როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

Advertisements

64 thoughts on “როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის

  1. მახსოვს შატილში ერთ ადგილას (მერე გავიგეთ რომ ხატი იყო) არ მიგვიშვეს გოგოები და კულტურული შოკი მქონდა :\
    მხოლოდ ბიჭები დასხდნენ იქ და გოგოები შორს წავედით, არადა მხოლოდ იქ იყო ჩრდილი :დ :დ

    ასეთ რაღაცებს აუცილებლად უნდა სცმე პატივი, მე მუცოზე მგონი ბოლომდე ვარ ნამყოფი, მაგრამ სალოცავში არ შევსულვართ გოგოები 🙂

    • ხო, მთაში მკაცრი წესებია, შენ კი იცი მე რა მეამბოხე ვარ, მაგრამ ყოველთვის ვემორჩილები, ვემორჩიელბი რა, მიმაჩნია რომ ძალიან ბუნებრივია. სისხლში მაქვს :დ

      • მეც ვემორჩილები, მიუხედავად იმისა რომ პირწმინდად ბარელი გოგო ვარ ^_^ და პროტესტიც კი არ მიჩნდება ამაზე, მთა, მთაა 🙂

  2. “იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში” – დღეობები, ხატობები , ღრეობები , სიხლიანი სასაკლაოები , და ეს ყველაფერი ეკლესიების, ე.წ. ხატების წინ და უკან

    ჯერ ერთი ის რომ ეგ ყველაფერი მახინჯი “ტრადიციებია” , წარმართული კი არა გონებაშეზღუდულია, მეორე ის რომ როცა 21 საუკუნეში სექსიზმი მძვინვარებს სამარცხვინოა , ყველა სექსისტი იდიოტი და გონებაშეზღუდულია , ყველა იმ ტრადიციის დედა მ******ნ რომელიც სექსიტურია, სექსისტი კაცი კიდევ კაცი არ არის

    ფანატიზმი ქრისტიანული იქნება , მუსლიმური თუ წარმართული ყველა ერთნაირი იდიოტიზმია , ერთნაირი ბოროტების მომტანია და ერთნაირად მიუთითებს შეზღუდულ აზროვნებაზე, გაუნათლებლობაზე და უინტელექტობაზე

    “მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს” – მართალი ხარ , მთაში სხვანარი წესებია და მთაში სხვანაირ ხალხი ცხოვრობს , ბევრად სხვანაირი ვიდრე ბარში, რაც ასე შესამჩნევია ბარში მთაში ეს უკვე კატასტროფის სახეს იღებს, მთაში ბევრი ფანატიკოსი სექსისტი იდიოტი ცხოვრობს , ბევრი მინახავს და ისეთი ხეები არიან როგორი გაწონასწორებული ადამიანიც არ უნდა იყო ნერვებს მოგიშლიან , შეუგნებლები და ხისთვიანები არიან , ჯიუტები და ახირებულები, გაუნათლებლები და ბნელები , ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ და რაღაც უაზრო იდიოტური წესები ტრადიცია ჰგონიათ – უმრავლესობაზეა ლაპარაკი და არა ყველაზე

    ამას თუ გამოაქვეყნებ და ვინმე წაიკითხავს საპასუხოდ ლანძღვა-გინებას არ დაინანებს , რაც მოსალოდნელი რეაქციაა , როცა მიდიხარ ფანატიკოსთან და ეუბნები რომ ფანატიკოსია სრულიად ბუნებრივია რომ მინიმუმ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებს 🙂

    • “ეკლესიების, ე.წ. ხატების წინ და უკან” – ამას ხაზი იმიტომ გავუსვი რომ პატივს არ სცემენ საკუთარ წმინდა ადგილებს მთაში და მერე სხვისგან ითხოვენ , თან როგორ სექსიტურად და მიზოგინურად , ქალის უწმინდურ არსებად მიჩნევა რა მაგარი ტრადიციაა არა ?! გავარტყი ესეთ ტრადიციას

      • საკლავს იმტომ კლავ, რომ ხატს უნდა შეწირო. ეგ ეკლესიის წინ არ შეიძლება დაკვლა. :დ ხატი სულ სხვა რამეა, სულ სხვა წესები მოქმედებს. ხოდა მემგონი შენ ლომისობის შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ.

