ხვამლის მთა, ნაწილი პირველი ანუ ოპერაცია “თაგვი”


სად მივდიოდით არ მახსოვს, მაგრამ ის გასვლა ჩაიშალა, ხალხის უთავბოლობის გამო. გავბრაზდი, გადავირიე, გადმოვირიე, მაგრამ ორანიზატორმა, გასვლა მაინც შედგებაო, სად არ ვიცი, მაგრამ კიო. ხოდა ასე აღმოვჩნდი დილით დიდუბის ავტოსადგურში საკმაოდ მძიმე რუგზაკით, კარვით, ფოტოაპარატით და ენთუზიაზმით ხელში.

ოთხნი მივდიოდით მეგონა, საბოლოოდ აღმოვჩნდით სამნი- მე, შოდა და ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი. ხატიამ დილით გარკვია, რომ ვეღარ მოდიოდა. ერთადერთი, რაც ვიცოდი, იყო ის, რომ მეთევზე იყო და მონადირე და თეორიულად, გამოცდილი უნდა ყოფილიყო და ყოველი ხუთი ნაბიჯის მერე არ უნდა ეწუწუნა.DSC_5165

მაკდონალდსში ყავა ჩემი არსობისა დავლიე, ბიჭებმა ჭამეს და დავიძარით.

არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე გზაში ძალიან მდუმარე ვარ ხოლმე, შოდა ძალიან მოლაპარაკეა, ხოდა მე რომ ვერ ავყევი, მერე მარშუტკას გამოელაპარაკა და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ოყურეშის ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური ვიღაც გაიცნო, რომელმაც გვითხრა რომ ოყურეშში მიდიოდა და ჩვენც გაგვაყოლებდა, გზას გვასწავლიდა.

სანამ ეს კაცი რამეს მოიფიქრებდა, დანარჩენი მარშუტკა და შოდა იმას ბჭობდა, ხვამლზე რა დაგვრჩენოდა, სხვა კიდევ რა უნდა გვენახა, რომელი მხრიდან ჯობდა ასვლა (კიდე 234 ასასვლელი აქვს მგონი ხვამლს, მე ასე დავასკვენი).

ხო, სანამ ოყურეშში მიხვალ, მანამდე ქუთაისში უნდა ჩახვიდე, მერე მაკდონალდსთან რომ სადგურია, იქიდან ოყურეშის ან ოყურეშისკენ მიმავალ მარშუტკას გაყვე, შუაგზაზე ჩამოხვიდე და ფეხით შეუყვე გრუნტის გზის  საკმაოდ გრძელ აღმართებს, რომლებიც სოფლებზე გადის და საკმაოდ ჩრდილიანი და იოლი ასავლელია. აქ ავტობუსიც დადის, ძველისძველი პაზიკი, მეტი ამ აღმართ-ქვებს რა გაუძლებს, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვიმართლა, გრაფიკს ვერ დავემთხვიეთ.

თუმცა მგონი პიქირით…

ჩამოსვლისას ჩემი რუგზაკი რომ მოვიკიდე, კარავ-პარალონასხმული, იმ კაცს გულზე შემოეყარა და კარავი გამომართვა. კიდევ კარგი, თორემ საჭმლიანად მართლა მძიმე იყო, ძლივს ავიკიდე და თან კატეგორიულად არ ვიმჩნევდი სიმძიმეს.

DSC_5167

ამასობაში ვიღაც მანქანა წამოგვეწია, ბუკებს არიგებდა სკოლებში. მხოლოდ ერთი ადგილი ქონდა და მე, როგორც გოგო, გავყევი ჩემი ჩანთიანად. სკოლამდე ამიყვანა და “ბირჟაზე” ჩამომსვა.

DSC_5170

დაახლოებით 20 წუთი ველოდე დარჩენილებს. მოწყენილობისგან და უსაქმურობისგან ხან სკამი გადავიღე, ხან იქვე ხეები. წაძინება ვცადე, მაგრამ სკამზე ძალიან დიდი ჭიანჭველები დარბოდნენ და გადავიფიქრე.

