მწარე სიმართლე ლაშქრობებზე


Comfort zone Adventure

ამ ბლოგზე ბევრი გსმენიათ, როგორი გენიალური რამეა ლაშქრობები.

მოდი ამჯერად იმაზეც მოგიყვებით, რაზეც არასოდეს ყვებიან ხოლმე ლაშქრობებიდან დაბრუნებულები. იმ “საშინელებებზე”, რაც შეიძლება პირველივე-მეორევე ლაშქრობაში დაგხვდეთ და რაც აბორიგენი მოლაშქრისთვის ნორმაა, ვიღაცისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს.

თქვენ შეიძლება დაიკარგოთ

royalty-free-hiking-clipart-illustration-1112466

ხო, აი ასე, მარტივად.

ჩემს პირველ “სერიოზულ” ლაშქრობაში ისე გულმოდგინედ დავიკარგე,  ზოგადი გამართლებადობა რომ არა, და კიდევ კარგი ამინდი,  ცუდ დღეში ჩავვარდებოდი. საბოლოო ჯამში, სულ ოთხი “მსხვილი” დაკარგვაა ჩემს წილ. ხევსურეთში, თუშეთში, ბორჯომში და… ბორჯომში.  ამ დროს ყველაზე ცუდი, რაც საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთო, შიში და პანიკაა. ვინ არ დაკარგულა, აგერ ვარ ცოცხალი და გადასარევთავგადასავლებიანი.

დაკარგვისას შეიძლება მოულოდნელ და რთულ რელიეფს გადაწყდეთ

Hiking05

მაგალითად, ასეთს

თქვენ შეიძლება დაიკბინოთ

SONY DSC

ჩემთვის მივძვრებოდი მდინარის ნაპირას, ღამე,  და რატომ შევხტი იმ მორზე, თუ ვიცოდე…. უცებ ვიგრძენი როგორ მიკბინა რაღაცამ ჯერ კოჭზე, მერე წვივზე, მერე მუხლზე, თეძოზე. ელვის სისწრაფით. ელვის სისწრაფვითვე გადავხტი მოშორებით, გავიხადე შარვალი და დავიფერთხე, კუნაპეტ სიბნელეში, მდინარეში, ქვაზე მდგომმა.  სავარაუდოდ ჭიანჭველა იყო, ორი დღე კი მტკიოდა ნაკბენები.

კოღოები, ობობები, ტკიპები, ჭიანჭველები, გველები, მორიელები…..

თუმცა მე ამდენი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი საწყალი ჭიანჭველა გადამეყარა  (თუ მე გადავეყარე) და ისეც არ გეგონოთ, რომ ყველა ხის ძირში ჩასაფრებული დრაკონი ზის.

თქვენ შეიძლება გარეული ცხოველი გესტუმროთ

P7090499

ეს უფრო მაშინ, თუ რამოდენიმე ადამიანია. ბევრ ხალხს და ხმაურს ერიდებიან. თუ დათვი და მგელი და ტურა არა, მინდვრის თაგუნია შემოიცუნცულებს. იმასაც შია, შენ კიდევ კოცონთან გემრიელობებს რომ ტოვებდი, აბა რა გეგონა?

თქვენ შეიძლება ბიჭებთან/გოგოებთან ერთად მოგიწიოთ ძილი კარავში

sleeping in a tent

არც მიფიქრია ეს რომ უნდა დამეწერა, მაგრამ ლაშქრობების ორგანიზატორმა  აღნიშნა, რომელიც მამრია და გულწრფელადაა შეწუხებული გოგოების მოთხოვნებით.  ლაშქრობაში ეს ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ სად გითვალონ ახლა კარვები და  ადგილები? კდემა სახლში უნდა დატოვო  და ისე წახვიდე. ან ჩემსავით საკუთარი კარვით იარო და ვინც გინდა ის შემოუშვა. თუმცა მე სქესზე არ ვჭედავ და საერთოდაც ჩემი კარვის კარი სულ ღიაა, ნებისმიერი ადამიანისთვის, და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ლაშქრობის დაუწერელი კანონები გვეუბნებიან, ქალი და მამაკაცის გარჩევა მაშინ, როცა მას ეძინება, სძაგს ლაშქრობის ღმერთსო.