      • უარგუმენტო უზრდელობაზე პახუსებს არ ვიძლევი, რაც გინდა ის იფიქრე.

    • გამოქვეყნებულია უკვე, შენი აზრიც დაფიქსირებულია. ხისთავიანი, სექსისტი და ყვავი ჩხიკვის მამიდები ყველგან არიან, ცოტა ზედმეტი მოგივიდა ხელების ქნევა :დ

      • ეგ მთელი მთის წესები და ტრადიციები იდიოტიზმია და მეტი არაფერი , მთლიანად სექსისტურია , ზედმეტი ხელების ქნევა კი არა რაც გინდა დაარქვი , ისე ცნობისთვის ქალების უმეტესობა საქართველოში სექსისტია, რომელიც საკუთარი სქესის მიმართ არის დისკრიმინაციული – საქართველო ხომ პარადოქსების სამშობლოა

      • სადმე სხვაგან ამოანთიე ბოღმა და ბალღამი, კარგი? 🙂
        მთის ქალები რომ არიან თავისუფლები და ლაღები, ნეტა ეგეთები ბევრნი იყვნენ ხვაგან 🙂

      • სასაცილოს ვერაფერს ვხედავ სექსიზმში და მახინჯ, იდიოტურ ტრადიციებში , შენ თუ ამაზე გეცინება და გიყვარს რავიცი , კარგი , აღარ შეგაწუხებთ , მომიტევეთ მთიელნო

      • გაგისწორდა, რომ ასეთი განვითარებული ხარ და ამაყად გაიჯახუნე კარები, ხო? :დ

      • ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ , განვითარება და განუვითარებლობა არ მიხსენებია, უბრალოდ ვერაფერს ვხედავ საამაყოს ამ შენს ტრადიციებში , პირიქით , სამარცხვინო და მახინჯია ეგ წესები და ტრადიციები.

        შენ თუ გინდა აპრავე დაუღალავად ეგ შენი საამაყო და ძვირფასი ტრადიციები, მარამზების გაპრავება თუ შენი ჰობია…..

        ისედაც აშკარაა ქართული ტრადიციების უმეტესობა რომ დისკრიმინაციული და უაზროა , იდიოტური და აბსურდულია, მითუმეტეს მთიან რეგიონებში შემორჩენილ-დამახინჯებული და გადაგვარებული ქრისტიანობა-წარმართობა შერეული ცრუმორწმუნეობა.

        განუვითარებელი და ბნელი აზროვნების , მიზოგინიის და სექსიზმის გაპრავება შეურაცხმყოფელია ყველასთვის

        დამცინავად შენ ლაპრაკობ როცა აქეთ დასაცინი ხარ იმის გამო რომ გეამაყება ის რისიც უნდა გრცხვენოდეს, იმედია დაფიქრდები რაღაცეებზე

        აქვე დავსძენ კიდევ ერთხელ – მოვ***ნ ყველა ტრადიცია და წესი რომელიც სექსისზმს და მიზოგინიას ქადაგებს და ქალს მიიჩნევს უწმინდურ არსებად , ზოგადად შეზღუდული აზროვნება და ფანატიზმი არ უნდა ეამაყებოდეს ადამიანს , მითუმეტეს წარმართული და ბნელი წესების ფანატიკოსი მიმდევრები

      • ბოდიში, გულწრფელად მეზარება კედელზე ცერცვის ყრა. მთაში რომაა ხალხი (ქალიც და კაციც) თავისუფალი, ნეტა ეგრე იყოს ყველგან.

