სულმთლად ახლებური ცხოვრება


fallen_angel_by_SuzyTheButcher

  • მე ვეღარ მოვიკიდებ ზურგზე რუგზაკს
  • მე ვეღარ გავივლი დღეში 15 კილომეტრს და მეტს
  • ვეღარ ავალ მყინვარწვერზე
  •  ვეღარ გადავალ ხევსურეთიდან თუშეთში აწუნთის უღელტეხილით
  •  ვეღარ შემოვივლი ფეხით ხდის ხეობას
  • ვეღარ ვივლი ავტოსტოპით და სადაც დამიღამდება, იქ ვეღარ გავითენებ
  • კატიწვერას, ტობას და ტანიეს ტბას ვერასოდეს ვნახავ
  • ვერც მეტეოზე ავალ
  • სუნთქვის შეკვრამდე ლამაზი, ხელუხლებელი და უკაცური მთების ხედებს ვერ ვნახავ

დაახლოებით ერთი კვირაა, ვწევარ და ვფიქრობ, როგორ და როდის მოვახერხე ხერხემლის დაზიანება. კიდევ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ყველაფრის გარეშე. ჯერ-ჯერობით პასუხი არ მაქვს.  იმდენად სასოწარკვეთილი ვარ, რომ ემოციაც კი არ მაქვს და უბრალოდ, ველოდები წელის ტკივილი როდის გამივლის. გარინდებული ვარ და ველოდები, როდის გადახარშავს ჩემი ტვინი ამ ინფორმაციას.

არა, ბოდიალს არ შევწყვეტ. მაგრამ ეს იქნება ექსკურსიები და ჯიპ-ტურები. ისეთები, რასაც ფიზიკური დატვირთვა არ ჭირდება. აი მაგალითად, ნუნისშიც კი ვეღარ წავალ, ან ბირთვისებში, იმიტომ რომ ჩანთას ჩემს მაგიერ არავინ მოიკიდებს.

ბლოგზე…. შარშანდელი ბოდიალის 5%-ც კი არ წერია აქ… დასაწერი კიდევ ბევრია, უბრალოდ, სულ მეზარებოდა და ახლა დრო გამომიჩნდა, რა ირონიაა.

  • დიაგნოზი: ლ4 დისკის პროტრუზია. მილიმეტრები რატომღაც არ წერია. საოპერაციო არაა. ფიზიო-დაჭიმვები და ამპლიპულსი. და კიდევ ქამარი. ქამარი არ მეტყობა, უბრალოდ, თითქოს ცოტა მოვსუქდი კაბებში. ნელ-ნელა გაგივლისო. მაგრამ არანაირი პახოდებიო. არც იმ წელს თქო?- ჰმ, ოპერაცია გინდა-ო? მივჩმორდი და წამოვედი.

პრინციპში, ისიც კი არ ვიცი, ვის უნდა მივაკითხო ამ პრობლემით, რომ კომპლექსურად მიმკურნალოს და მირჩიოს რა/როგორ გავაკეთო. იოგა/ვარჯიშები/ცურვა/მასაჟები რა შეიძლება და რა არა, ან როგორ. მარტო წამლები და ფიზიო არ მაკმაყოფილებს და არ მგონია საკმარისი.

და კიდევ

რამე სხვა მჭირდება ბედნიერებისთვის, ყველაფერი რომ არ განაცრისფერდეს.

და

ძალიან მინდა თუშეთში, მთებში. ნამდვილში. კრისტალურად სუფთა და ცინცხალი ჰაერის ჩასუნთქვა მინდა, ცივის და იმდენად კაშკაშასი, ფილტვებს რომ გიწვავს და სიცოცხლით გავსებს.

არადა 9 აგვისტოს სვანეთში უნდა წავსულიყავი.

Advertisements

10 thoughts on “სულმთლად ახლებური ცხოვრება

  1. გამოსავალი არსებობს, იყიდე შენი ცხენი, აჰკიდე ზურგჩანთა და ნელა ნელა იბოდიალეთ ერთად : ))))) არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები!

