როგორ გავშალო კარავი?


22717_503740986311882_754603328_n

ანუ, თავზე რომ არ დაგვემხოს, წვიმა არ ჩამოგვივიდეს და დილით არ აღმოვაჩინოთ, რომ კარავს ძირს ნახვრეტები აქვს და ჭიანჭველა შემოსეირნებულა.

ვარჩევთ ადგილს

რომელიც უნდა იყოს

  • მე დღემდე მეგონა, რომ სწორ ზედაპირზე უნდა გაშალო (მაქსიმალურად მიახლოებული იდეალურთან), სინამდვილეში კი:  “კარვის გასაშლელად იდეალური რელიეფი არის 5 – 10 % იანი დახრილობის ზედაპირი ;)რატო და… წვიმის შემთხვევაში, იმ შენს იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ზედაპირზე ისეთი გუბე დადგება, რო რავიცი…

    დამრეცი ზედაპირი უზრუნველჰყოფს წყლის გადინებას და თავიდან გვაცილებს ტბაში ჭყუმპალაობას” (ც) დავითაუ წიკლაური, ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი მოლაშქრე.

  • თუ არასწორი ზედაპირია, მაშინ ჯობია უფრო ამაღლებულ ადგილას დასცე ბანაკი
  • ცეცხლისგან მოშორებით, ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს

და არ უნდა იყოს

  •  მაღალი ხის ქვეშ
  • ძქალიან დამრეც ზედაპირზე
  • მდინარეს/ღელეს/წყაროსთან ძალიან ახლოს
  • ზოგადად, ადამიანის საცხოვრებელს ჯობია მოერიდო

და თუ სწორი ზედაპირი არ იშოვება?

მაშინ ვშლით კარავს ისე, რომ დაწოლისას თავი ზემოთ იყოს, ფეხები ქვემოთ.  ფეხებთან ვიდებთ ჩანთას და გვძინავს შედარებით კომფორტულად.  კარვის “გარდიგარდმო” გაშლის შემთხვევაში მთელი ღამე ზედახორა იქნება და  დაცურებული ადამიანები ერთიმეორეს გაჭყლიტავენ.

550px-Assemble-a-Tent-Step-4

გაშლამდე აუცილებლად შეამოწმე, რომ ძირს არანაირი ბასრი და საშიში ქვები/ გადაჭრილი მცენარეები/მინის ნამსხვრევები არ იყოს მიწაზე.  ჯერ ერთი, ძილის დროს შეგაწუხებს ამობურცულობები, თან დიდი შანსია, კარვის ძირი გაიხვრიტოს.

სასარგებლო ინფორმაცია: თუ მიწაზე ძალიან ბევრი ძროხის ფუნაა, ეს ნიშნავს, რომ აქ საძოვარია და დილაუთენია შეიძლება თავზე დაგადგნენ. სვანეთში თან კარავს ვკეცავდი, თან ძროხებს ვეომებოდი, რომლებიც კარვით ინტერესდებოდნენ (მკვეთრი ფერისაა).

ვშლით კარავს

კარვების გაშლის თანმიმდევრობები, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე, მაგრამ არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც სასურველია, რომ დაიცვა:

  • თუ  ეს შენი კარვის “ნათლობაა”, ჯობია ან სახლში გაშალო პირველად, ან ინსტრუქცია წაიღო თან, ან გამოცდილს სთხოვო დახმარება. დახმარება ყველა შემთხვევაში დაგჭირდება, კარვის სწრაფად გაშლას მინიმუმ ორი კაცი ჭირდება.
  • “იატაკის” ოთხივე კუთხე კარგად უნდა იყოს დაჭიმული და პალოები ბოლომდე ჩასული მიწაში. პალოები უნდა ჩავარჭოთ ცერად, წვერით კარვისკენ, და არა ვერტიკალურად. ასე უფრო ძნელად ამოვარდება.
  • Easy Camp tent peg guide_620x300.ashx
  • ზედა და ქვედა ტენტი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. (თუ ეხება, წვიმის ჩამოსვლა იოლდება)
  • თუ კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, ზედა ტენტი შიგნითა მხრიდან დამატებით მაგრდება  კარვის ჯოხებზე.
  • თუ ამინდი უარესდება,  თოკები კარგად უნდა დაიჭიმოს. პალოების ჩასმის პრინციპი აქაც იგივეა.

პალოს ჩარჭობისას თუ ხვდებით, რომ წინააღმდეგობა ხვდება, ძალა (ქვა) არ უნდა დაატანო. კიდევ ცადე, რამოდენიმეჯერ. ნახევრამდე ჩასული ოდნავ შეაჯანჯღარე, მიწი-მოწიე, ეგებ გავიდეს. თუარადა, დაგრეხილი პალოები შეგრჩება.

