უ-ფესვ-ებო


თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება მთისადმი. მე მიყვარს მთა, მთის ხალხი. ის, რომ შენ მთიელი ხარ, ჩემს თვალში უკვე ერთი პლიუსია, ყოველგვარი პირობითობების გარეშე.

DSC_8220

მე არასოდეს  მყვარებია ამერიკა. ანუ ა.შ.შ.  რაღაცა მეკლდა იმისთვის, რომ მომწონებოდა. და მერე მივხვდი რაც.

იქ უფესვებო ადამიანები ცხოვრობენ. თანამედროვე ამერიკას ფესვები არ აქვს, ის ბოტანიკური ბაღია, რომელიც სხვადასხვა ტყეებში ამოგლეჯილი და შემთხვევით შერჩეული ხეებისგანაა გაკეთებული.

და

კი, ძალიან ლამაზია

მაგრამ

სული არ აქვს.

სოფელში, იქ, სადაც შენი ფესვები ყველაზე ახლოსაა, ცხოვრება უკიდეგანოდ ძნელია. იქ, სადაც ყველამ ყველას  ისტორია იცის და შენს საკუთართან ერთად წინაპრების ცხოვრებაც გაქვს საზიდი მხრებით…. მაგრამ უკიდეგანოდ საინტერესოა თუნდაც ის, რომ ხედავ, როგორ მეორდებიან დიდები ბავშვებში.

გულწრფელად მიკვირს ადამიანს რომ ვეკითხები სადაურია და მან ეს უბრალოდ, არ იცის. ასეთი დიდიც არაა საქართველო, რომ არ იცოდე, საიდან ხარ.

ის ფილმი გახსოვთ ალბათ – შვილიშვილს რომ ჩამოაქვს ბაბუას ფერფლი და თავისთვის უკვირს, ნეტა ვინ დამხვდებაო… და ვაგზალზე, წვიმაში- ქოლგების ტყეს რომ დაინახავს, მდუმარეს. აი ეგაა ფესვები, მეტი კი არაფერი.

მე მეცოდება ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფესვები.

ან იქნებ ისინი უფრო თავისუფლები არიან, ვინც უფესვებოდაა და დაფრინავს, სადაც გაეხარდება?  მას ვერავინ ვერასოდეს მოახვევს თავზე ვერაფერს. ჩვენ ხომ ხშირად გვაწერენ ჩვენი ბებია-ბაბუების ისეთ თვისებებს, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს…

ვინ იცის…

მაგრამ მაინც, სადაც არ უნდა წავიდე, მსოფლიოს რომელ მხარეშიც არ უნდა ვიყო,  მეცოდინება, რომ სადღაც, თუშეთში, ბაბუაჩემის მიერ გაშენებული ტყეა.

თქვენც გექნებათ რამე, მსგავსი ამბავი…

და ეს ჩემი, შენი, ჩვენი ფესვი ღირს იმად, რომ წარსული  ატარო მხრებით.

Advertisements

7 thoughts on “უ-ფესვ-ებო

  1. მთა როგორ მიყვარს, მეც მთიდან ვარ :^_^ ზღვას მთა მირჩევნია, ლაშქრობა, სოკოზე წასვლა, კარავში ძილი ^_^ არ მჯერა რომ 15 ივნისიდან უკვე მთაში მივდივარ ^^

  2. ვერ დაგეთანხმებით… ფესვები და ტრადიციები ყველას აქვს. მათ შორის ამერიკელებსაც.

    რაც შეეხება ტრადიციებს, რომლებიც არის საქართველოში დღეს-დღეისობით აბსოლუტურ უმრავლესობაში გადაგვარებულია.. თუშეთში დღეობა ლოთობა და ღრიანცელია, ქართული ქელეხი (აღოსავლურიც და დასავლურიც) სამარცხვინოა, სული ხელოვნურია, სუფრა პათეტიკური და მლიქვნელურია, ეკლესია გადაგვარებულია…

    ბუნება კია ლამაზი, მაგრამ ეს უკვე ჩვენი დამსახურება არაა…

    რაც გვაქვს მარტო წინაპრების შექმნილი.. ბოლო 2-3 საუკუნეა იშვიათი გამონაკლისების გამო არაფერი შეუქმნია ერს.. ალბათ ვეღარც შექმნის..

    • რო შექმნა, ერი უნდა იყო… ქართველი ერი 1830 იანი წლებიდან გადააშენეს… მართალია, მთაში დღეობა ღრეობად იქცა და ქალაქში ხო საერთოდ აღარ ჩამოისვლება…

      მარა კარგი რამეებიც არის (ახალი თაობა) – მე ვხედავ კარგუა ბალღებს მთაში… ბირჟაზე ჩაცუცქულმა ხალხმაც იკლო და აგრესიაც ნაკლებია უკვე (ოდნავ ნაკლები, მარა მაინც)

      ჰოდა რავი… ეგება და… ჰა? – არა? კაი ))

    • თქვენი მესმის. ალბათ ასვალტიდან ფეხი არ გადაგიბიჯებიათ. მთაში გაზრდილი მთიელი თუ არა ხარ, ამ ტექსტის სიდიდეს ვერ მიხვდები. ფესვები როგორ გექაჩება მთისკენ, ეგაც ძნელი მისახვედრია ქალაქელისთვის. მე ტრადიციულ ქართულ, ფშავლების ოჯახში გავიზარდე და მთელი ცხოვრება მხრებით მიმაქვს ტრადიციები ოჯახისა…… ეს რთული გრძნობაა და ტუ მთიელი არა ხარ, ვერ მიხვდები… (მაპატიეთ).

  3. სათაური და პირველი აბზაცი რომ წავიკითხე რიდერში “მე არასოდეს მყვარებია ამერიკას” ჩათვლით, რატომღაც ვიფიქრე რომ ჩე გევარას მოტოციკლეტისტის დღიურებზე წერდი ამ პოსტს ))) იმიტომ რომ ზუსტად მას აქვს ნათქვამი სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას ასეთი რამ: “ჩვენი მოწოდება, ჭეშმარიტი მოწოდება იყო დედამიწის გზებსა და ზღვებზე მუდმივი ხეტიალი, გარე სამყაროზე უშრეტი ცნობისმოყვარეობით დაკვირვება, ყოველი კუთხის დაყნოსვა, ოღონდ ზედაპირულად, რომ ფესვები არსად გაგვედგა…”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s