      • ცერცვის ყრა ჩემი კომენტარებია, თავისუფლები აზროვნებისგან, განათლებისგან , გენდერული თანასწორობისგან, ცივილიზაციისგან და ჰუმანიზმისგან თავისუფლები, სასაკლაოები, ღრეობა, დღეობა , სექსიზმი , მიზოგინია , სულელური ცრურწმენები და წესები , წარმართობა და ეს ყველაფერი ისე სისხლში გამჯდარი როგორც მუსლიმ ან ქრისტიან ფანატიკოსს რელიგია.

        ოკ, მომიტევეთ “თავისუფალნო”

      • ბუნებრივია რომ გქონდეს აგრესია უაზრო წესების დისკრიმინაციული ტრადიციების და ბნელი ადამიანების მიმართ 😐

        შენ ქალი რომ ხარ არ გიჩნდება აზრი ან ეჭვი რომ რაღაც რიგზე ვერ არის როცა ამ ყველაფერს ხედავ ? 😐

      • თუშეთში წამო რა :დ და რომ ჩამოხვალ მერე მელაპარაკე, აბა ისე ვერ გიხსნი რომ არასოდეს თავი დისკრიმინირებულად და დაჩაგრულად არ მიგრძვნია.

      • ბევრ თუშს ვიცნობ , ბევრთან მქონია ურთიერთობა და ბევრ მთიელს ზოგადად შეზღუდული აზროვნება აქვს და უაზრო წესების ფანატიკოსი დამცველია და იდიოტური ტრადიციების ტრფიალი , მთიან რეგიონებში უფრო მეტად ბნელა ვიდრე დანარჩენ საქართველოში , სვანეთში , თუშეთში , ხევსურეთში , ფშავში თუ ხევში თითქმის ერთი სიტუაციაა , უფრო მეტად ცრუმორწმუნეები და უფრო მეტად წარმართები არიან , ზოგჯერ სექსიზმიც გამოერევა მათ წესებში და ტრადიციებში , თან ამ ყველაფრის ფანატიკურად და ავადმყოფურად სჯერათ , ვაჟა და ყაზბეგიდან დაწყებული ჩოხელით დამთავრებული რამდენმა მთიელმა აღწერა ეს უაზრო და იდიოტური წესები ? ძნელი დასანახია ? უაზრო და იდიოტური წესების ,სასაკლაოების, ცრურწმენების და მიზოგინიის მიმართ თუ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეს არაბუნებრივია ? რავიცი მე კი წავალ და მოგასვენებთ მარა ნუ აპრავებთ და ნუ არეკლამებთ ამ იდიოტიზმს , არაფერი არ არის ამაში საამაყო და საყვარელი , სირცხვილია ეგ და უნდა შეიგნოს ამ ხალხმა

      • მაპატიე, მაგრამ შენ თუ მთის ხალხს ვერ უგებ, არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდულები არიან. დიახ, გვინდა და ასე ვცხოვრობთ, მთა რომ არა, გადაგივლიდნენ ლეკები, ისე როგორც თურქ-სელჩუკებმა გადაუარეს ბარს, სვანეთი რომ არა და მაგათ ივაჟკაცობა, ჩემი ფეხები გექნებოდათ ახლა იმ საგანძურიდან, სვანეთში რომაა და ამაყად რომ იფხორება დანარჩენი საქართველო, ვაჰ რისი პატრონები ვართო. პატრონები არა იხვი, სვანეთმა შემოგვინახა თუ რამე შემოგვინახა. დიახ, მე ჩემს ხატში ცხვარს დავკლავ, შევწირავ და ვიქეიფებ და შენ თუ ამას სასაკლაოს უწოდებ, რასამბობ, ის შენი ღორის მწვადი ევთანაზიითაა გარდაცვლილი, რა :დ ვსე, გვეყოს ამაზე, თუ არ მოგწონს, სხვაგან წადი, სადაც მოგეწონება. 🙂 მე არ მიყვარს ის ადამიანები, ვინც ყველაფერში მხოლდო ცუდს ხედავს.

