მინდა


DSC_1703

ზღვაზე მინდა ვიყო, ადრიან დილით, მზე ანათებდეს, მე ვიწვე, ზღვას ვუყურებდე, ტალღებს ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე,.

DSC_2213

თუშეთში მინდა ვიყო, ადრიანი დილა თენდებოდეს, ჰაერი იყოს ცინცხალი და ცივი, ჩემი მწვანე ჟაკეტი მეცვას, სალაშქრო ბათინკები და თბილი ელასტიკი, გაყინულ ხელებს და ცხვირს ყავის ჭიქაზე ვითბობდე და ხეობიდან აოსულ ნისლებს ვუყურებდე

tumblr_lnk96go2E91qhhdqno1_500_large

შემოდგომა მინდა იყოს, თბილი, მზიანი, ყვითელფოთლებიანი. სადმე სოფელში ვიყო, ხის აივანზე, მწიფე ყურძენს ვწყვეტდე ტალავერიდან, აივანზე ზაფრანა და სიმინდი შრებოდეს, პლედშემოხვეული და ფერადნასკებიანი, მშვიდად ვკითხულობდე ჯეინ ოსტინის რომელიმე რომანს.

DSC_0211

ბავშვი მინდა ვიყო, ალვანში, ზაფხულის არდადეგებზე მყოფი, ჭექაქუხილობდეს, კოკისპირულად წვიმდეს,  ძველის სახლის ხის აივნის ციცაბო კიბის ზედა, ყველაზე განიერ საფეხურზე ვიჯდე და ჰაერში წვიმისს სუნი იდგეს და გადაღებას სულმოუთქმელად ველოდებოდე.

IMG_4210

კოკისპირულად წვიმდეს, მე ფანჯრის განიერ რაფაზე ვიჯდე, ფანჯარა პტარა, მყუდრო ქუჩაზე გადიოდეს და ვაკვირდებოდე, როგორ წვიმს, როგორ მოდიან ნიაღვარები, როგორ დარბიან წვეთები მინაზე და გამვლელები ქუჩაში.

IMG_5929

მანდარინის ბაღი მინდა ვნახო, ხელში კალათა დავიჭირო და ბევრიბევრი მანდარინი დავკრიფო. არასოდეს  მინახავს მანდრინი ხეზე.

ამწუთას ესენი მინდა, მერე კიდევ მოვიფიქრებ

6 thoughts on “მინდა

  1. მე ხარაგაულში მინდა. აი, შენ რო ფოტო გაქვს მსგავსი ხედია ჩემი აივნიდან. სარწეველა სკამში ვიჯდე და გვერდით ბებოს მოდუღებული ყავა მედგას🙂

  2. გამარჯობა, როგორ ხარ? ხშირად ვკითხულობ შენ პოსტებს. რაღაც მაინტერესებს და როგორ შემიძლია დაგეკონტაქტო? ფეისბუქზე თუ ხარ ან სკაიპში?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s