ხო, ძილზე გამახსენდა….

sleeping-bag

ძილი ნახევრად ფეხზე მდგომარე პოზაში, როცა კარავი დამრეც ფერდობზეა გაშლილი და მთელი ღამე წინ და უკან “დაცურავ”. ხმელი პარალონი, როცა ზურგით ყველა კენჭს გრძნობ. როცა კარავი არასწორადაა გაშლილი და კედლები უსველდება ან წვიმაში წყალი ჩამოდის და გუბეში გეღვიძება. როცა დილის ექვსისკენ სიცივე იმატებს და მაშინ გეღვიძება აკანკალებულს. როცა შენი მეზობელი უკიდეგანოდ ხვრინავს. როცა საერთოდაც უკარვოდ გძინავს, ღია ცის ქვეშ, კოცონთან (მაგრამ ეს ნეტარებაა)

ჰიგიენა არა ისა….

IMG_5774

ნუ აი….შხაპი რომ არ დაგვხვდება, თავიდანვე გასაგებია. არც ცხელი წყალი იქნება კბილის გასახეხად და შეიძლება არც წყარო იყოს პირის დასაბანად. უარეს ვარიანტში ბოთლით მოგიწევს დასხმა. უკეთეს ვარიანტებში ჩანჩქერები, მდინარე და ტბებია. და სველი ხელსახოცები ინტიმური ჰიგიენისთვის. უჟას-უჟას-უჟას? ხო, შეიძლება. თუმცა ლაშქრობაში მსგავს რეაქციაზე გაეცინებათ. თუ არ შეგიძლია, და სულაც არაა გასაკვირი და სასირცხვილო, დარჩი სახლში.

გოგოებს არ გეწყინოთ, მაგრამ მაკიაჟიც სასაცილოა ლაშქრობაში. აი დიდსაყურიანი გოგოსავით… მე ვის რას ვეუბნები, სუნამოს მინიფლაკონი მიგდია სულ, მაგრამ სუნამოც სასაცილოა, პრინციპში.

და ბოლის სუნი, ბოლის სუნი ევრივეარ…. მე მიყვარს… იქნებ შენც შეგიყვარდეს, მაგრამ მანამდე უნდა იცოდე რომ თვალებს აგიწვავს.

თქვეგან შეიძლება “გუნდური თამაში” მოითხოვონ

p015gn2m

მაშინ, როცა ბანაკი იშლება, უქმად ჯდომა სტეხს. ისიც სტეხს, შენი ბოთლიდან წყალს რომ არ დაალევინებ ადამიანს უღრან ტყეში( უღრან ტყეში-მეთქი)  და დახმარების ხელს არ გაუწვდი. ჯგუფს თუ ჩამორჩები ფოტოს გადასაღებად და საძებნი გახდები, ესეც სტეხავს. ბოლო პურს და შოკოლადს რომ გადამალავ, ეგეც ძალიან ცუდი რამეა. კარავში რომ არ შემოუშვებ ხალხს, ესეც.

მზეზე დამწვარი კანი… 

o-SUNBURN-facebook

მაღლა, მთაში, აი რაც არ უნდა წაისვა, რაც არ უნდა წაისვა, არარსებობს, მაინც შეიტრუსები. ღრუბლებშიც კი. მთელი დღე მთის მზეზე ყოფნას ქალაქელის ნაზი კანი უბრალოდ, ვერ უძლებს. დიდი ამბავი, ვის არ დაწვია ოდნავ კანი.

საჭმელ-სასმელი

120823_backpacking-food-quinoa-hiking-backpacking-meals_0001

ხევსურეთში რომ მოვხვდი პირველად, მწყემსს შევეკითხე, წყალი სად ავავსო თქო და იმ კაცის სიცილი არ დამავიწყდება… შვილო აქ სულ წყალი არააო?! მდინარის პირას ვიდექით. მდინარის წყლის დალევა, როცა სხვა არ გაქვს,  მთაში ბუნებრივი მოვლენაა. წყაროსიც, ტყეში.  საჭმელად ანაკომიც ბუნებრივია და შპროტიც (ჩემი ტკივილია) და დილით ცხელი ყავაც შეიძლება არ იყოს. საჭმელი მიაქვთ ცოტა, მაქსიმალურად ენერგეტიკული. ზოგჯერ დღე ისე დაღამებულა, სნიკერსის და ქიშმიშ-ნიგოზის ნარევის გარდა არაფერი მიჭამია.

