როცა მაცვია ის, რაც მინდა


ღია ყავისფერი ბათინკი, ლურჯი ჯინსი, წითელ-ყვითელ-ლურჯ-შავ-ვარდისფერი ჭრელი ზედა, ვარდისფერი ჟაკეტი, თეთრ-ყავისფერი კოპლებიანი პლაში და შაბიამნისფერისმსგავსი შარფი მეცვა დღეს და ამ აბრაკადაბრაში და გაფრიელებულობაში ისე კარგად ვგრძნობდი თავს რომ უბრალოდ ტეხავდა იმიტომ რომ იდეაში ეგ ყველაფერი ერთმანეთს არ უხდება მარა დილას ძალიან მეჩქარებოდა და ახლოს ეგენი იდო და აი მომკალი და მე ძალიანაც ვახდენდი. უი ხო, სტაფილოსფერი თმა დამავიწყდა.

სტატუსად დავწერე  და მერე მივხვდი, რომ ბლოგზეც უნდა დამედო.

დილიდან გენიალურ ხასიათზე ვიყავი, ვიყავი, ვიყავი…. უყავოდაც კი. მიკვირდა, სანამ სარკეში საკუთარი თავი არ დავაფიქსირე, ყოვლად საოცარ ფერებში და ფაქტურებში, შიფონიდან ნაქსოვამდე და ჭრელიდან კოპლამდე და ბეწვამდე.

ჩაცმულობა იყო ჭრელი, თაფისუფალი, ლამის ცხრაფენიანი და ყოვლად მოფრიალებული, ანუ არსად არ მიჭერდა. შარფიც, რომელსაც სულ ვისწორებ ხოლმე, თავისუფლად დაფრიალობდა.

წინა ტრენინგზე ვიხსენებდი რა არ მიყვარს და პირველი ეს გამახსენდა: ტანსაცმელი თუ მიჭერს, ლამის ცხოვრება მეზღუდება და ვერ ვმოძრაობ და მაღიზიანებს, ამიტომ ყველაფერი განიერი მაცვია და ვგიჟდები ფართხუნაზე და ელასტიკებზე. განსაკუთრებით ზამთარში, როცა რამოდენიმე კილოს ვიმატებ და თავი პატარა ვარდისფერი გოჭი მგონია.

ხოდა, იმის თქმა მინდოდა, ასეთმა ელემენტარულმა რამემ თურმე როგორ შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი.

განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ ადამიანს ბევრი ეუბნება რომ რაცხა უცნაურად აცვია და სულ ცდილობს რომ შეხამებულად და ადეკვატურად ჩაიცვას.  და არ გამოსდის. უფრო სწორად, მგონი გამომდის, მაგრამ სარკეში ჩახედვისას ვიღაც გოგო მიყურებს ხოლმე, დღეს კიდევ თმაგაჩეჩილი პერწკლი მიყურებდა.

სამწუხაროდ ფოტო არ გადამიღია, თუმცა დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, პოლივორზე მოვძებნე შედარებით მსგავსი რამეები, თუმცა ჩემები ბევრად უფრო საყვარლებია და მხიარულფერებიანები:

Untitled

აქ რაღაც ძალიან აკადემიურად გამოვიდა დალაგებული და ისე ყოვლად აჩეჩილი უნდა წარმოიდგინოთ :დ

ჰხოდა ასე, be free, და უნდა გეცვას ის რაც გინდა და ხანდახან ამ სტერეოტიპებიდან ამოვარდნაც მომნატრებია ^_^

პ.ს. არა, სტანდარტულ სტილშიც კარგად ვგრძნობ თავს და ვირგებ, მარა ეს აბრაკადაბრულობა რულზ ^^

p.p.s. განწყობისთვის

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

One thought on “როცა მაცვია ის, რაც მინდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s