ავად-მყოფობა


როგორც წესი, როცა მთელი ქალაქი 39 სიცხით ლოგინებში წევს და გრიპს ებრძვის, მე მაქსიმუმ სურდომ შემაწუხოს და მხოლოდ 10-დან 1 შემთხვევაში მედება ვირუსი.

ამის ფონზე უკიდეგანოდ ძნელია, როცა სერიოზულად ავად ხდები-

თან ზაფხულში

ყველაზე მოპახოდე სეზონზე.

დისკომფორტი რომ ვიგრძენი, ჩავთვალე რომ უბრალოდ გავცივდი/გადავიღალე  და ყურადღება არ მივაქციე, ერთი-ორი-მესამე დღე და მერე მივხვდი, რომ მორიგი ლაშქრობა უნდა გამომეტოვებინა და ექიმთან მივსულიყავი.  ფაქტიურად, წინადღეს ვთქვი უარი და წინადღესვე, პარასკევს წავექიმდი.

ექიმთან რომ მივედი ჩემი ანალიზითურთ, გაუკვირდა, რატომ არ მქონდა ძალიან მაღალი სიცხე. უნდა მქონოდა ან უნდა ამწეოდა. თუ როგორც იყო. მოკლედ, ისეთი სახე ქონდა, რომ გული გადამიქანდა.

ვიყიდე უზარმაზარი (ჩემთვის) თანხის წამლები, (ცალკე საკითხია, რომ ამისთვის სამი აფთიაქის მორბენა მომიწია და ფარმაცევტებთან ჭიდაობამ რომ “აი ეს შემცვლელი მეყიდა”, მაგრამ მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ არც ერთი დასახელება არ უნდა შემეცვალა), მივედი სახლში, შემოვიხვიე თბილი ადიალა, დავიდე გვერდზე თერმომეტრი, ბევრი ჩაი  და დავიწყე ლოდინი. მემგონი მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ჯანდაბამ შემომახვევინა ამ სიცხეში ის მსუქანი ადიალა. თითქოს არ მციოდა, მაგრამ რომ ვდგებოდი აშკარად მამცივნებდა შიგნიდან, უცნაურად.

მქონდა წამლები, სიცხისთვის ნუროფენი და დიმედროლის და ანალგინის ნემსები , ერთი კილო გარგარი (რამე უნდა მეჭამა წამლამდე და საჭმელის ხსენებაც არ მინდოდა), საინტერესო სერიალი გულის გადასაყოლებლად და მეზობელი, რომელმაც ნემსის გაკეთება იცოდა და უკიდეგანოდ მწარე ნემსი.

ცუდი ის კი არ იყო, რომ სულ მარტო ვიყავი, (ონლაინ მხარდაჭერა მეგობრებისგან და ექიმთან ნებისმიერ წვრილმანზე დარეკვა რომ შეგიძლია და თუ რამე  ვინმე უცებ გამოენთება შენს საშველად, კაია, მარა მაინც მარტო ვიყავი),  ცუდი ის იყო, რომ მე ვიყავი ავად, აი მე და არავინ სხვა, რატომ მაინცადამაინც მე? თან რამდენი რამე მქონდა დაგეგმილი და აი ასე, უცებ, ხელის ერთი მოსმით ჩაიყარა წყალში.

illness

ნუ თან პეემესი დაემთხვა და მოსახლეობის მდედრობითმა ნახევარმა იცის, როგორი სევდიანი და საწყალი და გაღიზიანებადი ხარ მაგ დროს და მითუმეტეს, როცა საღნავლი მიზეზი გაქვს კიდევ უფრო კანონიერად ღნავი.

თან წელი ამტკივდა, ისე ამტკივდა რომ ჩასუნთქვისასაც მტკიოდა და ლოგინში რომ ვერ დავიძინე, სავარძელში გადავბარგდი, ვცდილობდი ნაკლებად მესუნთქა და მილიონოცდაშვიდი ფილმი ვნახე. კიდევ აისიც ვნახე, თურმე თბილისშიც თენდება ძალიან ლამაზად.

მეორე-მესამე-მეოთხე  დღეს ნელ-ნელა გამიარა, სიცხეც არ ამწევია (37.2 არ ითვლება), სახლიდანაც გავფოფხდი რამე შეჭმადი რომ მეყიდა, ოპრშაბათს სამსახურშიც წავედი. ნუ მე ხო ძლიერი ორგანიზმი და რამე… რაც პირველი ორი ღამე არ მეძინა, ახლაც კი ვინაზღაურებ, სულ მეძინება.

ახლა ისევ ვსვამ რაცხა დებილობებს, მარა ეგ არაფერი, თავს გადასარევად ვგრძნობ, უბრალოდ დროებით ცივილიზებულ პირობებში, ანუ სახლში ვზივარ შაბათ-კვირაობით და ყველაზე საწყენი აი ზუსტად ისაა, რომ სახლში ვზივარ და ვერავის ვერ ვიტან, ვინც ბლახებიან და ლაშქრობებიან სურათებს დებს. :ცრემლისმოწმენდა:

ყველაფერი იქნება კარგად, უბრალოდ, ახლა ვარ ძალიან სევდიანი და საწყალი და უბლახებო და ვაი მისი ბრალი, ვინც ჩემს კლანჭებს სადმე უადგილოდ გადაეყრება.

პ.ს. აფთიაქში შევესწარი სცენას, როგორ უნიშნავდა ფარმაცევტი გოგო ვიღაცას მკურნალობას: “კონიუნქტივიტი ექნება და მოდი ეს ეს და ეს წაისვას”. წტფ? რამე სხვა რომ ჭირდეს? რა უბედურებაა ეს აფთიაქშიდიაგნოზებისდასმა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s