      • მომიტევეთ აღარ შეგაწუხებთ , ყველაფერში ცუდი არა – რეალობის დანახვაა ეგ

        მთის ხალხს არა – მიზოგინიას , სექსიზმს და ცრურწმენებს ვერ ვუგებ

        სულაც არ მიმაჩნია რომ რამე მაქვს საამაყო ან გასაფხორი როგორც ქართველს – ყველა ადამიანი განურჩევლად ეროვნებისა თანასწორია და როგორც ქართველს ეამაყება ქართველობა ისე ეამაყება სომეხს სომხობა და თურქს თურქობა და ასე შემდეგ – ასე რომ – ნაციონალიზმი და საკუთარი ერის გამორჩეულად აღქმა, სხვა ერებზე აღმატებულად მიჩნევა ფაშიზმია

        რაც შეეხება ხატში ღრეობას , ლოთობას და სასაკლაოს – მე ის ვთქვი რომ საკუთარ სიწმინდეს არ სცემენ პატივს და მერე სხვისგან ითხოვენ თორე ვისაც რა უნდა ის აკეთოს მე რა.

        კარგი, გვეყო და გვეყოს , კარგად მთიელო 🙂

      • ხატში ოდითგან მასე იქცევიან, ეგაა ნორმა და შენი საზომით ნუ ზომავ სხვის ყანას, იმიტომ რომ აპრიორი შეცცდომაში შედიხარ :დ ხოდა მინდა და იმით ვამაყობ რომ რიჟა ვარ და ცაცია, ან კუდი მაბია, რაშუაშია თავის გადაამეტება? ფაშიზმი ცოტა სხვა რამეა, ისევ შენი საზომით გამზომე ახლა 🙂

      • შეგიძლია მითხრა რა არის ხატი ?
        როგორც ვიცი არის ადგილი – სალოცავი სადაც აქვთ თემის მფარველი წმინდანის ხატი , ეს სალოცავიც არის მისი სახელობის და ეს ხატი – ანუ სალოცავი ითვლება ამ თემის მფარველად

        მოკლედ რომ ვთქვათ ეგ არის წარმართობასთან შერწყმული ქრისტიანობა – ქრისტიანულ რელიგიაში კიდევ წმინდა ადგილია სალოცავი , ის ადგილი სადაც ხატები აქვთ და შესაბამისად მისი სიწმინდის შელახვაა იქ სასაკლაოების მოწყობა და ღრეობა , ქეიფი და ლოთობა

        ე.წ. რიჟა – წითური თმა – ადამიანის ბუნებრივობიდან გამომდინარეობს , აი ქალთმოძულეობა და სექსიზმი არ არის ბუნებრივი და ხელოვნურად შეკოწიწებულია მახინჯი ტრადიციების და რელიგიების გავლენით (პატრიარქატული ტრადიციების და იუდაისტური რელიგიების)

        ჩემი საზომი არ არის – ნაციონალიზმი მიდის ფაშიზმმადე – საკუთარი ერის განსაკუთრებულად და სხვა ერებზე აღმატებულად მიჩნევა არის ფაშიზმი

      • შენ არ ხარ მთიელი, შენ რასაც სასაკლაოს ეძახი, ეგ ძღვენის მირთმევაა. და მეორე,კი, ფაშიზმი ეგაა, მე კი ჩემი თავი არსად არაფერზე არ ამიმაღლებია, მე ის მიყვარს, ვინც ვარ და ამას ყოველთვის ხმამაღლა დავაფიქსირებ 🙂

      • შენ გითხრა ვინმემ ფაშისტი ხარო ? ეგ იმაზე ვთქვი რომ ახსენე ქართველობით მოამაყე და გაფხორილი ხალხი .

