ის, რის გარეშეც ლაშქრობაში წასვლა არ შეიძლება


09b-Hike-to-Boiling-Lake-Dominica

როგორ დავლიეთ რაღაცეებიანი წყალი

ეს იყო პეტ… კიარადა კახისზე. პირდაპირ უღრანი ტყით დავეშვით, წყალი ყველას გვქონდა, მაგრამ ცოტა. გზა აგვერია, ხეებზე ვფოფხავდით, ვებღოტებოდით და ვკონწიალობდით. მერე ხეობაში ჩავეშვით და პაწუკა წყარო ვიპოვეთ. გვიმრებიდან გამოსული. რაღაცეები დაცურავდნენ, მაგრამ ვის ენაღვლებოდა, მოვიყუდეთ, დავლიეთ და თქვენ წარმოიდგინეთ არაფერიც არ დაგვემართა.

ჰხოდა ახლა ყველა ასეთი არაპრეტენზიული ვერ იქნება

hiking-water.preview

რატომ უნდა წავიღოთ წყალი?

  • წყალი მძიმეა
  • ოოოო, წყარო შეგხვდება რა სადმე
  • კოკა-კოლა მირჩევნია

ადამიანს საკვების გარეშე სამი კვირა შეუძლია გაძლოს, წყლის გარეშე კი რამდენიმე დღეში იღუპება. ამიტომ ყოველთვის, როცა საქმე პრიორიტეტებზე მიდგება, უპირატესობა წყალს უნდა მიანიჭო და არასოდეს წახვიდე სადმე ისე, რომ მინიმუმ ნახევარი ლიტრი წყალი არ გეგდოს ჩანთაში, ყოველი შემთხვევისთვის.

getty_rf_photo_of_teens_drinking_water_on_hike

როდის უნდა წავიღოთ

პირველ რიგში, ეს იმაზეა დამოკიდებული, სად მიდიხარ. საქართველო ძალიან მდიდარია ბუნებრივი წყაროებით, მაგალითად, ხევსურეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყაროა. წინასწარ უნდა გაარკვიო და სიტუაციის მიხედვით მოიქცე.

  • ლომის მთაზე- მხოლოდ დასაწყისში და ბოლოშია წყარო, ამიტომ მინ.ერთი ლიტრი აუცილებელია
  • მხერზე, სვანეთში, მინიმუმ ორი ლიტრი უნდა წაიღო, იმიტომ რომ ზემოთ წყალი პრაქტიკულად არაა (შორია და ჯობია თან აიყოლო, თუ ღამისთევით არ რჩები)
  • ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე სულ წყალია
  • ვაშლოვანის ჯიპტურზე წყალი თან უნდა წაიღო
  • და ა.შ.

 

  • ebd617a6ac11c86491fa397a3da54e3c

რამდენი უნდა წავიღოთ

  • ნახევარი ლიტრი- თუ ტყიან და უხვწყაროებიან ადგილას მივდივართ
  • ლიტრი- თუ წყაროდან წყარომდე რამოდენიმე საათის სავალი გზაა
  • ორი ლიტრი (და მეტი)- როცა ვიცით, რომ დაღამებამდე წყაროსთან ვერ მივალთ, ან შეიძლება გზასაც ავცდეთ ცუდ/უცნობ რელიეფზე

შენიშვნა: ამას საკუთარი გამოცდილებით ვიძახი, მე წყლის გარეშე უბრალოდ, ვერ ვფუნქციონირებ, თუმცა არის ხალხი, ვისაც წყალი საერთოდ არ დააქვს რამოდენიმესაათიან მარშუტებზე და მხოლოდ წყაროებთან იკლავს წყურვილს.

Hiking_Water_Hyponatremia

როგორ ავიღოთ სასმელად ვარგისი წყალი

  • წყალი უმჯობესია იყოს გამდინარე და სწრაფად მომდინარი- ნაკადული, მთის მდინარე, ჩანჩქერი.
  • ტბის შესართავი ტბიდან გამომავალ ნაკადს ჯობია
  • ყველაზე საუკეთესო ვარიანტში წყარო პირდაპირ მიწიდან უნდა გამოდიოდეს
  • ტბიდან აღებული წყლის ადუღება აუცილებელია.
  • მოერიდე დასახლებებთან ახლოს მყოფ მდინარეებს/ნაკადულებს, შეიძლება ცხოველის ფეკალიებს შეიცავდეს.

 თუ წყლის ვარგისიანობაში ეჭვი გვეპარება

  • ვადუღებთ. რამოდენიმეწუთიანი დუღილი საჭირო არაა, ადუღება სრულიად საკმარისია
  • ვფილტრავთ. მოწყობილობები ძალიან ბევრია და ამაზონზე თავისუფლად იყიდება. მათ შორის LifeStraw

81aIj9pXQyL._SL1500_

შემდეგ პოსტში წყლის თან ტარების იოლ და მოსახერხებელ ხერხებზე ვისაუბრებ, დარჩით ჩვენთან, არ გადაგვრთოთ :3

3 thoughts on “ის, რის გარეშეც ლაშქრობაში წასვლა არ შეიძლება

  1. გამარჯობა,
    საინტერესო პოსტია და მეტწილად გეთნხმები.
    თუმცა მე ერთხელ ისეთი რამ შემემთხვა, რაც ვერც წარმომედგინა. მაღალმთიან რაჭაში დაკარგვის დროს წყალი გამოგველია. იმის იმედად ვიყავით, რომ რაც იქამდე გზა გამოვიარეთ, ყველგან წყარო იყო. მაგრამ რამდენიმე ხეობა დამშრალი აღმოჩნდა და უწყლოდ დავრჩით. საშნელი გამოცდილება იყო. არასდროს ვზოგავ წონას წყლის ხარჯზე.
    მე მოლაშქრე ფოტოგრაფი ვარ. შემომიარე ჩემთან, ბლოგზე, როცა გეცლება🙂

    • სალამი. ვიცი შენი ბლოგი და აქტიური მკითხველი ვარ, მიხარია ჩემიც რომ აღმოაჩინე :დ

  2. ესეც წაიღეთ, ჩემი რჩევაა:

    ნეილონის ბაწარი. ყველაფრის წამალი. გაჭირვების ტალ-კვესი. იაფია (ოცდახუთი მეტრია მგონი ეს პატარა კოჭა) და პრაქტიკულად არ წყდება (ორი ტრაქტორი არ ჩამიბამს აქეთ-იქიდან, ისე ზეგამძლეა). ამით შეგიძლიათ რამე გაამაგროთ, ამით შეგიძლიათ რამე დაამაგროთ (მაგ. ჩანთაზე), შეგიძლიათ ტენტი გაჭიმოთ ხეებზე და ჩარდახი ან ჰამაკი მოაწყოთ, შეგიძლიათ პარკში კარგად გახვეული მალფუჭებადი პროდუქტი ჩაკიდოთ მდინარეში (კარგად აციებს, გამოცდილია), შეგიძლიათ საველე პირობებში ქალიშვილობის დაკარგვისას გამოიყენოთ (ამობლანდავთ სახელდახელოდ და ეგაა) და რა ვიცი კიდევ. უნივერსალური რამაა. არაერთხელ გამომდგომია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s