აბორიგენები, აბორიგენები ევრივეარ

ზოგჯერ ადგილობრივებიც ჭედავენ. აი ასე, მარტივად და კონკრეტულად. რაზე? რავი რაზეც გაეხარდებათ. თუნდაც იმაზე, რომ ერთი ჭიქა არ დაულიე და არ დალოცე. მთაში ჭედავენო იძახიან.  ბარში გამჭედავებიც ბევრი მინახავს. თუმცა ძირითადად მაშინ ხდება გაჭედვა, როცა რომელიმე მხარე  დაიპრანჭება ცხვირაწეული.

მეორე დღის სინდრომი

დაჭიმული კუნთები, კუნთების ტკივილი, ნაკაწრები-ნაკაწრები ევრივეარ. თუ გაგიმართლა, გადაყვლეფილი მუხლები, ხელები, შხამიანი დიყის ნაკვალევები. ცუდი ფეხსაცმლის და ჩანთის შემთხვევაში ბებერები და მხრების/ზურგის ტკივილი. ზოგადი დაღლილობა და სამსახურში ძილები. გრძელი ფრჩხილების შემთხვევაში, ზოჯერ მოტყდომები.

სიმართლე იმაზე, როგორ ადიხარ მთაზე

Hiking Swiftcurrent Creek

“გული რომ ყელშია და თავში რაღაც ბაგაბუგობს როგორ ვერ ვიტან მაგ შეგრძნებას.  სიმაღლის აკრეფისას მემართება სულ”-იძახის ადამიანი, რომელიც ჩემზე კიდევ უფრო ბევრჯერაა სიმაღლეზე ასული. მე არ მაქვს ლაპარაკი გამოცდილ მთამსვლელებზე, ჩვეულებრივ ადამიანებს ემართებათ ხოლმე. მეც მემართება, ხანდახან, სულ პირველად სიმაღლე რომ ავიღე, იქიდან მოყოლებული. აუცილებელი არაა, დაგემართოს, უბრალოდ, ხდება ხოლმე

სიმაღლის აღება: ზღვის დონიდან 400 მეტრიდან სიტყვაზე, 1000-მდე ასვლა. რაც უფრო აღმართზე და სწრაფად ადიხარ, უფრო ბაგიბუგობს. რაც უფრო დიდხანს მიდიხარ, ანუ დამრეცზე და სერპანტინებით, მით ნაკლებად.

სხვა?

რავიცი,  გააჩნია, ყველას თავისი ბზიკები აქვს, მე დღემდე შპროტებზე მაჟრჟოლებს.

ამ ყველაფრის მერე, რატომღა დავდივართ?

აი ამიტომ

This slideshow requires JavaScript.

comfort-zone

Advertisements

70 thoughts on “მწარე სიმართლე ლაშქრობებზე

  1. ცოტ-ცოტა ეს ყველაფერიც ამრავალფეროვნებს ლაშქრობას. ჩემთვის ბოდიალი ერთი მთლიანობაა, დაკარგვებით, ბოლის სუნითა და დიდი, საინტერესო გამოცდილებით

      • მეგობარი მიზიზ გვერძე დ( რომელიც უნდა წამოსულიყო ლაშქობაში ჩემთან ერთად) და ეს სტატია რო წაიკითხა ვაიმე აგარ მინდა :))))))) მაგ ყველაფერშია მუგამი ამდენი რამის გადალახვა რო გჭირდება და ბოლოს რო ახვალ რაგაც სიმაგლეზე რის საახავათაც მიდიოდი კარავს რო გაშლი და არაყს ჩაუფენ.. მაგაზე მაგარი რა არის…..??? არაფერიიიი

  2. ყველაფერი კაი, მარა ფოტო-კოლაჟში შენი გადაღებული ან შენი მონაწილეობით ან სულაც საქართველოს ფოტოები უფრო კარგი იქნებოდა.

