ნუ იქნება ძალადობა


heart violence

ყველა მოძალადე თუ ოდესღაც ძალადობის მსხვერპლი იყო….

მაშინ გამოდის, რომ 17-ში ვინც ირტყმევინებოდა, ოდესღაც მათაც დაარტყეს.

ხოდა მერე დაგროვდა სიძულვილი და ბოღმა და ის ბოღმა, რომელსაც ვერ მიმართავ შენზე ძლიერისკენ, ავტომატურად მიდის შენზე სუსტისკენ, შენზე ღარიბისკენ, შენზე ცოტასკენ… მოკლედ, იმისკენ, ვინც  ხურდას ვერ დაგიბრუნებს და რომც დაგიბრუნოს, შენ იმდენად დიდი და “ძლიერი” ხარ, იმდენად “ბევრი” ხარ, რომ “ვერ მოგერევიან”. ამითი მოძალადის ტრავმები არ იკურნება, უბრალოდ, ზემოდან მეორე, “აი მეც ხო დავარტყი, მე აღარ ვარ ჩაგრული”-ს ფენა ედება. ფუფხივით.

მე მეცოდება მოძალადეები. და მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ ყველა მოძალადე მხდალი და ფლიდია. ბავშვობაში ყველას გეყოლებოდათ ნაცნობი, რომელიც ყველას ატერორებდა, მაგრამ საკმარისი იყო, მწარე ხურდა დაგებრუნებინა, მაშინვე სოროში გარბოდა ან უფროსებთან ჩიოდა. მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა ურტყამენ, ამიტომ მთელი თავგანწირვით ცდილობს, სხვა დაჩაგროს, რომ თვითონ არ დაარტყან.

ბევრი წელი არაა, რაც ვცხოვრობ, მაგრამ ვინც მართლა ძლიერი ვიცი, არასოდეს არავინ არ დაუჩაგრავს, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არავისზე ულაპარაკია სიძულვილის ენით (hate speech). (კუნთების გროვა არ იგულისხმება ძლიერში). მათ არ ჭირდებათ არაფრის მტკიცება. არ ეშინიათ. ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და ცხოვრობენ მშვიდად.

ჩემი აზრით, დღეს ეს მოძალადეები თუ ჰომოსექსუალს ურტყავენ, ხვალ მე დამარტყამენ და შენ.  მათ შიში ამოძრავებთ, შიში კიდევ ძალიან ოხერია. მთავარია, ვინმეს დაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენო, იქნება ეს ჰომოსექსუალი, მეზობლის ბავშვი, რომელმაც ვაშლი მოიპარა შენი ბაღიდან, ზურგჩანთიანი ტურისტი, თმაშეღებილი ბიჭი, მეზობელი, რომელსაც დასაბანი თმა აქვს  თუ უბრალოდ გამვლელი, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა. აქ მთავარი სიძულვილის ამონთხევის ფაქტი იქნება,  კიდევ ერთხელ საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების, რომ ის ძლიერია და არავისი არ ეშინია.

და მე მეშინია.

violence

13 thoughts on “ნუ იქნება ძალადობა

  1. მეც სიბრალულის გრძნობა უფრო გამიჩნდა მათ მიმართ, ვიდრე სიძულვილის…

  2. “ნუ იქნება ძალადობა” – დაახლოებით ისეთივე არაქმედითად და საცოდავად ჟღერს როგორც “ნუ იქნება სიკვდილი”

    თუ გინდა რომ “ძალადობა არ იყოს” ამისათვის რამე უნდა გააკეთო, მაქსიმუმ იბრძოლო მის წინააღმდეგ და მინიმუმ ხელი არ შეუშალო მაინც და მხარდაჭერა გამოხატო, გააცნობიერო რა არის ძალადობის წყარო და საიდან მოდის – სექსისტური, პატრიარქატული და მასკულინური მახინჯი ტრადიციები და და ასევე რელიგიები, და გაუნათლებლობა, თუმცა შენი წინა პოსტიდან საპირისპიროს ამბობ, უფრო მეტიც, შენ გეამაყება ეგ, შენნაირი ადამიანების მართლა არ მესმის😐 თან ხვდები რომ ძალადობა ცუდია და არ მოგწონს და თან საიდან მოდის მაგის აღიარება არ გინდა და ამ ძალადობის სათავეს ეთაყვანები და გეამაყება😐

      • შემოვარდნა და შენ ჩემთან უნდა ნახო ხოლმე -_-

        ლეკიანობა გეგონება😀

        ეგ რა შემოვარდნა იყო

      • ჩემში ეძებ მტერს ?😦

        უნამუსო შედარებაა მაგრამ – ოდესღაც ილიასაც აგინებდნენ

        “ჩემზედ ამბობენ: “ის სიავეს ქართლისას ამბობს..

        ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?”

        ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს –

        ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s