გუნდური მუშაობის სიკეთეები


DSC_1073

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ტყეებში ბოდიალმა მასწავლა, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის ხელში აყვანის მერე, გუნდური მუშაობის საჭიროებაა, ანუ სამი მუშკეტერის პრინციპი. სადაც მე შენ გიჭერ მხარს, შენ მე, ჩვენ ორივე ერთად მესამეს, ის მესამე კი ჩვენ. ჩვენ რაზეც ვთანხმდებით, იმასვე ვაკეთებთ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულები დროებით ვივიწყებთ იმას, რომ მე აი ის მინდორი უფრო მესიმპატიურება გასავლელად, შენ კი აი ის ტყე. მოდი წავიდეთ იქ, სადაც იმწუთას თითქოს ყველზე უფრო ადეკვატურია გზის გაკვლევა.

სინტონზე ჩვენი “ოჯახები” გვაქვს. ანუ რამოდენიმე ადამიანის გაერთიანება, სადაც ვცდილობთ ჩვენი, ჩვენს მიერვე მოგონილი წესებით ვითამაშოთ. ძალიან სახალისოა, როგორც ცდილობს ხუთი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი საერთო ენის გამონახვას და მოქცევის საერთო წესებზე შეთანხმებას.

პახოდებმა იმის გამოცნობაც მასწავლა, ვინ შეიძლება გადაუხვიოს წესებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეთანხმება.

ხოდა ჩავსაფრდი, როგორც ცეცხლოვანი დრაკონი თუ რაღაც ასეთი, ფილმი რომაა.

პრინციპში დიდხანს ლოდინმა არ მომიწია, მოვლენები ზუსტად ისე წავიდა, როგორც ველოდებოდი.

საბედნიეროდ ჩვენ ლაშქრობაში არ ვიყავით და ამის გამო არავინ არ დაზარალებულა. ( ნუ, თითქმის).

ხოდა მე კი მაქვს ახლა ჩელენჯი, მაგრამ თქვენ მაინც გირჩევდით, სანამ ვინმესთან გუნდურ მუშაობას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, რამდენად არის ის ადამიანი მზად, საერთო წესებით ითამაშოს.

პ.ს. ვარდისფერჟაკეტიანი მე ვარ. ვერ ვიტან სხვისი მოსმენისას სკამზე ჯდომას, ამიტომ ან დავდივარ, ან ვდგავარ, ან ფეხმორთხმით ვჯდები.

პ.პ.ს. არა, ჯერ არ გამიფრენია, ტრენინგია ასეთი ტიპის, ძალიან საინტერესო, საფიქრელ და სამუშაო მასალას გაძლევს, მე კიდევ მიყვარს ქექვა. რაც უფრო ღრმად, მით უკეთესი.

 

 

4 thoughts on “გუნდური მუშაობის სიკეთეები

  1. ეს პოსტი რომ წავიკიტხე მეც მომინდა მზიან სახლში დაბრუნება🙂
    შარშან დავდიოდი, მაგრამ წელს კვირა დღეები ვერ გავიმეტე😦

  2. თქვენ მაინც გირჩევდით, სანამ ვინმესთან გუნდურ მუშაობას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, რამდენად არის ის ადამიანი მზად, საერთო წესებით ითამაშოს <<< ხალხს თვითონ არ აქვს გარკვეული უნდათ თუ არა გუნდში მუშაობა; მარტო ერთზე ტყდება ჯოხი ხოლმე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s