DSC_5186

მანუალ სეთინგებით ვთამაშობდი და ეს გამომივიდა.

ამასობაში ისინიც გამოჩნდნენ…

DSC_5188

დავიძარით. ძალიან ცხელოდა, უკიდეგანოდ. იმ კეთილმა კაცმა  კაცმა საკუთარ სახლთან გადაუხვია, გზა მიგვასწავლა და წავედით… მინდორამდე რომ მივიდოდით, სასაფლაოსთვის გვერდი უნდა აგვექცია და ბილიკს დავდგომოდით მარჯვნივ. გზაში ვიღაც ბიჭს გადავეყარეთ, გზა დავაზუსტეთ, იმანაც გვიხსნა-გვიხსნა და მერე ბარემ გამოგვყვა, მიხვდა, რომ ვერაფერიც ვერ გავიგეთ. ღობეს რომ გავცდით, მტვრიანი და ცხელი გზა მიიკლაკნებოდა მინდორში, თაკარა მზეში.

DSC_5200

აააი იქ, კლდეზე, საცალფეხო ბილიკია, მაგრამ ამ ჩანთებით თქვენ ვერ გაივლითო, ხელი გაიშვირა და მერე ჩვენს უზარმაზარ ჩანთებს შეხედა ცერად იქ მომუშავე ქალმა.- მაგრამ აი ის “სახელი” საქონელში მიდის, დაელოდეთ და გაგაყოლებთო.

30-40 წლის ქალი იყო, გამხმარი, კაფანდარა.  წუხდა ძალიან, როგორ უნდა აგვეღწია იმდღესვე მწვერვალამდე. თურმე იმ კაცის და ყოფილა, სოფლამდე რომ მოგვიყვანა.

რომ ველოდეთ და აღარ გამოიარა მანქანამ, გზას დავადექით ფეხით. იქვე წყალი ავავსეთ და არ მახოვს რომელმა, მაგრამ რომელიღაცა ბიჭმა გზაში ნაყიდი ლუდის ბოთლი ძირს დააგდო/გაუვარდა და ისე იბუთქა, გულები დაგვისკდა, სანამ მივხვდებოდით რა დავკარგეთ და გულები დაგვწყდებოდა.

ამასობაში, სანამ ვაი-ვიშში ვიყავით, მანქანაც დაგვეწია. მმმ, რა ქვია, უაზი?  აი ყველგანმავალები რომაა ოთხბორბლიანი, ისეთი მანქანით იყვნენ იქაური მაცხოვრებლები, საქონლის მისახედად მიდიოდნენ, რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლებიან თურმე, ზემოთ, ტყეში ყავთ ძროხები. ჩვენ გაგვიმართლა, (ნეტა მერამდენედ იმ დღეს) ჯერის შეცვლის დღე იყო. შევყარეთ ჩანთები, შევხტით უკან “კუზაოში” და წავინჯღერით.

DSC_5194

რასაკვირველია, საქართველოში არსებული ყველა მსგავსი მანქანასავით,  ესეც გაფუჭებული იყო და სადღაციდან გამონაბოლქვებს აპარებდა და საყვარლად დავიწამლეთ, სამაგიეროდ უზარმაზარი მანძილი/დრო მოვიგეთ. კალიასავით აძვრა ყველა აღმართზე და ბილიკზე. ჩვენ ალბათ 2-3 საათი მოვუნდებოდით.

