გარინდებული


 

Hiking_in_Georgia

ბოლო სამი დღეა ავად ვარ. თავისი მაღალი სიცხეებით, თავში ტელევიზორებით და ამბებით. დილით ვიღვიძებ, წამალს ვსვამ და სამსახურში ვაგვიანებ, იმიტომ რომ სანამ სიცხე არ დამიწევს ფეხზე ვერ ვდგები ხოლმე და შეიძლება სადმე გული წამივიდეს. საღამოს უკეთ ვხდები და მგონია რომ ხვალ კარგად ვიქნები. ხვალ ისევ ატკიებული ძვლებით მეღვიძება. ტუჩზე ხერპესი მაქვს და ამიტომ თავი მსოფლიოში ყველაზე უშნო გოგო მგონია.

საბანში რომ უნდა იწვე, იწვე, იწვე და არაფერზე რომ არ უნდა იფიქრო. ბომბი რომ ჩამოვარდეს გვერდს რომ შეიცვლი და ფართოდ გახელილი თვალებით, ზარმაცულად დააკვირდები, როგორ ინგრევა კედლები.

მდინარის პირას რომ ზიხარ. აი ჯუსტ ზიხარ და წყალს უყურებ. და არაფერს რომ არ აკეთებ წყლის ყურების გარდა. მშვიდდები. წყნარდები. მდინარის და შენს გარდა რომ არავინ და არაფერი არ რჩება დედამიწაზე.

ყველაფერი მეზარება, უბრალოდ მინდა რომ ვიწვე.

და ვიწვე

და ვიწვე

სანამ გამივლიდეს.

ჯუსტ წოლა მინდა

და

ჩახუტება.

აპჩხე.

 

მოვალეობები, მოვალეობები ევრივეარ.  მე კიდე ჯუსტ წოლა და ძილი მინდა და მეტი არაფერი, მეტის ტრაკიც არ მაქვს პრინციპში, ვარაუდით ვზივარ.

 

პს. ფოტოზე საქართველოა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

Advertisements

One thought on “გარინდებული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s