        ქრისტიანულად ესეა როგორც გითხარი და წარმართობით დამახინჯებული შერყვნილი და წაბილწული ქრისტიანობა სხვა საქმეა (არ ვარ მორწმუნე ქრისტიანულ სწავლებას ვციტირებ 🙂 )

        კაი ეხლა გვეყო და დავიშალეთ , უაზრობამდე გაიშალა ეს დისკუსია. და პირად თავდასხმად ტყუილად მიიღე , მე ადამიანებს კი არ ვუპირისპირდები – მახინჯ და დისკრიმინაციულ ტრადიციებს , ზოგჯერ სულელურს და უაზროსაც

      • ცაციაც იგივე რაც წითურ თმაზე გითხარი და კუდი თუ გაბია ეგ პათოლოგიაა 😉 და მაგით არ ამაყობენ 🙂

      • და საერთოდ, შეურაცხყოფას რომ მაყენებ, მაგდენს ტვინავ საერთოდ? :დ

      • შეურაცხყოფად თუ მიიღე შენი საქმეა ეგ – უმრავლეოსბაზე ვთქვი და არა ყველაზე

        ამ რაღაცეებით ამაყობ და კიდევ მე მეუბნები მოტვინვაზე რამეს ? ან ამ სიცილის სმაილიკებით გამოხატავ შეურაცხყოფილ ადამიანს ?

    • Mtashi rom cxovrobde bevrad sxvagvarad ifiqrebdi…mtashi gonebashezguduli ki ara barshi mcxovrebi umetesobisgan gansxvavebit qartuli sulis shemnaxveli xalxxi cxovrobs…sanam amas dawerdi iqanamde fiqris unari unda gamogeyenebina da gonebashezguduloba shen tavshi ar unda gagemjgavnebina

  3. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ , განვითარება და განუვითარებლობა არ მიხსენებია, უბრალოდ ვერაფერს ვხედავ საამაყოს ამ შენს ტრადიციებში , პირიქით , სამარცხვინო და მახინჯია ეგ წესები და ტრადიციები.

    შენ თუ გინდა აპრავე დაუღალავად ეგ შენი საამაყო და ძვირფასი ტრადიციები, მარამზების გაპრავება თუ შენი ჰობია…..

    ისედაც აშკარაა ქართული ტრადიციების უმეტესობა რომ დისკრიმინაციული და უაზროა , იდიოტური და აბსურდულია, მითუმეტეს მთიან რეგიონებში შემორჩენილ-დამახინჯებული და გადაგვარებული ქრისტიანობა-წარმართობა შერეული ცრუმორწმუნეობა.

    განუვითარებელი და ბნელი აზროვნების , მიზოგინიის და სექსიზმის გაპრავება შეურაცხმყოფელია ყველასთვის

    დამცინავად შენ ლაპრაკობ როცა აქეთ დასაცინი ხარ იმის გამო რომ გეამაყება ის რისიც უნდა გრცხვენოდეს, იმედია დაფიქრდები რაღაცეებზე

    აქვე დავსძენ კიდევ ერთხელ – მოვ***ნ ყველა ტრადიცია და წესი რომელიც სექსისზმს და მიზოგინიას ქადაგებს და ქალს მიიჩნევს უწმინდურ არსებად , ზოგადად შეზღუდული აზროვნება და ფანატიზმი არ უნდა ეამაყებოდეს ადამიანს , მითუმეტეს წარმართული და ბნელი წესების ფანატიკოსი მიმდევრები

    • tavisufali azris gamotqma yvelas sheudzlia magram tavze ki ar unda gaijva shen ro ar mogwons eg arafers ar nishnavs mag bnel wesebs vinc icavda imis damsaxurebaa exla dachrili ro ara gak da alah akbars ro ar gaidzaxi da vigac sheixs yverebs ro fxan ise ki girsi xar mag dgeshi yopiliyavi

      • ესე რომ არ ვარ მთლიანად ქართველი ერის დამსახურებაა და არა რომელიმე კონკრეტული კუთხის – სეპარატისტი ყოფილხარ

