, რამდენი წელი დგანან ერთ ადგილას, იზრდებიან, ნაირ-ნაირ ამბებს ხედავენ და ისმენენ და თავისთვის, ჩუმად იგროვებენ, მერე კი ერთმანეთში ჩურჩულებენ… არა, კი ვიცი, რომ არ აზროვნებენ, მაგრამ ვისაც გვეფანტაზიორება, გაგვატარეთ…

IMG_5927

თქვენი არ ვიცი და ბავშვობაშ ჩვენ ამ ნაყოფებს ვჭამდით. ეს მრგვალი უნდა გატეხო და შიგნით პატარა კაკალი აქვს. უცნაური გემო აქვს, მოტკბო-მომწარო.

IMG_5931

პ.ს. ცაცხვი ნაგვიანი ხეაო, ვინც იძახის, გადაეცით, რომ სულაც არაა ასე.

პ.პ.ს. აი ამიტომაც არ მიყვარს მარათონული ექსკურსიები. ნახულობ 7-8-10 ძეგლს დღეში. გამახსოვრდება უკეთეს შემთხვევაში 3-4-5…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s