კარვის კალთა ჩახლართული…

ღმერთმა… კიარადა კარვის შემქმნელმა კარვის კარის ზმეიკა იმიტომ მოიფიქრა, რომ დაკეტილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კარავში შევა: ბუზი, კელა, ფუტკარი, გველი, ხვლიკი, თაგვი, პეპელა, ხოჭო და მოკლედ, ყველაფერი ის, რაც იქვე დაცოცავს, დაფრინავს და დახტის. სუფთა ჰაერის შესასვლელად მხოლოდ ბადის დატოვება სრულიად საკმარისია ხოლმე.

article-2027464-0D7A701800000578-257_634x414

ამ ყველაფრის გაკეთება რასაკვირველია, ყოველთვის არ ხერხდება. ბოლოს თოკები როდის დავჭიმე, არც მახსოვს, არ მჭირდება ხოლმე. მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, რა იცი რა ხდება.

წარმატებები

b39d14f198e0afa81ddffe384c9db3f4

Advertisements

10 thoughts on “როგორ გავშალო კარავი?

  1. ერთი მოკრძალებული შენიშვნა… თუ მიიღებ… 😉

    “სწორ ზედაპირზე (მაქსიმალურად მიახლოებული იდეალურთან)” << ეს უკვე შეცდომაა : )

    კარვის გასაშლელად იდეალური რელიეფი არის 5 – 10 % იანი დახრილობის ზედაპირი 😉

    რატო და… წვიმის შემთხვევაში, იმ შენს იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ზედაპირზე ისეთი გუბე დადგება, რო რავიცი…

    დამრეცი ზედაპირი უზრუნველჰყოფს წყლის გადინებას და თავიდან გვაცილებს ტბაში ჭყუმპალაობას 😉

    _______________________________________________

    კიდევ რამდენიმე რჩევა საკარვე ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით:

    ძალიან მიმზიდველად გამოიყურება ხოლმე პატარა ხევების ბოლოები…. მითუმეტეს როცა ძალიან დაღლილი ხარ.. გეზარება საკარვე ადგილის მოძებნა… მოსწორებული (ოდნავ დამრეციც 😉 ) ადგილი… ამ ხევზე წყალი არ ჩამოდის, მშრალია…. ერთი შეხედვით არაფერი გვიშლის ხელს კარავი აქ გავშალოთ…

    საკმარისია ერთი პატარა წვიმა და ახლომახლო ბორცვებზე მოსული ნალექი შენს კარავთან მოიყრის თავს 😀 😀

    იგივე მიზეზით არ შეიძლება კარვის გაშლა დამშრალი მდინარის კალაპოტში… 😉

    • მადლობა, ძალიან სასარგებლო რჩევებია ^_^ და 5-10 გრადუსს თვალით შენ ვერ გაზომავ და მე ვწვები მინდორზე და თუ კომფორტულია, ვშლი :დ გლეხური მეთოდით :დ

    • ჰო, კიდე, ცოტა რამ ბანაკზე:

      ტუალეტის ამბები კარავიდან/ბანაკიდან არაუახლოეს 50 მეტრისა (მითუმეტეს ზაფხულში)
      რატო?
      საქმე იმაშია, რო ზაფხულში ტყეში ძალიან ბევრი ბუზია, ბუზები კი ექსკრემენტების დიდი მოყვარული პიროვნებები არიან 😀 ჩვენთვის ნაცნობი ფეხებით იღებენ ხოლმე ამ ექსკრემენტის ნაწილს და მიაფრენენ… მერე კი სადაც ჯდებიან, იქვე ტოვებენ (დაჯდომისას ფეხები სჭირდებათ და ძალაუნებურად ტოვებენ “ტვირთს”).

      ჰოდა სტანდარტულ ქართულ ბუზებს ფრენის მაქსიმალური სიშორე აქვთ 50 მეტრი.. შეუსვენებლად ( დაშვების გარეშე) მხოლოდ 50 მეტრის ფრენა შეუძლიათ… ჰოდა ტუალეტი როცა ბანაკიდან (განსაკუთრებით კი საკვებიდან) 55 – 60 მეტრით მაინც არის დაშორებული, 100 % ით ვართ დაზღვეული ჩვენივე ექსკრემენტები მოხვდეს ჩვენს საკვებზე/კარავზე/ცხვირზე და ა.შ.

      ჰო, ტუალეტის ამბები ბანაკიდან ქარის მიმართულების მხარეს… არომატმა რო არ შეგვაწუხოს 😉
      _____________________________________________________________

      ტბიდან/მდორე მდინარიდან კარვის, ბანაკის დაშორება 100 – 150 მეტრი მაინც… რამეთუ ჭაობის კოღოები ესე შორს ვერ მიდიან… ჩვეულებრივი ნესტის კოღოები კი არ არიან ისეთი ცუდი ტიპები, რო სერიოზული დაზიანებები მოგვაყენონ 😉

      ____________________________________________________________________

  2. სასარგებლოა კარავს გარშემო პატარა არხი შემოვავლოთ.. წვიმის წყალი რომ ავაცილოთ.. განსაკუთრებით თუ დახრილზე ვდგამთ კარავს.

  3. კარგი სტატიაა ძაან მარა კარვის გაშლის პროცესი შეიძლებოდა უფრო დეტალურად ყოფილიყო აღწერილი.
    გუშინ ვიყიდე 4 კაციანი კარავი 100 ლარად. სახლში მოვიტანე, ვეწვალე ვეწვალე და ვერაფერი ვავუგე. მიდევს ახლა გვერდით და ვუყურებ ხუთი საათია არ ვიცი რა მოვუხერხო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s