არაო, ისე ვერ გაგიშვებთო, უნდა დავილოცოთო, ესაო, ისაო, გაასავსავეს ხელები ლეჩხუმელებმა. არადა მალე დაბინდდება და ამათი ქოხიდან ჩვენ კიდევ უნდა ვიბოდიალოთ, რომ “ჩვენს” ქოხამდე მივიდეთ, სადაც ღამე უნდა გავათიოთ. კი, როგორ არა, გაგვიშვეს… ყველი-პური-ლობიო-პამიდორი-კიტრი და სუფრაც გაიშალა. ბიჭები მიუსხდნენ, მე მოშორებით დავჯექი, როგორც ნამდვილ ქართულ მანდილოსანს შეეფერებოდა, უფრო სწორად, მინდოდა მალე ავსულიყავით დასაბანაკებლად და ასე უფრო ადვილად შევარდებოდნენ ნამუსზე. თან ძალიან მერიდებოდა, ორი დღის საგზალი ქონდა წამოღებული კაცს და სულ ჩვენ ხომ არ შევუჭამდით.

DSC_5217

როგორც მე მივხვდი, საქონლის “ბინების” ორი დონეა, ზედა და ქვედა. მინიქოხიკები დგას, მიწის იატაკით. ესენი ქვედაში იყვნენ, ჩვენ ზედაში უნდა ავსულიყავით. ხვამლის უცნაური, სწორი ქედი აქედანვე ჩანდა კარგად.

DSC_5210

იქვე წყარო იყო, 50 მეტრში, პირდაპირ ხის ფესვებიდან გადმოდიოდა, ცივ-ცივი და ფუსთა. ღვინიბ ბოთლები ალაგია ქვეშ, ნაგავი არ გეგონოთ. “ცენტრალური” ბილიკიდან ხელმარჯვნივაა გადასახვევი.

DSC_5213

DSC_5220

ხოდა ამ ჭიქით, ძმებო და მეგობრებო…. ღვინო არ ვიცი და ისე, პამიდორს ქონდა ძალიან გემრიელი და ნატურალური პამიდორის გემო.

ა ჰხო, იქვე იშოვებოდა ძალიან გერიელი მგონი ქლიავი, თავს ვერ დავდებ რომ უბრალოდ ტკბილი ტყემალი არ იყო.

DSC_5231

ხოოოოდა მერე ეს ნასვამი ხალხი (დამამშვიდეს, მძღოლი ფხიზელიაო) რისი ხალხი იქნებოდა, ასე უპატრონოდ გავეშვით, შეგვასკუპეს ისევ მანქანაზე და ორ წამში აგვიყვანეს მეორე ქოხამდე. მესერის კარი მოგვიხურეს და გაგვაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში ღია არ დაგვეტოვებინა ჭიშკარი.

DSC_5238

დავანთეთ მონადირული ცეცხლი (შეშა როგორ მოვიპოვეთ, იყოს, არ დავკონკრეტდები), ვჭამეთ (შოდასთან ერთად როცა ხარ  სადმე, ჭამა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება) კარავი არ გავშალეთ, რა აზრი ქონდა. შევსახლდით ქოხში და ვეცადეთ, დაგვეძინა.

DSC_5247

ოთხის ორივე მხარეს ორი სეტკიანი “კრაოტის” პროვოკაცია იდგა. მესამეს ძირს მოუწევდა დაძინება. ნუ კაი…. გადმოვფერთხე ჩემი ლოგინიდან ობობა, გავშალე პარალონი, შევძვერი სპალნიკში, ჩავაქრეთ შუქი (ანუ ფანარი), მოვკალათდი გემრიელად (მიყვარს მე სეტკიანი კრაოტები) და… უცებ მესმის, როგორ დადის რაღაც ჩანთებზე და ცელოფნებს აშარიშურებს. ერთი წავიზმუკუნე, ბავშვებო რაღაც დადის თქო, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება. ნუ კაი… დადის-დადის…. ვზივარ ლოგინზე ცარიელი თვალები და ვიყურები შეშინებული.  უცებ სკუპ და გადმოხტა ძირს ეს შენი რაღაც. ხოოოოდა აქ უკვე ძალიან ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ თაგვი გვყავდა სტუმრად.

