გზის შიში და სხვა წვრილმანები


 

DSC_2273თემა პირველი

რაც ავარიაში მოვყევი, ისტერიულად მეშინია გზის.

უფრო ზუსტად, უცნობი მძღოლების. ჩემს ძმას თავისუფლად მივყვები თელავში, ყოვლად რელაქსირებული,  იგივე გზაზე ტაქსით მგზავრობისას (გომბორზე) მუდმივად დაძაბული ვარ.

რომ დამერხა მაშინ მივხვდი, როცა ღამის მატარებელში მჯდომს მატარებლის უეცარ შეხტომაზე გული გადამიქანდა ვვარდებით თქო, არადა უკიდეგანოდ მიყვარს მატარებლით მგზავრობა.

ხან იმაზეც მეფიქრება, რანაირად დავბოდიალობდი ასე უშიშრად ისეთ ადგილებში, ახლა რომ მახსენდება მუხლები მიკანკალებს.

ხოდა უკანა გზაზე ზღვიდან, მარშუტკით წამოვედით. გზაზე მხოლოდ კითხვამ გამაძლებინა, ჩავყავი ცხვირი წიგნში და აღარც ამომიყვია სანამ ოკრიბა არ დავინახე. ყველა, ნებისმიერ მგზავრობაზე, თუ უცნობი მძღოლი ზის, რომელიც არასოდეს მინახავს და არ ვიცი როგორ დაყავს, მცირეოდენი პანიკა მეწყება, არადა ადრე არასოდეს არ მჭირდა ასე.

თუშეთის წასვლა რომ ვერ მოვახერხე, უკიდეგანოდ დამწყდა გული, და ცოტა ხნის მერე გულისდაწყვეტის უკან აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქვეცნობიერ მეს უხაროდა, იმ გზას უცნობთან ერთად რომ გაივლიდა. გამივლის იმედია, ჯერ ერთი წელი არ გასულა.

თემა მეორე

ქართველი მამრებს და განებივრებულობას წავაწყდი ამასწინათ, მერამდენედ, და…

გულწრფელად: მე მხოლოდ მაშინ ვზრუნავ ადამიანებზე, როცა ამის სურვილს მიჩენენ, ან მთხოვენ და ვხედავ რომ თვითონ ვერ აკეთებენ.  იცი, არავინ არაა ვალდებული არავის წინაშე, აი ასე, აიღოს და მოგიაროს. არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ და ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავენ, კი, მაგრამ მე ვერ. და არ. ამისთვის სურვილი უნდა მქონდეს. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გარშემო ყველა მამრობითი სქესის ადამიანის მოვლაზე დახარჯო. ბოლო-ბოლო საკუთარი თავისთვის ჩაის დასხმას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, ან ნასკის მოძებნას, მითუმეტეს მაშინ, როცა მე წელი მტკივა და ზედმეტად საკუთარი თავისთვისაც კი ვერ ვირჯები.

პ.ს. სამაგიეროდ, თუ ვიზრუნე, გდაგყვებით თან.  :დ

 

თემა მესამე

ზღვაზე და მზეზე

ხოდა ათი დღე ვიყავი ქობულეთში. იაფად. და პრინციპში ცუდად არა. ინტენსიურად ვისვამდი დამცავ კრემებს და ერთადერთხელ დავრჩი პირველ საათამდე მზეზე. შედეგად მაქვს ღია, მაგრამ ლამაზი ფერი ყოველგვარი ატყავებების გარეშე. ამდენი ხანი არასოდეს ვყოფილვარ, მაინცადამაინც არ მიყვარს ზღვა, და ალბათ ამიტომაც გამიკვირდა ის, რომ 6 თვის-წლის-ორი წლის ბავშვები დღის თორმეტ საათზე, ყოველგვარი დამცავი კრემებს გარეშე ბანაობდნენ და თაკარა მზეზე იჯდნენ. მემგონი ის დროა, სიგარეტის ანტირეკლამის მაგიერ შუადღის მზის ანტირეკლამა დავიწყოთ.

თემა მეოთხე

ჩემს ცხოვრებაში კაი ამბები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ლუწი წლის ვარ. სამაგიეროდ 2013 არ მომწონს… ჰხოდა, ახალი წლიდან კაი ამბები იქნებ ჩემსკენ, თითები გადააჯვარედინეთ და ხეპი-ხეპი მისურვეთ რა :დ

გკოცნით-გეხვევით თქვენი წელატკიებული პერწკლი.

პ.ს. წელმა თითქმის გამიარა, აღარ მტკივა, თუ ძალიან არ გადავტვირთე ან დავიძაბე. მზეზე ხვლიკივით წოლამ უფრო მიშველა მემგონი, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად აღებულმა.

Advertisements

2 thoughts on “გზის შიში და სხვა წვრილმანები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s