რა უნდა იცოდე გოგომ, სანამ ლაშქრობაში წახვალ


გოგოს გადმოსახედიდან, რასაკვირველია.

 bp251

ბუმბულის საბანი და ბალიში

ძილი დამრეც ზედაპირზე, ქვებზე, ოღროჩოღროზე – ხშირი მოვლენაა. ვერავინ მოგცემს იმის გარანტიას, რომ ყოველ ღამე იდეალურად სწორ ადგილზე, რბილ ბალახზე გაშლი კარავს და მიაფენ პარალონს. უფრო მეტიც, შეიძლება ქარი და ქარიშხალი ამოვარდეს და მთელი ღამე კარავი არხიოს. ჭექა-ქუხილი განსაკუთრებით ფანტასტიური მოსასმენია, ცხოვრებაში არ დამავიწყდება როგორ არ დამაძინა ქუხილმა რაჭაში.

გამოსავალი: არანაირი, უბრალოდ ვდუნდებით და ვკაიფობთ სიტუაციით. ან არ ვდუნდებით და წიოკით ხელს ვუშლით საკუთარ თავს და თანამეკარვეებს. მე მაინც პირველ ვერსიას გირჩევდით, წიოკს არანაირი აზრი არ აქვს.

ტურები და მგლები

აქედანვე უნდა იცოდე, რომ ღამე შეიძლება  ფაჩუნის ხმა გაიგო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარავში აუცილებლად კბილებდაკრეჭილი მგელი შემოგივარდება, ზოგჯერ ეს ტყის ხმებია, ან უბრალოდ, მშიერი ტურა და თაგვი მიცუნცულებდა თავის გზაზე, საინტერესო რაღაცას გადაეყარა და სწავლობს. ან არ სწავლობს და ისე დაცანცარებს. მერე რა? ბოლო-ბოლო შენ ხარ იმ ცხოველის სახლში და არა პირიქით.

გამოსავალი: პირველ რიგში შიშს ვტოვებთ სახლში. თუ ვერ დავტოვებთ მაშინ ჩვენც სახლში უნდა დავრჩეთ. ან მიგვაქვს ხლაპუშკები, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.  მე რომ მკითხო, თოფიც არ გვაწყენდა, მაგრამ მაგას ნებართვა და ამბები უნდა.

მწვადები და ტორტები

ლაშქრობაში საჭმლის დაწუნებას არ ვართ. ყიყლიყოები და ქაბაბები არ იშოვება (მომენტ, თუ კეთილ გლეხს გადავეყარეთ, შეიძლება სამსართულიანი სუფრაც ვიშოვოთ). მე ის ტიპი ვარ, კილკას და შპროტებს რომარ ჭამს (აკჯდსჰასკჯდჰაკსჯდჰ!) და რომელიღაცა ლაშქრობაში დამატებას რომ ვითხოვდი, ისე მომშივდა.

წამლები, წამლები ევრივეარ

ნიმესილი,  ელასტიური ბინტი, ნებისმიერი ანთებისსაწინააღმდეგო და დაჟეჟილობის გელი (ვიკითხოთ აფთიაქში), სპირტი და სიცხის დამწევი ჩვენი მეგობარია და ჩანთის ყველაზე საიმედო ჯიბეში დევს.  ჰიგიენური საფენები, აუცილებლად (ტამპონები დაივიწყე), სტრესზე დამსგავს ხვლინჭკობებზე სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად

თავის ხელში აყვანა

მიუხედავად იმისა, რომ ჯენტლმენების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთი-ორჯერ ჩემი ჩანთაც ათრიეს, სულ ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და რამენაირად ჩემთითონ ვიარო. დამიჯერე, არავის ეხალისება შენი ჩანთის თრევა. (საოცარი გამონაკლისების გარდა, თუმცა რა გარანტია გაქვს რომ მაინცადამაინც შენ გაგამართლებს? )

სულ ესაა რაც ამწამს გამახსენდა. თუ რამე, კომენტარებში ჩაამატეთ და ჩავასწორებ

პ.ს. და მაინც, feel free to გოგოინგ :დ

Advertisements

7 thoughts on “რა უნდა იცოდე გოგომ, სანამ ლაშქრობაში წახვალ

  1. სამაგიეროდ შეიძლება:
    მჭიდროდ მიხუტება კარავში გვერდით მწოლ სიმპატიურ თანამეკარვეზე ^_^

    შეიძლება მთელი გზა საკუთარ თავთან ხმამაღალი ლაპარაკი და ამის გამო არავინ დაგძრახავს, საუბრისას ადვილია სიარული და თუ არავის უნდა შენი მოსმენა შენი თავის გარდა სხვა რა გზაა.

