გზაში


2_mississippi__3_mississippi_by_bugidifino-d332e9m

ბავშვობაში, 7-8 წლის ასაკში თელავიდან ალვანამდე გზა უსასრულო მეჩვენებოდა. თბილისი საერთოდ, ცხრა მთას იქით იყო. ყვითელი პაზიკით ალვანამდე ან წითელი იკარუსით თბილისამდე…

არა, გული არ მერეოდა, უბრალოდ, უკიდეგანოდ მოწყენილი ვიყავი.

-დედა, მალე ჩავალთ?

-დედა რა ვაკეთო?

-გაჩუმდი და იფიქრე.

ვჩუმდებოდი და ვფიქრობდი იმაზე, ნეტა რაზე უნდა ვიფიქრო თქო  და მთელი მონდომებით “ვფიქრობდი”.

ვინაიდან პატარა ვიყავი, საფიქრალი დიდად არაფერი მქონდა და ფანტაზიას ახლაც არ ვუჩივი და მაშინ ხომ საერთოდ, ათასი ფანტასტიკური თავგადასავლის მოფიქრება დავიწყე. აი ისეთი საოცარი თავგადასავლების, მგზავრობის დამთავრებისას გული რომ გწყდება.

დღეს, თელავიდან თბილისამდე, გურჯაანის გავლით, ერთი დიდი სათავგადასავლო ფენტეზი მოვიფიქრე, ომნომნომ.

უცნაურია მაგრამ მხოლოდ მგზავრობისას, ან ფეხით ბოდიალისას გამომდის მსგავსი რამეები.

ჰხოდა მერე კიდე შემეკითხებით რატომ გიყვარს ბოდიალიო?!

2 thoughts on “გზაში

  1. ერთადერთი ფეხით ბოდიალისას ვისვენებ და ერთადერთი მაშინ ვიცლი ფიქრისთვის.
    კარგი რამეა ეს ფეხები🙂

  2. როგორ მესმის თქვენი.
    მეც მარტო ბოდიალისას მაფიქრდება რაღაცები და სახლში მოსვლისას, ყველაფერი მავიწყდება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s