        კუთხური ნაციონალიზმე ყველაზე არაქართულია და არაპატრიოტული

        ლოგიკაში და ფანტაზიაში მაგარი ხარ, ესე გააგრძელე 😉

      • mere mteli eris damsaxureba roa eris tradiciebs ro agineb da tradiciebis mimdevrebs vis agineb shen winapreebs??? qartvel gmirebs agineb? isini iyvnen bnelebi da shenaxar ganatlebuli?:D an ra patriotizmze laparakob roca qartul tradiciebs agineb uechveli iegovelebis shemogzavnili xar 😀

      • ერი არ არის რომელიღაც ერთი კუთხის წარმართობაში აზელილი დამახინჯებული აზროვნების მქონე ინდივიდები, მე ტრადიციებს და წინაპრებს არ ვაგინებ, მე ვაკრიტიკებ მახინჯ ფსევდოტრადიციებს და მახინჯ წესებს, ყვერებს შენნაირები ფხანენ ხოლმე თავისნაირ ლატენტურ ჰომოსექსუალებს, იაღოველიც ხარ და იგინე ეხლა რამდენიც გინდა

      • ki ar akritikeb pirdapir agineb mtis tradiciebis mimdevar xalxs internetshi da mere imat sibneleze laparakob tu kritika ginda akritike aravin gishlis mara gineba da sheurawyopa sxva ramea da magitomac eshmakmac gagjimos she anarqisto

    • კულტურაზე და ცივილიაციაზე როცა ლაპარაკობ, როგორც მინიმუმ, სახალხოდ მაინც არ უნდა იგინებოდე, არა?

      • არავითარი ნწუ 🙂

        გინება და ერითი და იმავეს დუჟმორეული ფანატიზმით გამეორება მე პირადად მართლა ულამაზო მგონია. ქალს რომ ხატში არ უშვებენ, იმისგან განსხვავებით. ტაძრის საკურთხეველშიც არ შედიან ქალები, მერე რა? ქალებს აკლდებათ მაგითი რამე თუ ვაჟებს? თუ პანიკის ატეხვა გვინდა, მართლა აღმაშფოთებელიც ბევრი რამ ხდება ჩვენ გარშემო. ისე კი სიმშვიდე და ზრდილობა ყველაფერს ჯობია.

    • მაგ “მახინჯმა” წესებმა მოგიყვანათ აქამდე და კაენი და აბელი მთიელები არ იყვნენ მგონი,არაა????
      სახარებამ ასწავლა წინაპრებს ეგ წესი(ბიბლიამ) :)) როგორც ეხლა მღვდელი გიწესებს რა ჭამო და რა მიგეტევება….
      არც ხინკალი ასხია ხეზე,რო ხეთქავთ და არც ბარი და ქალაქი გექნებოდათ მთის ხალხს(საზღვარზე) ეს სალოცავები რო არ დახმარებოდათ,მათ მიმართ დამოკიდებულება….

      • ცხვრის დაკვლა და ლოცვა ცოდვაა და პიდარასტობა არა?
        ხმალი არ არის ტრადიცია და ომის დროს ტუალეტში დამალვა რა დედამ გასწავლათ ამ ქართველ ვაჟკაცებს…

  4. პერწკლო, მადლობა ამ ჩანაწერისთვის, გამიხარდა შენი ბლოგის არსებობა. და შენი არსებობა ^_^ . თუმცა ამ გამწარებულმა “ქალების დამცველმა” ცოტა არ იყოს გამაოცა. რა თავგამოდებით “გვიცავს” :დ კი მარა რისგან ან ვისგან? ნეტა მართლა ნამდვილი ანახა თუში, ან ფშაველი, ხევსური ან სვანი ქალი მაგას თვალით. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და შენ და შენს ბლოგს კეთილი სურვილებით ვუტოვებ ამ პოსტს.