    ზრუნვა ყველაზე, ლაშქრობის ერთ-ერთი უგენიალურესი რამეა ზრუნვა. ყველა ერთმანეთზე ზრუნავს და უფრთხილდება- თუ ყველა ადეკვატურია გუნდში საუკეთესო მუხტი და ენერგია ტრიალებს.

    და კიდევ

    ჯობია სიარულისას ნაუშნიკები არ გეკეთოთ და მუსიკას არ უსმენდეთ ბოლო ხმაზე, ნუ ან ერთი ყური მაინც გქონდეთ თავისუფალი ყველაფრისგან, ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო ხმების გაგება და დროული რეაგირება.

    • გეთანხმები ყველაფერში, ზრუნვაზეც და ჩახუტებაზეც, მაგრამ ყურთსასმენებზე არა -_- ჩემი აზრით ეკოსისტემაში გასვლის დროს ცივილიზაციის ნიშნები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, თუ იქაც ფბ იქნები უბრალოდ აზრს კარგავს ეგ გასვლა, ნუ მიზანს გააჩნია მარა მაინც 🙂

  2. მე ისეთი კაი გოგო ვიყავი ჩემს პირველ და ჯერჯერობით უკანასკნელ პახოდში, ვამაყობ საკუთარი თავით ))

  3. ყევლაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ისეთი გოგოები მოდიან, რომლებსაც საკუთარ ჩანთის წამოღების თავიც კი არ აქვთ და პლუს ამას, სულ წუწუნებენ დაღლილობაზე.
    ყველაფერი ნახსენები გქონდა თითქმის, რაც შეიძლება გოგომ გაითვალისწინოს ლაშქრობაში წასვლისას 🙂
    უბრალოდ დავამატებდი, რომ აუცილებლად გქონდეთ ჯიბის დანა თქვენთვის და განსაკუთრებული ასანთი 🙂

  4. მშვენიერი წერილია, ორად ორ მცირე შესწორებას შევიტანდი:
    1. კილკას და შპროტს მშრალი საკვები ჯობია. პური, ყველი, ორცხობილა და ასეთები. ერთი, რომ ჭურჭელი არ გექნებათ ჯერ საძიებელი და მერე დასარეცხი (რა იცი, სად მოგშივდება), მეორე – კონსერვის ჭამის დროს ინტოქსიკაციის და მსგავსი სიურპრიზებისგან ასი პროცენტით დაზღვეული ვერასოდეს იქნები.
    2. ანტისეპტიკად წყალბადის ზეჟანგი აჯობებს. ჯერ ერთი, უმტკივნეულოა, არ წვავს, მეორე – უფრო ეფექტურია. სპირტი უფრო მეტად საწვავად და საჭიროების შემთხვევაში (თუ, მაგალითად, რამე შეგესოთ და ბასრი საგნის გარეშე ვერ ამოიღეთ) ხსენებული საგნის სტერილიზაციისთვის გამოდგება.
    და კიდევ, თუ ტყესა და ღრეში მიდიხართ, მოკრძალებით გირჩევდით, შეამოწმოთ, ტეტანუსზე ბოლოს როდის აგცრეს და თუ ათ წელზე მეტია გასული, რევაქცინაცია ჩაიტაროთ.
    იქ, სადაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, თავის დაზღვევა არასოდეს არის ზედმეტი )

  5. კარგი პეხსაცმელი! კარგი მყარი, ხარისხიანი (სასურველი წყალგამძლეც) ფეხსაცმელი, აი ისეთი კოჭს რო კარგად ამაგრებს. არავითარი “ტაპკი”, “ჩუსტი”, “ბასანოჩკი” და ა.შ. ხო და კიდე კარგი საძილე ტომარა, მაგაში ფული არ უნდა დაგენანოს სხვა ყველაფერი განწყობის საკითხია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s