აი ის ადამიანები, ყოველთვის მართლები რომ არიან


selfishness1

არსებობენ დედამიწაზე ადამიანები, უფრო სწორად, ეგოისტები, რომლებსაც უნდათ ყველა და ყველაფერი, თან ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი მოიწყონ და ნებისმიერ დისკომფორტზე დიდაქტიკურ ტონს ირგებენ და იწყებენ…. ლაპარაკს.   საკუთარი ღირსების შეგრძნებით და იმის ფრქვევით, რომ ის ყველაფერი, რაც მის ინტერესებს და მოთხოვნებს არ ერგება, არასწორია.  მათზე არ მოქმედებს ის ფაქტი, რომ არ უსმენენ, აიგნორებენ.  ყოვლადმართალის ამაყ მზერას გასტყორცნიან სივრცეს და ღრმად ამოიოხრებენ, რამეთუ…

მათ შეუძლიათ ილაპარაკონ გალურჯებამდე, იმდენი, სანამ ჯანდაბას, ოღონდ გაჩუმდეს და კი, კენედიც შენ მოკალი, ხო, ცუდად მოიქეცი, და ხო, ის გემრიელი მსხალიც მისია, მიუხედავად იმისა, რომ ორი საათის წინ მწვადი ჭამა და შენ ორი დღეა საჭმელი არ გიჭამია.

ახლა მე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ისედაც გასაგებია.

უცნაურია, მაგრამ მსგავსი ადამიანები ბევრს მიაჩნია მართლა კარგ ადამიანებად, ალბათ იმიტომ, რომ… შეძახილმა ხე გაახმო.

მე კი… მე რამოდენიმე მსგავსი მეგობრის ცხოვრებიდან კარგად ამოშლის მერე  ცუდი ჩვევა მაქვს, სანამ ჩავთვლი, რომ ადამიანი კარგია, ჯერ ვაკვირდები ხოლმე. თან მართლა ვაკვირდები, და…  შარავანდედიანები, შარავანდედიანები ევრივეარ. აი ის რაღაცნაირი, დიდაქტიკური ტონი მაშინაც კი, როცა ყელამდე ლაფში დგას და იხრჩობა.

ყველაზე ცუდი, რაც ოდესღაც ჩემს თავს გავუკეთე, ის იყო, რომ ზუსტად ასეთი ადამიანის ლაპარაკს ვუსმენდი. იმდენი ხანი ვუსმენდი, რომ კინაღამ მართლა დავიჯერე ის, რასაც მეუბნებოდა. და მერე, როცა ბოლო-ბოლო მივხვდი და გამოვერიდე, ყველანაირ კონტაქტის მცდელობაზე მივაიგნორე და ბოლოს მივწერე რომ აღარასოდეს მოეწერა, პასუხად ის მივიღე, რომ ოდესმე მივხვდები, როგორ ცუდად ვიქცევი.

პატარა რჩევა: ზემოთაღწერილ ადამიანებს თუ გადაეყრებით, მოწყდით ადგილიდან და არ მოიხედოთ, სანამ მათი ბუნდღაც არ გაქრება დედამიწიდან.

2 thoughts on “აი ის ადამიანები, ყოველთვის მართლები რომ არიან

  1. იცი სულ ვამბობი პრობლემას არ უნდა გაექცე ,თუ შექწევს ძალა იმის, რომ გამოასწორო.ამ შემთხვევაში კი ნამდვილად უნდა გაიქცე . ეგოისტებს მხოლოდ მათზე უარესი ეგოისტები მოერევიან და გამოასწორებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s