ცუდი მეხსიერება


აი ის მომენტი, როცა იცი, რომ გაბრაზებული ხარ ადამიანზე, მაგრამ აღარ გახსოვს, რატომ

ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, რამდენიმეჯერ მომსვლია მსგავსი რამე, განსაკუთრებით ექსებთან. თან რატომღაც ძალიან “მიმართლებდა” და ყოველი ასეთი შემთხვევის მერე დეტალურად ვისმენდი, რატომ არ უნდა გავბრაზებულიყავი. არადა აი მახსოვდა რომ მაგრად მიქარეს, თან საკვანძო, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში და უკიდეგანოდ მეწყინა, მაგრამ რა მეწყინა, ეგ არ მახსოვდა ასე, დეტალებში… ემოცია რჩებოდა სამაგიეროდ.

DSC_5760

ჰხოდა, რაშუაში იყო ახლა ეს და ამ მეხსიერების არქონას აკომპენსირებს ჩემი ტაქტილური და ყნოსვითი მეხსიერება. დედაჩემი ნერვიულობს ხოლმე, ალერგიული ხარ სუნებზეო. ალერგიული კი არ ვარ, მაგრამ ოთახში ვინმე თუ იყო ჩემამდე, მშვენივრად ვიგებ. ახალნაყიდ ტანსაცმელს ვრეცხავ კიდევ, თან ყველა ტიპის სარეცხს კონდიციონერში ვავლებ- ფხვნილის სუნი არ მიყვარს/თავს მატკიებს.  რამის გახსენება რომ მინდა, ჯერ სუნი მახსენდება და მერე ყველაფერი დანარჩენი.

  • ზუსტად მახსოვს, როგორი სუნი დგას თუშეთის მთებში, როგორი ჰაერია სვანეთში, ზანავი-ნუნისის გზაზე და ა.შ. გზადაგზა გაჭყლეტილი ქონდრის, სველი ჰაერების და ქოხების და სიპების…
  • ისიც მახსოვს, სამი-ოთხი წლის ასაკში ბაღში რომ დავდიოდი, როგორი სუნი ქონდა იქაურ ოთახებს და სამზარეულოს.
  • ბიცოლაჩემის სახლის სუნი, პირველი სართულის, მეორის ხენარევი, ეზოში რომ იებს ვკრეფდი ექვსი წლის ასაკში,იმათი მიწანარევი სუნი  და სველი კარალიოკების, ერთ შემოდგომაზე რომ გამოგვატანა, და ნუშის ხეების არომატები, ხელებზე რომ ამდიოდა ზედ ფოფხვის მერე. ძველი სამელნეების და იმ ცხოვრების სუნი, ყოველ წელს რომ უბრუნდებოდა, თავიდან.
  • ბებიაჩემის ეზოში დამწვარი ფოთლების, არყის ქვაბზე წასმული სველი ნაცრის, გაჭყლეტილი ვაშლების-არყის სახდელ ქვაბში, სიმინდის დაცეხვისას რომ რაღაცნაირი არომატი დგება ჰაერში, სახლის მეორე ნაწილის-დიდი ხნის წინ რომ მიატოვა ბაბუაჩემის ძმამ-ძველი კედლების, ჩემოდნების და ტანსაცმლის, უზარმაზარი ფულების- 50-60-იანი წლების დაგუბებული, აბლაბუდებნარევი.
  • ხორბლის უზარმაზარი გორების სუნი – შირაქიდან მოტანილს რომ ანაწილებდნენ, და ტომრების და ურმის,- შინ რომ მოგვქონდა. ალვანის სუნი ზოგადად – ალვის ხეებს რომ აქვთ, ცენტრში რომ იზრდება
  • წისქვილის სუნი-ხვიმირებში ჩაყრილი სიმინდის, ხორბლის და ქუმელის არომატები – ერთმანეთში არეული და მეწისქვილის უზარმაზარი სასწორის რკინანარევი სუნი, ხელებზე რომ აგვდიოდა ხოლმე აწონვის მერე, გირების თრევისგან.  წისქვილის აუზის წყლის სუნი, რომ ვბანაობდით და მერე ამზიანებული კანის მოტკბო არომატი.
  • დედაჩემის კანის სუნი, ის სუნი, რძის ქარხანაში რომ იდგა, მამაჩემმა რომ წამიყვანა ერთხელ.
  • ნესტის, ქვევრების, გაღივებული კარტოფილის და კიდევ რაღაცის უცნაური, სველი არომატი, სარდაფში რომ გვქონდა და წყალმცენარეებიანი ზღვის სუნი, ოდესაში რომ იყო. იმ შჩის სუნი, ღრმა ბავშვობაში ვიღაც ბებიამ რომ მაჭამა. არადა ვინ იყო/რაუნდოდა/სად იყო, ისიც კი არ მახსოვს.
  • შეშის ღუმელზე შემოდგმული ბორშის სუნი, უზარმაზარი ქვაბით და ცხელი ჩაი პლასმასის კრუშკებით, 90-იან წლებში ნათლიასთან რომ ვსვამდი ხოლმე. მარგარინიან პურზე წასმული ჭანჭურის სუნი კიდევ.
  • ძირს ჩამოცვენილი კაკლის, კაკლის საბერტყის და წენგოიანი ხელების, ძველი ტანსაცმელის, სოფლის განჯინაში (თუ რაც ქვია) რომ მქონდა შენახული და ჩასვლისას ვიცვამდი
  • ჩემი კარვის, სპალნიკის და სალაშქრო ზურგჩანთის სუნი – ტყის და ბლახების, წვიმის და მზის სუნი აქვთ ხოლმე

გადავხედე ჩამონათვალს და თურმე ყველაზე მძაფრად სოფელთან დაკავშირებული არომატები მახსოვს, ყველაზე ბევრი, მრავალფეროვანი და მძაფრი.  თუმცა ეს არომატები რომ არა, ალბათ ასე კარგად არ მემახსოვრებოდა ეს ყველაფერი…

და თქვენ როგორ იმახსოვრებთ ხოლმე?

Advertisements

2 thoughts on “ცუდი მეხსიერება

  1. მე უფრო ფერებით მამახსოვრდება…არომატებით ნაკლებად..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s