  5. მთლიანად გადავიკითხე პოსტები. რისთვის ხოცავთ ერთმანეთს. ვერ ვხვდები რაა საჩხუბარი. ტრადიციები რო არ ყოფილიყო საქართველოში ეხლა ან რუსულად ვილაპარაკებდით და ან კიდე ღმერთმა იცის რა ვიქნებოდით. ზოგიერთი ტრადიცია მართლა შეიძლება არ იყოს ისედი გადასარევი და მოსაწონი და გასამეორებელი შეიძლება მაგრამ ვერსად ვერ გაექცევი ამ ყველაფერს, ქართველები ვართ და ასე იქნება სანამ ქართველები გვერქმევა.ქართულ სუფრასთან დამჯდარი წინაპრების სადღეგრძელოს კარგად დალევენ ზოგიერთები ალბათ, ან ცხოვრებაში არ დამჯდარან სუფრასთან და იმიტო ლაპარაკობენ ასე. პატივისცემას ნებისმიერი ადამინი ითხოვს და ნებისმიერის წინაშე მოეთხოვება ადამიანს და რა უპატივცემულობაზეა საერთოდ ლაპარაკი როცა ეგ ტრადიციები რო არ ყოფილიყო ვერც ზედმეტ უაზროდ გულში ჩაკვეხებულ ბოღმას გამოანთხევდა გარეთ, ერთი უბრალო მიზეზის გამო ან იქნებოდა ამ ქვეყნად და ან არა რო არა ეგ ტრადიციები.

    Rusudan Margiani ამ ყველაფერს ქვია საკუთარ თავის და არა მანდილოსნების დაცვა, ისევ საკუთარი თავისგან გამომდიანრე იზავს ადამიანი ამას, აკლია მანდილოსანი იმიტომ რომ ტრადიციების მოყვარული გოგო ტრუსიკს თავზე არ წამოიცმევს და კალთაში არ ჩაუხტება პირველივე თვალჩამკვრელ ბიჭს, თან ამ ყველაფერს ისე გამოხატვაა გადმოტანილი რომ თქვენც კი საკუთარი თავის დამცველად მიიჩნიეთ. ისე შორს ვართ ჯერ კიდე მასეთებისგან, მაგრამ თუ კარგად გაახელ თვალებს და სახლში არ დაელოდები რო ვიღაც მოვა და არიქა შენი ვარო და რაც გინდა მიქენიო არ გეტყვის, არასდროს არ დარჩები ისე და არ გაგიჩნდება იმ ტრადიციების დადანაშაულების სურვილი და საკუთარი სულვილის თუ ხუშტურის თუ რაც გინდა დაარქვის ვერგასწორების გამო.

    P.S. ბოდიში მოვიხდი ვინმეს მიმართ თუ ზედმეტი შემომეთქვა, ვეცადე ზრდილობის ფარგლებს არ გავცლოდი ვიღაც უცნობი ადამიანის მიმართ უპატივცემულობა გამომეხატა. წასვლას ვაპირებ უახლოეს მომავალში იმედია სანამ არ აცივდება მოვასწრებ.
    მადლობა პერწკლ პოსტისა და ყველას კომენტარებისთვის.

  6. აუ რამდნი მიწერია :დ

    P.S. ლანძღვა გინებით შორს ვერ წვალთ, თუმცა რაზეა საუბარი როცა უკუღმა გინებას ვერ გადაეჩვია ხალხი.

  7. Georgian Dreamer, mag tradiciebma shemoinaxa saqartvelo da sanatesaoebi aqamde da traks miachire mtielebs sheuracxyofas nu ayeneb, ro idzaxi ganvitarebuli varo, mtielebi ro ara veraferi ver iqnebodi da sul ar iqnebodi! 599 80 23 24 tu rame mogindeba an mtielebze da mtielebis mtielobaze pretenzi geqneba shevxvdet da uket gavicnot ertmaneti

  8. მე ვეთანხმები Georgian Dreamer-ს. რახან ტრადიციაა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართლებული და მოსაწონია! თქვენი აზრით, მოსაწონია ქალის უწმინდურად შერაცხვა, ბოსელში მშობიარობა და მენსტრუაციის დროს იზოლირება?! თუ მართლა თავისუფლები არიან მთიელი ქალები, როგორც თქვენ ბრძანეთ მაშ რატომ არსებობს რწმენა, რომ ქალმა არ უნდა “წაბილწოს” სალოცავები? აშკარაა, არავითარი ე.წ. “ქალის კულტი” არ არსებობს საქართველოში, არც არასდროს არსებობდა.