  2. გულს ნუ გაიტეხ, მაინც იხეტიალებ მართალია ცოტა მსუბუქად მაგრამ მაინც…. ჯანმრთელობა რომ დიდი განძია არავისგან გესწავლება ასე მგონია!

  3. პერწკლი განვიცადე შენი ამბავი.ჩორვენმა კარგი გირჩია მარა ძვირზე გახვალ.ისევ ჯიპი და მარტივი მარშრუტები

  4. ძნელია, თქვა უარი იმაზე, რაც ძალიან გიყვარს და რაც შენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუნდაც კომპრომისული. მე, მაგალითად, ასაკი და ოჯახური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, ისე ვიბოდიალო, მე რომ გამეხარდებოდა, მაგრამ მაინც რაღაცას ვახერხებ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ასე,რომ, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ!!! ამ ქვეყნად ბეეეეეეეევრად უფრო მძიმე ნევროლოგიური დაავადებები არსებობს, თანაც უკურნებელი, ამიტომ L4 დისკის პროტრუზია დეპრესიას ნუ დაგმართებს:):):). ბოლო-ბოლო,შენც იცი, კიდურებამპუტირებული ჩემპიონები და მფრინავებიც არსებობენ!!! შენ კი ძლიერი ადამიანი ხარ, თანაც თუში!!!

  5. შით.. გამიტყდა! მარა ხო იცი პროტრუზიითაც და უპროტრუზიოთაც მაინც პერწკლი ხარ 🙂 ყველაფერს გააკეთებ, რაც გინდა და რაც მოგწონს ი ვსიო..

  6. გული მეტკინა. არც გიცნობ მაგრამ ფაქტია რო ძალიან მეწყინა. არადა მშურს შენი.. შენს მაგიოვრად მე მეწყინება თუ შეეშვი ამ ყველაფერს. ეგ არაფერი ცოტა ხანში ჯიგრულად იქნები და იბოდიალებ ისევ 🙂 ჩანთასაც აჰკიდებ ვინმეს ( ყოველი შემთხვევისათვის ძალა რო არ დაიყენო (მონახავ ჯერ თუ არ მოგინახავს :დ )) და შეგიძლია იარო ამაყად მერე 🙂 გისურვებ გამოჯანმრთელებას და კიდე ბევრ ადგილას წასვლას და შესაბამისად დაპოსტვასაც დიდი ხანია ასეთი საინტერესო არაფერი მინახავს ინეტში 🙂

  7. პერ, ეხლა ვნახე შემთხვევით ეს პოსტი (ტანიეს ტბაზე ვეძებდი google-ში და შენი ბლოგიც გამოჩნდა).

    – ახლა წელიწადზე მეტია გასული და დარწმუნებული ვარ კიდევაც გადახარშული გექნება ეს ამბავი და კიდევაც ყოჩაღობ ! 😉

    მე თავად მაქ L3-L4 -ზე თიაქარი + დისკოზი. სამი თვეა რაც გავიგე. და დაახლოებით ესეთი განცდა მქონდა, რასაც აქ ვკითხულობ.

    სამწუხაროდ სირბილი შევწყვიტე. ამეკრძალა ხტომა, განსაკუთრებით – თხილამურით ტრამპლინებზე, კლდეზე ცოცვა და ყველაფერი რაც ხერხემლის რყევას იწვევს. უი და კიდევ ჩემი საყვარელი weight lifting-იც – 3-3 კილოიან განტელზე მეტი არაო.

    თუმცა მთა – ლაშქრობა და ზურგჩანთა – ძველებურად. სიარული უხდება წელსო. წელს მყინვარიც ძალაშია.

    ასე რომ – შეუტიე , ხოდა კიდევ – ცურვა – ძალიან მაგარი სპორტია, რაშიც დავრწმუნდი:)

    ვარჯიში და მთაში სიარული ძველებურად, მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას – წელს მიაქციე ყურადღება და ისეთი სავარჯიშოები შეარჩიე, სადაც წელზე ნაკლები დატვირთვა მოდის.
    წარმატებები და ბევრი ბედნიერი დღე! :* თავგადასავლები წინაა! 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s