მთის ადამიანები


მთის ადამიანები

ბარად ჩამოსულები

მთასმონატრებულები.

DSC_2332

მთის ადამიანები-

ისეთი ამაყები,

ისეთი ფიცხები,

ისეთი განსხვავებულები და

მაინც ერთნაირები.

DSC_2273

მთის ადამიანები…

მათ სულ ახსოვთ და ეძახით

სახლი, რომელიც მთებში,

ზეცაში დარჩათ

და

სახლი, რომელიც არასოდეს ექნებათ ბარში.

მთის ადამიანები

ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ცხოვრება ეძახით.

იქ, სადაც ჰაერი სიყვარულითაა სავსე

და

დილაობით ღრუბლები სტუმრად ჩამოდიან,

კოშკებს კი  მტრების დაჭრილი ხელები ახსოვთ.

იქ, სადაც სოფლები ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი

ციცაბო ფერდობებზე.

DSC_2542

არა, მე არაფერი.

უბრალოდ, თუშეთი მენატრება სულ, 24/7. იქაური გზები, ჰაერი, ქვები, სიპებით ნაშენი კოშკ-სახლები, ცაში გამოკიდებული გზა და ბილიკები, დათხური, ქონდრის ჩაი, კალტი, ხინკალი. ჩაღმური ლაპარაკი მენატრება კიდევ, და წოური “ქხ”, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

თუშები ყოველ წელს ბრუნდებიან მთაში, ხევსურებს მუდამ ახსოვთ ვისი გორისანი არიან, სვანები არც არასოდეს გამხდარან იძულებულნი, მამა-პაპის სამოსახლო დაეტოვებინათ. მთიულები, მოხევეები…. ჩემს გულში დასამკვიდრებლად ხანდახან სრულიად საკმარისია, მთის ადამიანი იყო, ან მთა გიყვარდეს, იმიტომ რომ აქვთ რაღაც საერთო ასეთ ადამიანებს. თავისუფლება უყვართ, მაგალითად.

Advertisements

9 thoughts on “მთის ადამიანები

  1. მე შენგან წავიღებ სულიერების ნაგლეჯს
    და
    ვიტყვი, რომ ეს არის შენი მთა, ჩემი მთა…

    მე შენგან ავიკრავ მანიაკობის გუდას
    და
    ვიცი, რომ ამისთვის ვიღაცა გამკიცხავს.

    მე – ჩემით,
    შენ – შენი
    ფიცხობით მივყვებით ბილიკებს გრძნობამორეულ ცისაკენ,
    სადაც უჩვენობით ნისლი განმარტოვდა,
    ფიქრმა დაიხია კალთებზე ეს ზამთარიც.

    დღეს თუ ამ ქალაქის ჭვარტლი გვაფერადებს,
    ხვალ ხომ უსათუოდ გვიგრძნობს ნატერფალი?
    ჩემი,
    შენი
    და ჩვენი წინაპრის?!

    თუ კი დღეს არა
    თუ კი ხვალ არა…
    მერე,
    მერე გავიხდით ცას საბილიკოდ 🙂
    შენ არ იდარდო! 🙂

  2. მეც……….მეც ერთ–ერთი ვარ….მთის ადამიანი…….მონატრებული,უზომოდ მონატრებული!!!!!!!!!!!!!!!!! შენ კი საოცრად წერ! აი ისე…გულში რომ ჩაგწვდება თავისი ემოეციებით,სიხალისით,მხიარულობით..ამ შემთხვევაში კი სევდით…..მონატრებით…..<3

  3. აღარ უნდა შემოვიდე ხოლმე შენს ბლოგზე… თორე მერე ყველაფერი ერთიანად მენატრება..
    მთა, ტყე, ბოდიალი, კლდეები, ხევები, წყაროები, მერე თოკები, კარვები, საძილეები, ჭიუხები, დილით ჩაის დალევები, ვიბრამები, ხედები, ხედები, ხედები………

    და მერე მეშლება ნერვები იმაზე რომ მენატრება და მე ვზივარ კომპიუტერთან.. 😦

    • ხოდა ადექი და წადი სადმე, მთაში : ))) და მერე რომ დაბრუნდები აქაც შემოისეირნე :დ

      • ვაპირებ, ვაპირებ და ვეღარ მოვაბი თავი..

        რაც გამოზაფხულდა უკვე 3 ჯგუფთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სადმე წასვლაზე 🙂 მარა ჯერ ბოლომვე ვერავინ დავკერე 😦

        მოკლედ, მეც კაი თავმოუბმელი ვარ 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s