    ჰო და კიდევ, საკუთარი შვილის მოკვლა (ხევისბერი გოჩას და მატეო ფალკონეს სინდრომი), სისხლის აღება, პირუტყვის სადისტურად დახოცვა თურმე არაჩვეულებრივი ტრადიციებია! ვერაფერს იტყვი, მშვენიერი “მორალური” ღერძი და ღირებულებები გვქონია ქართველებს.

    კი ბატონო, ნება თქვენია, ჩარჩით წარმართულ დროში და ნახავთ, რა დღე დაგადგებათ. საკუთარი შვილები თუ ცოლები ხანჯლებით დახოცეთ, ნათესავები ვენდეტას გადააყოლეთ, ქალები ბოსლებში დაყარეთ საქონელივით, ცხოველები ჟლიტეთ და სისხლის სუნი დააყენეთ თქვენს გარშემო. მაგაზე მეტად ვერც განვვითარდებით. აი ეს ვართ ქართველები, პირუტყვები, ვითომ “ვაჟკაცები”, ბნელები და სადღაც ჯანდაბაში ჩარჩენილები. ადიოს, ჩემო “თავისუფალო” მეგობრებო.

  9. P.S. “სექსისტი კაცი კიდევ კაცი არ არის”
    მართალი ხარ ჩემო კარგო! ხალხი რომ სიტყვა “ქალს” და “დიაცს” შეურაცხმყოფელად იყენებს და ქალებისადმი ქედმაღლური ზიზღით უსვამს ხაზს ფსევდო-“მამაკაცობას”, მე იმის “რაინდობისა” არაფერი მწამს. არც მატეო ფალკონესებური “სიამაყე” გახლავთ ვაჟკაცობა, რაც მაგ კაცმა გააკეთა, იყო ლაჩრობა და ციხის ღირსი ამაზრზენობა!

  10. “ქალების” კომენტარი კიდევ ერთხელ უჩვენებს ტენდენციას woman’s inhumanity to woman. ეს ერთი. მერე მეორე – ისევე როგორც ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლება არ არის კარგი, არც ყოველი ტრადიციის ბრმად მორჩილებაა საღი აზრის გამოვლინება. აქ არავის მოიყენებია შეურაცხყოფა მთიელებისთვის, გამოთქვეს სამართლიანი პროტესტი ჩამორჩენილობისა და ბარბაროსული წეს-კანონების წინააღმდეგ. თუ ტამპლიერებსავით პატრიარქალური სისტემის ჩარჩოებში ჩაკეტვა გინდათ, ეს თქვენი პრობლემაა.
    აქ არ არის საუბარი, “თავზე ტრუსიკის წამოცმასა” და “კალთაში ჩახტომაზე”, არც იმდაგვარ უგემოვნო, ამაზრზენ, და უხამს გადაცემებს ვამართლებ, სულ ახლახანს რომ გაუშვეს ეკრანზე (უკანალზე მუსიკის ტყაპუნს ვგულისხმობ). საუბარია თანასწორუფლებიან საზოგადოების მშენებლობაზე, რელიგიური ცრურწმენებისაგან გათავისუფლებაზე, რაც არ სურთ ქართველებს, სამწუხაროდ.

  11. ხო და კიდევ, გოგოების კალთაში ჩახტომაზე რომ წუწუნებთ, ქართველი ბიჭების გარყვნილებაზე რატომ არაფერს ამბობთ? აააა ჰო. “მამაკაცური ჰორმონები” აწუხებთ, არა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s