თაგვიო?! – წამოხტა კედელა, (ძირს ეძინა) სტაცა ხელი კარავს და გასაშლელად გავიდა. გავეკიდე მეც. გარშემო სულ ხრიოკი იყო, პალოს რომ ვერ ჩაარჭობ… შოდამ კატეგორიული უარი განაცხადა ქოხის დატოვებაზე. შევკარავდით და დავიძინეთ… კი, დაიძინებ, როგორ არა. პერიოდულად ისმის, როგორ ეჩხუბება შოდა თაგვებს და თან რაღაცეებს ესვრის. ამასობაში კი ვიგრძენი, როგორ დაცანცარებდა კარვის კიდესთან რაღაც პატარა, მაგრამ თითი მივუკაკუნე, შეეშინდა და გაჩუმდა.

როგორ იქნა, დავიძინე. უცებ მეღვიძება, იმიტომ რომ კარავი ზანზარებს და კედელა ღრიალებს, თან ხელებს იქნევს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, მაგრამ წამებში მის ზურგსუკან აღმოვჩნდი, კარვის კუთხეში.  (ვიყვირე თუ არა, არ მახსოვს). თურმე თაგუნია ამძვრალა კარვის შიდა ტენტზე და ბადეზე იჯდა. ბუნკერის ვირთხა კი არა, ააი პატარა, ფუნფულა, ტრაკგასიებული მინდვრის თაგუნია იყო. საწყალი, ისე გავუხეთქეთ გული….

ღამის ბოლო აკორდი იყო შოდას ყოვლად საოცარი ღრიალი, რომელმაც ორივე გაგვაღვიძა და ერთმანეთს დავეკითხეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. დავასკვენით, რომ მგელი არა სკვინჩილა, და ისევ დავიძინეთ.

(მერე გავარკვიეთ, რომ ჩანთაში იდო კოპტონი, რომელიც ძალიან უყვართ თაგვებს…)

ჰხოდა მეორე დღეს გავიღვიძეთ ზღაპარში, მაგრამ ეგ მეორე ნაწილში.

ნაწილი მეორე

Advertisements

20 thoughts on “ხვამლის მთა, ნაწილი პირველი ანუ ოპერაცია “თაგვი”

  1. თაგვის ისტორიაზე ისე ვიცინე სლოკინი დამემართა : )))

  2. აუ, შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, მიორმაგდება ასე ხეტიალის სურვილი, მაგრამ თაგვების მიმართ დაუძლეველი ფობია მაქვს. ობობებთან და კალიებთან ერთად დავიძინებ და გავიღვიძებ, მაგრამ თაგვი რომ შემომიძვრეს სადმე, როგორი ფუმფულაც არ უნდა იყოს, არ ვიცი.. ბრრ..

    • კარავში არაფერი არ შემოგიძვრება, ღიას თუ არ დატოვებ. ეს თაგვიც შიდა ტენტზე იჯდა, საიდანაც რომ ვერ შემოვიდა, ზედ აფოფხდა :დ

      • ჰო, მგონი, ადრე წავიკითხე შენს რომელიღაც პოსტში ამაზე :)))
        ამ გაზაფხულზე ვაპირებ ჩემს პირველ პახოდში წასვლას ❤

  3. დორბლები მომდის ისე მინდა სადმე წასვლა 😐

  4. იუმ. მაგ სეტკიან საწოლებზე მეც მაქვს ნაძინები. 🙂 ოღონდ ჩვენ 4-ნი ვიყავით და ჩვენს გარდა კიდე 2 მწყემსი იყო ქოხში. ჰოდა საყვარლად დაგვითმეს ერთი საწოლი. მეორეზე თვითონ დაწვნენ..

    თაგვმა არა და მთელი ღამე ძროხა ენას უსვამდა ამ ქოხს გარედან (არ ვიცი მარილიანი იყო თუ რა გაუსწორდა), შესაბამისად მეც მთელი ღამე დაჭყეტილი მქონდა თვალები :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s