  3. შენ ხარ მანიაკი 🙂 და მე არაამქვეყნიურად დარეხვილს სახეს მახევ :)))))))))) ვყმუიიიიიიიიი :)))))

      • ამ გოგოს ბლოგზე სხვა ჩანაწერები წაგიკითხავთ? (ლაშქრობით რომ არ გილაშქრიათ მასთან ერთად, ამას უკვე მივხვდი) მეეჭვება, თორემ ასეთ კომენტარებს არ დაწერდით არცრთი. და საერთოდ საიდან იწყება ”კარგი” მოლაშქრის მცნება? ოდესღაც ყველა პირველად მიდის ლაშქრობაში და უმეტესობას თავის ადაპტაციის პერიოდი აქვს გარემო პირობებთან, აქედან გამომდინარე სიძნელეებთან, თანამოლაშქრეების ხუმრობებთან (უმი კვერცხების, ქვების ტარება, ფითოხლართების ისტორიები) სწორედ ასეთი ადამიანებისთვის დაიწერა ეს ჩანაწერი. მაინტერესებს ლაშქრობაში სიარულის მთავარი იდეა რა არის თქვენთვის? ვიღაცას, ან საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ მაგარი ხართ, თუ ის, რომ სიამოვნება მიიღოთ უღელტეხილების დაპყრობისგან, იქიდან გადაშლილი ულამაზესი ხედებისგან, დეკის გამხმარ ტოტებზე სიმწრით დანთებულ ცეცხლზე მოდუღებული 1 ჩიქა ყავისგან, რომელსაც 4 ადამიანი ინაწილებს, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ ძალით მოლაშქრეებს უწოდებთ.

  4. ქვაბისხევში რომ ჭიანჭველებმა დამკბინეს ის სცენა გაცოცხლდა ჩემს თვალწინ 😀 კარგი პსოტია. მომწონს ❤

  5. @chincharauli ეს გოგო ერთ-ერთი საუკეთესო მოლაშქრეა ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მითუმეტეს ქართველ მოლაშქრეებს თუ ავიღებთ მაგალითად. ბევრჯერ მილაშქრია მასთან ერთად და ვიცი რომ ცდები. 🙂

    • პირველად ვიყავიო, პირველად :დ როგორ და, ჭაუხებით გადავდიოდით აბუდელაურებზე, ნამყოფი თუ ხარ გეცოდინება, ურუკოდ, არც ერთი არ ვიყავით ნამყოფი და კაციშვილი არ ჭაჭანებდა უახლოეს 20 კილომეტრში ალბათ :დ

      • პირველ ღამესვე რომ გვარს-არ-დავასახელებ-ერთმა-სულიერმა ერთადერთი გაზის ბალონი დაღვარა და მერე სამი დღე ცხელი ჩაი/ყავის გარეშე დაგვტოვა და კალმით გაფერადებულ რუკას რომ ვუყურებდით წაღმა-უკუღმა :))) ჩემი მტკივანი ფეხიც საკმაო ტორმუზი იყო და გაურკვეველ გზებზე ბოდიალიც :)))

  6. ჩვენი ჯგუფი როცა დავდივართ, დილით ყავაც გვაქვს, ჩაიც, იქვე ჭამფურზე შემწვარი კვერცხიც ))) ნუ, მწვადი და მსგავსი გემრიელობები თავისთავად, თავის კრაბის სალათებით )) ასე, რომ მცირე კომფორტის მოწყობა, ცოტა მეტი ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე სრულიად რეალურია, მაგრამ ძალიან ძნელი..

    • თქვენ პიკნიკებზე დადიხართ ალბათ :დ მთაში, თაკარა მზეში, მთელი დღის მანძილზე ნატარები ხორცი და მაიონეზიანი სალათა ხომ წარმოგიდგენია რა იქნება.

  7. axalbedebma sheileba ar ician es yvelaperi mara aq ise sastikadaa agnishnuli ro 😀 im adamiansac ki visac didi gamocdileba aq sheileba echvi sheeparos girs tu ara isev casvla 😀 raiko mere ra es xom saxalisoa rac aqaa agcerili 😀 :)) me magalitad am chamotvlili arasasiamovno paqtebis gareshe ar carmomidgenia sadme casvla da iq gartoba 🙂

  8. ძალიან კარგად არის აღწერილი … იმდენად კარგად რომ მთელი ის სირთულე და დისკომფორტი გინდება რომ გადაგხდეს თავს! ❤ პერწკლო, ყოჩაღ! შენთან ერთად სიამოვნებით გავილაშქრებდი სადმე.

