ცხოვრება, კხმ, მგზავრობა მეტრომანის გარეშე


У меня классический женский гардероб:
1. Надеть нечего.
2. Вешать некуда.
3. Выкинуть жалко.

ხოდა, დილას შავ პიჯაკს, ჭრელ კურტკას და კოპლებიან პლაშს შორის არჩევანის გაკეთებისას საერთოდ გადამავიწყდა ის, რომ ბარათი ჩანთაში კი არა, პლაშში მედო. ჩავიცვი შავი პიჯაკი (თეთრ პერანგს მოუხდა) და მარშუტკაში ქინდლი რომ დავიჭირე და ავტომატურად ბარათი უნდა მომეძებნა, ფაფუ.  გადავაქოთე ჩანთა- მაინც ფაფუ.  კარგი. მოვქექე ხურდები, ვიპოვე ლარიანი და ჩასვლისას კინაღამ ხურდის გამორთმევა დამავიწყდა.

girl-counting-coins-e1298647425131

სამსახურის მერე მეტროთი გავალ იქ, თქო ვიფიქრე, მაგრამ მეტროში ბარათის გარეშე ვერ გავიდოდი, მათხოვრობა მეზარებოდა, ამოვიოხრე და ავტობუსში ავედი. კარგა ხანი ხურდა ვაკოწიწე, მოვაკოწიწე და ავიღე ბილეთი. (კიდევ კარგი, თორემ კონტროლიორი ამოვიდა).   მოვახერხე და გაჩერებას გავცდი (არ იკითხოთ ხოლემ მგზავრობისას) და უკან მოვბრუნდი, ისევ ხურდის ჩხრიალით.

შეხვედრიდან გამოსულს მარშუტკამ არ გამიჩერა და იევ ავტობუსი. ამჯერად 10-თეთრიანები მოვძებნე ჩანთის ძირში. დელისამდე მივედი და იქ გამიჩერა 149-მ. დამჯდარი არ ვიყავი რომ ისევ ხურდის ქექვა გავაგრძელე. ოცთეთრიანები დამიბრუნა სიმინდის გამყიდველმა ბებიამ და ისინი მივეცი, ხურდის მოცემა რომ არ დაჭირვებოდა მძღოლს.

ასეთი ჩხარაჩხურა დღე კაი ხანია არ მქონია.

woman-money-cash-coins

 

ამ დღის მანძილზე ვაჩხრიალე უამრავი ხურდა, დავხარჯე უფრო მეტი, ვიდრე ბარათის გამოყენების შემთხვევაში, მოვანდომე მეტი დრო მძღოლებთან და ბილეთის აპარატებთან კომუნიკაციას და საერთოდ ვერ ჩავედი მეტროში.

და ამ დროს არის ხალხი, რომელიც ამ ბარათის გარეშე დადის, მეტროს თუ არ ჩავთვლით. რანაირად, კიმარა, ან არ ეზარებათ?

მერე სახლში მოვედი, მოვძებნე სამგზავრო ბარათი, ჩავეხუტე და ჩანთაში ყველაზე საიმედო ჯიბეში მოვათავსე და შევპირდი, რომ აღარასოდეს დამრჩება სახლში.

 

Advertisements

2 thoughts on “ცხოვრება, კხმ, მგზავრობა მეტრომანის გარეშე

  1. Es ra sashineli transportuli mdgomareobaa mand, ukve daviwyebuli mqonda.
    Davushvat adamiani droebit chamovida an turistia, metros bileti zalit unda aigos? Romelma geniosma moigona.
    Titqos adamianebs ise advili cxovreba hqondet mand, rom kidev meti sirtule ar daumaton.

    Ukacravad latinuri shriftistvis, shens blogs chemi antikuri kompi sul “chedavs” da telefonshi kidev qartuli shrifti ar maqvs.

    • სოფი, უნდა აიღო და მერე უკან იბრუნებენ და ორ ლარსაც გიბრუნებენ რარაც ვადით, რამდენადაც მე ვიცი, ტურისტებისგან :დ და ისე კი, საშნელებაა, უნდა ეხვეწო ვინმეს რომ 50 თეთრი მიცე და გაგატაროს. არაუშავს შრიფტი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s