პირველი სალაშქრო გამოცდილება, ანუ პლიუსების მინუსები


ჩემი მუდმივი თანამგზავრი

ჩემი მუდმივი თანამგზავრი

პლიუსი- ადამიანი, რომელიც შენ მიგყავს ექსკურსიაზე/ლაშქრობაში, არ იცნობს ჯგუფს და ხშირად მათთან არანაირი საერთო არ აქვს. ჩვენ ყველანი ოდესღაც პლიუსები ვიყავით.

რაც მე საყვედურები მაქვს მოსმენილი, რომ გთხოვე პახოდში რატომ არ წამიყვანეო, თითოს ათი ლარი რომ მოეცა, მმმ…. მინიმუმ ახალ კარგ ობიექტივს ვიყიდიდი ფოტოაპარატისთვის.

სულ თითზე ჩამოსათვლელი პლიუსები მყავს წაყვანილი სადმე, ძირითადად ისინი, ვინც ზუსტად ვიცოდი, რომ

  • იცოდა, რა იყო ლაშქრობა/რაღაც გამოცდილება ქონდა
  • არ იყო ნაზინუზა და ქარის ერთ შებერვაზე არ წაიქცეოდა
  • დიდი ალბათობით, არ ჩავარდებოდა პანიკაში
  • არ საჭიროებდა გაფაციცებულ მზრუნველობას

ძალიან პრაგმატული ჩამოყალიბება გამოვიდა, მაგრამ ეს ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომელსაც ვთვლი, რომ პლიუსები უნდა აკმაყოფილებდნენ. ძირითადად იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ასე აიღო და ადამიანი სადმე წაიღო, შენი პასუხიხმგებლობაცაა. მერე რა, რომ 18 წლისები დიდი ხანია გავხდით, თუ მიმყავს ე.ი. მინდა ისიამოვნოს. ხოდა მე არ ვარ ისეთი ძლიერი ტიპი, რომ სხვაზე ნამეტანი ვიზრუნო. თუმცა არის კატეგორია, ძირითადად მამრები, რომლებსაც დაყავთ პლიუსები, რომლებიც ხელით სატარებელი უხდებათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

და როგორი პლიუსი ვარ მე?

ჩუმი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. არა, მართლა, ინტროვერტი ვარ და 5 ადამიანზე მეტს თუ დავლანდავ ჩემს ბაკანში ვიყუჟები და სანამ გარემოს არ მივეჩვევი, გარეთ არ გამოვდივარ. ფაქტიურად არც კი შევიმჩნევი, რომ იქ ვარ. ნუ სამაგიეროდ იშვიათად ვწუწუნებ, თუ მდგომარეობიდან არ გამომიყვან აგრესიას არ ვავლენ, ცოტას ვჭამ, ბევრს ვსვამ (წყალს) და ყოვლად გადასარევ ფოტოებს ვიღებ. ვინმე თუ მომეწონა, პორტრეტები ექნება ოპტომ. (გოგოები მომწონს ხოლმე გადასაღებად, როგორც წესი).

ზატო შეშის მოგროვებით დაწყებული კარვის ორ წუთში გაშლით დამთავრებული ბევრი რამე ვიცი და  შემიძლია ხოდა ნუ ახლა ხომ არაა აუცილებელი ყველამ იკისკისოს და იცანცაროს? სხვა დანარჩენისთვისსხვა პლიუსები არსებობენ უჰთ :3

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ პლიუსს სადმე წავიყვანთ?

  • შოკური თერაპია არ ვარგა

ნუ აიღებ და ნუ ჩააგდებ გამოუცდელ ადამიანს პირდაპირ ჭაუხებში, მყინვარზე ან ნებისმიერ სხვა შედარებით რთულ და გრძელ მარშუტზე. ის, უბრალოდ, ცოდოა.

  • აუხსენი სად მიდის.

გამოუცდელ ადამიანს სიტყვა ჭაუხები, ხახაბო და ა.შ. იდეაში არანაირ ინფორმაციას არ აძლევს და ამით ვერ განსაზღვრავს, რომ შეიძლება მინიმუმ 5-6-7 საათი აღმართებზე სიარული მოუწიოს.

DSC_3404

  • ანახე სად მიდის

ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი, სხვა დანარჩენისთვის არსებობს ფოტოები. სასურველია ლამაზი და არატრაგიკულსახეებიანი. თუ 5 საათი სიარული დააშინებს, ბარემ ისიც ანახე რისთვის მიდის და იქნებ შენზე წინ გარბოდეს, არიქა წავიდე ვნახოო.

  • შეასხენე

ისეთი “წვრილმანები”, როგორიცაა საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და ა.შ. ადამიანს, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში, შეიძლება გამორჩეს. (მე მუდმივად მრჩება ფანარი, უკვე ტრადიციად მაქვს გასვლის წინ ფაცხაფუცხით “ფარნიანი სანთებელის” ყიდვა)

christmas in a tent in the mountains, forest, snow 150030

  • გაარკვიე, რამდენად ჯანმრთელია

ან უბრალოდ, აუხსენი, რომ ცივილიზაციისგან ძალიან შორს იქნებით და თუ რამე, საკუთარ აფთიაქზე იზრუნოს.

ა, ერთი კიდევ, და ძალიან მნიშვნელოვანი – პათოლოგიური სიმთვრალის მქონე პლიუსებს ვტოვებთ სახლში, ზედმეტად დიდი მინუსია იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი სადმე წაიღო.

იდეალური პლიუსი

  • არ წუწუნებს
  • არ ვარდება პანიკაში (ან თუ ვარდება, ცდილობს რომ დროზე აკრიფოს საკუთარი თავი)
  • იოლად კონტაქტურია ან კაკ მინიმუმ არააგრესიული
  • საკუთარ თავს თვითონ პატრონობს
  • პრინციპში დანარჩენი გემოვნების ამბავია

და თქვენ დაგყავთ ხოლმე “პლიუსები” საკუთარ ვიწროწრიან ჯგუფებში?

 

Advertisements

8 thoughts on “პირველი სალაშქრო გამოცდილება, ანუ პლიუსების მინუსები

  1. როგორ უნდა უთხრა ჭარბ წონიან ადამიანს დელეკატურად რომ ისსს უბრალოდ ვეეეერ შეძლებს ფიიიიიზიკურად ვერ შეძლებს )))) ძალიან რთულია ეს ყველაფერი )) 15 კაცი ვიწრო წრე აღარაა მაგრამ ყველა ისეთი საყვარელია რო სახლში დატოვება ნაღდად არ შეიძლება რადგან ყველა აკმაყოფილებს მოთხოვნებს )

  2. მე იდეალური პლიუსი ვარ და სადმე წამიყვანე რა, პერწკ ❤
    ფანარიც მაქვს, საწვიმარიც. 🙂 ჩანთაც ოღონდ კარვის სამაგრი და ნავაროტკები არ აქვს :))

  3. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ლაშქრობაში. კარვის აწყობა არ ვიცი და ერთი ღამეც არ მაქვს გატარებული კარავში და უკვე სოლო ლაშქრობაზე ვაპირებ წასვლას. არც არავის შევეხვეწები სადმე წამიყვანონ. აქეთ წავიყვან ყველას :დ

    პროსტა 4კაციანი კარავი მაქვს და ერთი ადამიანისთვის მგონი ცოტა დიდია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s