  9. Perwkli ❤ araertxel mitqvia da kidev dauzareblad vwer da vityvi, rom roca sens nawers vkitxulb tvalebsi mxolod lamazi cisartyelis ferebi darbis ❤ romelic survisl migvidzebs nebismier amindsi garet gavichra :* ❤

  10. ისე აქ ჩამოთვლილი მინუსების უმრავლესობა შეიძლება აღმოიფხვრას თუკი ნორმალური ტურის ორგანიზატორი გყავს, სამწუხაროდ, ორგანიზატორები ყურადღებას არ აქცევენ ამ ყველაფერს.
    თითქოს განსაკუთრებული არაფერი – თავგადასავალია, ერთხელაც უბედური შემთხვევით დასრულდება და მერე აღარც თავგადასავალია და აღარც სახალისო.

    რაც შეეხება მჭედელებს, მთაში გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობს, ამიტომ აბორიგენებთან ურთიერთობას მაქსიმალურად უნდა მოერიდო, ტურისტი მისთვის უარესს შემთხვევაში – მომხდურია, ხოლო უკეთეს შემთხვევაში – გასაყვლეფი ობიექტი.

      • ზემოთ წერდი რომ ჭედავენო, ახლა “ღიმილით მივდივარო” ეტყობა მაინცდამაინც ჩამოყალიბებული აზრი არ გაქვს, არაუშავს რა. ზოგი თავის შეცდომებზე სწავლობს.

      • ვაიმე უკვე ძაან შემეკიკინა :დ ჭედავენ, ხო, ქალაქელები რომ ჩამოდიან ხოლმე ტრაკაწეულები და ვაივუით დარბიან. ღიმილით თუ მიხვალ არ გაჭედავენ. ყველა ბრძენს ამ პოსტზე როგორ დაუცდა ფეხი :დ

  11. გამახსენდა სკოლის დიდი ლაშქრობები, მზისგან დაწვა, ჭექა-ქუხილში მთიდან დაშვება, ყინულზე უფრო ცივ მდინარეში ბანაობა, კოცონთან “შებოლვა”, კარავში წვიმის “შემოვარდნა”, დილით კარავთან ახლოს ნაპოვნი დათვის ნაკვალევი, რომელიღაც ნადირისმიერ შეჭმული საჭმელი, კლდეზე ცოცვა, “გული რომ ყელშია და თავში რაღაც ბაგაბუგობს” (კიდევ ათსი რამ)… და მომინდა ისევ წასვლა…!! როგორ მომენატრა!!!! :-/

  12. მშიერი სიარული ეს არაფერია ჩემთვის, მაგრამ სიმძიმეების თრევა, ნაკაწრები და ნაკბენები არა!! მერე რომ ჩამოვალ და კვირების განმავლობაში დამჭირდება ფიზიკური რეაბილიტაცია, ამას ძმაო ისევ ქირურგიული შრამები მირჩევნია პატარ-პატარა ნაკაწრებით სხეულის ავსებას. ლამაზი მხოლოდ სურათებია. ასე რომ მე ვრჩები სახლში და ესთეტიური სილამაზით დავტკბები, რომელსაც ფოტოსურათებით გადმოცემთ.

    • ნეტავ ფოტოსურათებს იმის მეათასედი შეგრძნება მოჰქონდეს, რისი განცდაც იქ შეგიძლია


  13. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემაზე წუწუნის მოგერიდებათ!

  14. მომინდა უცებ 🙂
    კანის დაწვა არ მაქვს ცუდად გამოცდილი – ფრთხილი ვარ.
    ცხოველებისაც არ მეშინია დიდად. და დაკარგვის – მითუმეტეს 🙂 ორიენტაცია მაქვს შესაშური.

    მე ერთადერთი ტუალეტის პრობლემა მაქვს. (ჩემი სახლის გარდა ვერსად ვშვები) :))) ჰოდა, ამიტომ ბევრდღიან პახოდებს ვერიდები. 2-3 დღე კიდევ აიტანს კაცი 🙂

    ბლოგი მომეწონა. Follow 🙂

  15. მე დამემართა პირველად ეგრე მის მიერე გამოცდილი გიდისა და კაი ფეხსაცმელების გარეშე მომზადებული დავდივარ უფრო გემრიელად რო შემერგოს ლაშქრობა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s