წინასაპეემესო პოსტი


ანუ წინასაახალწლო. უბრალოდ 2013 წელს მემგონი ქრონიკული პეემესი ქონდა . წელს, მე არა. :ფორუმელი მო სმაილი:

w8vm8

ხოოოდა

  • ძალიან მომრავლდა ჩემს ნიუსფიდში საშუქრების შეფარული მოთხოვნები ეგიდით “სანტა, აი ეს მინდა, წელს კარგი გოგო ვიყავი და იქნებ ქოთანში წყალი ჩამისხა კიარადა… ნუ ხომ ხვდებით რა…”. არა, ზოგი გულწრფელად ხალისობს,  მარა ხომ გაგიგიათ ერთმა კოვზმა იმან თაფლის ბოჩკას (ქართულად ვერ გავიხსენე) რა უქნა. პ.ს. სანტა, ამას თუ კითხულობ, nikon 50mm 1.4 ნ 1.8 G მინდა.
  • მთელი ცხოვრება “ვგიჟდებოდი და მიყვარდა” ის ხალხი, წელიწადში ორ სიტყვას რომ მოიწერებიან და უკიდეგანოდ ენატრები. ორი ვარიანტია- ან მე მესმის ეს სიტყვა უკუღმა, ან იმათ. წელიწადში ორ სიტყვას მეც ვიწერები ხანდახან მარა მონატრებაზე და ეგეთებზე თავს ნაღდად არ ვდებ უმიზეზმისამართოდ. let`s be friends, რა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე.
  • წვრილ-წვრილ ავარიებში რო მოვყევი და მსხვილს გადავურჩი, აი იქიდან დღეების თვლა დავიწყე ახალწლამდე, ნუ, მთლად ისე ნუ წარმოიდგენთ, რომ კალენდარჩახუტებულს მძინავს და ყოველ დილას კიდვ ერთ დღეს ვხაზავ ხელის კანკალით და ნიკაპთან გამოსკვნილი ორი ობოლი ბედნიერი ცრემლით, მაგრამ არც უმაგისობაა. ჰხო, უკვე მთელი 14 დღე დაგვრჩა
  • ჩემი წინათგრძნობა თუ რა ჯანდაბა ქვია, მეექვსე გრძნობას რომ ეძახიან და იფიცებიან, ქალებს აქვთ განვითარებულიო, საეჭვოდ დუმს. აი ვუსმენ-ვუსმენ და დუმს. მემგონი ეგეც 2014 წელს ელოდება. არადა რაღაცნაირად მივეჩვიე, რომ  სულ ყურს ვუგდებ ხოლმე და და ჰხა, მიღალატა და სადღაც გაშპა! რა ვქნა ახლა მე?!
  • ახალი წლის  მთებში შეხვედრის შანსი რომ გაქვს და თელავში მიცანცარებ დედასთან, აი ეგ კარგშვილობაა, ნებისყოფის უქონლობა, გოიმობა თუ რა, თავად განსაჯეთ
  • უბრალოდ, ცუდი/საშინელი/კოშმარული სიზმარი ვნახე, ამწამს გამეღვიძა და უარყოფითი ენერგია უცებ პოსტად ჩამოვარაკრაკე. მადლობა რომ გვკითხულობდით, სანტამ იცის, რომ კარგი გოგოები და ბიჭები ხართ და ბევრ გენიალურ და საინტერესო საშუქარს მოგიტანთ, მე ვიყო თუთიყუში.

უი ჰხო, ზემოთ რომ ფოტოა, აი მასეთი თმა მინდა 2014 წელში.

Advertisements

5 thoughts on “წინასაპეემესო პოსტი

  1. ეგეთი თმა ხომ ისედაც გაქვს? 😀
    თუ არადა, მეც გისურვებ.
    ხოდა მე მაშინ ნიკონის ობიექტივს დავაბარებდი 18-105-ს, მაგრამ აბა სადაა თოვლის ბაბუა. არ არის. 😀

  2. ხოდა ისა. მე წლებია მინდა აი ისეთი თმები, როგორიც ჩემს ავატარს აქვს. ხედავ როგორია??? სტაფილოსფერი და ხუჭუჭა. ნუ ხუჭუჭა ვარ ქიმიური დახვევის შედეგად, მაგრამ სტაფილოსფერი – არა/ვერა. ხოდა ვარ ასე გაღიმებული.
    ცხენზე რომ ზიხარ, იქ მგონი მოკლედ გაქვს და დიდად არ გიხდება. გრძელი თმები უფრო შენი სტილია იმჰო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s